Jump to content

ანდროიდის დარუთვა


ANuB1S

Recommended Posts

ბიჩებო შეგიძლიათ მითხრათ xperia mini st15i შეიძლება დაირუთოს და როგორ?

Link to comment
Share on other sites

  • Replies 622
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ბიჩებო შეგიძლიათ მითხრათ xperia mini st15i შეიძლება დაირუთოს და როგორ?

კი შესაძლებელია

http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1842366

http://xperiahtcrootingrom.com/how-to-root-xperia-mini-st15i-sony/

flashtool უნდა გადმოიწერო 

Link to comment
Share on other sites

motorola DROID 3 მაქვს ხელთ პროგრამის ლინკი რომ დევს one click root ვერ ქნა მაგან არ ვიცი რა უნდა და ეს დიდი მამაპაპისეული მეთოდი ნამეტანი მერთულა დავიწყე და ბევრი ბოდიალია ბოლოს მაინც არ გამომივიდა არადა სასწაულად მინდა ქართულს არ ხსნის :( :(



:cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:

Link to comment
Share on other sites

motorola DROID 3 მაქვს ხელთ პროგრამის ლინკი რომ დევს one click root ვერ ქნა მაგან არ ვიცი რა უნდა და ეს დიდი მამაპაპისეული მეთოდი ნამეტანი მერთულა დავიწყე და ბევრი ბოდიალია ბოლოს მაინც არ გამომივიდა არადა სასწაულად მინდა ქართულს არ ხსნის :( :(

:cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:

2.3.4 V ირუთება 

გადმოიწერე 

ჩართე ტელეში debugging mode (Menu>>Settings>>Applications>>Development>>USB debugging)

შეართე ტელე გაუშვი პროგრამა 

Root-Tools-Interface.png

და დააჭირე მონიშნულს

Link to comment
Share on other sites

2.3.4 V ირუთება 

გადმოიწერე 

ჩართე ტელეში debugging mode (Menu>>Settings>>Applications>>Development>>USB debugging)

შეართე ტელე გაუშვი პროგრამა 

Root-Tools-Interface.png

და დააჭირე მონიშნულს

ვერ ქნა არ ვიცი რა უნდა სხვა მეთოდს მოვკიდე ხელი კერძოდ ამას 

   ერთი პრობლემაა  b8175e6ee3b4.jpg

daemoon not runnig error 123 ვერც გავარკვიე რამე რა არის რა უნდა იქნება დამეხმაროთ ვინმე  :mad:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:  :cry:

Link to comment
Share on other sites

 

ამ თემაში მოხდა "პატარა" ცვლილება.

კერძოდ პაპაი დროინდელი დარუთვის მეთოდი დასპოილერდა, რადგან თითქმის გამოუსადეგარია.

 

მას შემდეგ ბევრი დაირუთა, ბევრი დაიბრიკა, ამ მეთოდმა დიდი მომავალი და პერსპექტივა ჰპოვა, ხოდა მოკლედ, მარტივად და კონკრეტულად ხდება ახლა ეს ყველაფერი: 

 

http://www.oneclickroot.com/

 

 

მოგესალმებით ყველას

როგორც ვხედავ საკმაოდ მომრავლდნენ ანდროიდიანი იუზერები(რაც ძალიან მიხარია, რადგან დაზომბებული და გალიაში ჩაკეთილი ვაშლისტები შემცირდნენ :D)

მათი თხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა პატარ-პატარა "გზამკვლევები".

თქვენ წინაშე ვარ თქვენი გზამკვლევი(ეგრეთწოდებული გიდი, არ მიყვარს ეს სიტყვა, ცუდად ჟღერს გიდობა :gigi:

ბევრს აღარ ვილაყბებ, გადავიდეთ საქმეზე:

რამე რომ გააფუჭოთ პასუხი მე არ მომთხოვოთ tongue.gif

ასევე გეტყვით რომ სანამ პროცედურას დაიწყებთ მოწყობილობა დატენეთ 60-70 %-ზე მაინც!

დარუთვა:

დარუთვა მოგცემთ საშუალებას შეაღწიოთ სისტემურ ფაილებში, დააყენოთ თქვენი ფავორიტი ROM და ა.შ. ერთი სიტყვით კაი ტიპია, თუმცა ერთი დიდი მინუსი კი აქვს, მაღაზიები ამბობენ რომ დარუთვის შემდეგ გარანტია აღარ გაქვთო. მაშ, ზუსტად ასე ამბობენ.

თუმცა სიმართლე გითხრათ ყველაფერს თუ ყურადღებით და ზუსტად გააკეთებთ არ გექნებათ ამის შესახებ არაფერი სანერვიულო, რადგან არსებობს საშუალება რომლითაც ტელეფონის ქალიშვილობას აღვადგენთ (გოგოებშია აქტუალური გამთელება და მობილურებს რომ გავუმთელოთ მგონი არაფერი დაშავდება :xelitavi:)

მოკლედ რომ ვთქვათ დარუთვის შემდეგ უფრო ჭკვიანი ხდება თქვენი ტელეფონიც და თქვენც(თქვენ იმ მხრივ რომ დარუთვა ისწავლეთ და მიხვედით ამ დასკვნამდე: ( :D) ადამიანმა სხვისი დადგენილი წესებით არ უნდა იცხოვროს, როდესაც შეუძლია იყოს თავისუფალი (განსაკუთრებით ვაშლისტებს ეხება ეს :D))

დარუთვის მეთოდი #1 - SuperOneClick

#1 - მოვამზადოთ ტელეფონი ოპერაციისთვის :D

1.1 მობილურში ჩავრთოთ USB Debugging: გააკეთეთ შემდეგი სვლები tongue.gif Settings/Applications/Development და მოუთათუნეთ USB Debugging-ის გასწვრივ მარჯვენა მხარეს თავისთვის განმარტოებულ ჩამქრალ წეროს, შემდეგ მობილური გეტყვით USB Debugging-ის დანიშნულებას ისევ და ისევ მოეთათუნებით Ok-ს და მარტოსული ჩამქრალი წეროც გაცოცხლდება და მწვანედ გადაიქცევა.

1.2 მობილური დავუკავშიროთ კომპიუტერს, დავაყენოთ Charge Only Mode-ზე (HTC მაქვს და ამის მიხედვით დავწერ თუ აქ რა ჰქვია, ერთი სიტყვით დატენვის რეჟიმზე, რომ იყოს, SD მეხსიერების ჩიპი არ უნდა ჩანდეს კომპში)

1.3 ახლა გვჭირდება ანდროიდის დრაივერი. ზოგს რა უნდა ზოგს რა, აქედან გამომდინარე ოპტიმალურად მიმაჩნია PdaNet, რომელიც ჩვენი მობილურის შესაბამის დრაივერს აინსტალირებს. PdaNet 32Bit, PdaNet 64Bit

თუ გადმოვწერეთ გავუშვათ საინსტალაციო(თუ არა და დაველოდოთ გადმოწერას tongue.gif)...

ყურადღების მოეკიდეთ თითოეულ მესიჯს...

1.3.1 დაყენების შემდეგ შეიძლება გითხრათ რომ adb.exe უკვე გაშვებულია, გახსენი Task Manager და გათიშეო... როგორც მე მენდობით ისე ენდეთ მაგ მესიჯსაც :D

თუ გათიშავთ გავაგრძელებ, თუ არადა მაინც გავაგრძელებ, რომელიმე ხო გათიშავს :D გათიშვის შემდეგ დავაწკაპუნოთ OK-ზე.

1.3.2 გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ ჩქვენი მობილურის მწარმოებელი. თუ ჩქვენი მწარმოებლის უკაცრავად, ჩქვენი მობილურის მწარმოებლის

სახელი ვერ ამოვიკითხეთ ან არ ვიცით რომელი მწარმოებლის მობილური გვაქვს ( :xelebi:) მივუთითოთ Others და Ok.

შეიძლება ამოხტეს წითლის ფონზე თეთრად დაწერილი ტექსტი: Windows can't verify the publisher of this driver software. მომღიმარი სახით ვუთხრათ არც მე ვიცი ვისია მაგრამ რომ მჭირდება ეგ კი ნაღდად ვიციო და დავაკლიკოთ Install This Driver Software Anyway და დაველოდოთ.

1.3.3 ერთ მომენტში შეიძლება გვითხრას გამოაძრეთ მობილურს კაბელიო(მე აღარ მითხრა რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენ თუ გითხრათ გამოაძრეთ, ჩემსას ალბათ დიდი ხანია შ*გ აქვს, მიეჩვია, ვეღარ მიხვდა და მაგიტო აღარ გაუმახვილებია მაგაზე ყურადღება xD)

1.3.4 რომ მორჩება ინსტალირებას მწვანე წერო ჩავაქროთ ამ ტექსტის გასწვრივ: Connect PdaNet After Installation და დავაკლიკოთ Finish-ს.

დრაივერის დაყენება სავარაუდოდ მორჩა.

#2 - დარუთვის წინ თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ შემდეგი ცნობები:

ეს მეთოდი გატესტილია 100 %-ით მუშაობს შემდეგ მოწყობილობებზე:

 

Acer Liquid Metal
Dell Streak
HTC Magic (Sapphire) 32B
HTC Bee
LG Ally
Motorola Atrix4G
Motorola Charm
Motorola Cliq
Motorola Droid
Motorola Flipside
Motorola Flipout
Motorola Milestone
Nexus One
Samsung Captivate
Samsung Galaxy 551 (GT-I5510)
Samsung Galaxy Portal/Spica I5700
Samsung Galaxy S 4G
Samsung Galaxy S I9000
Samsung Galaxy S SCH-I500
Samsung Galaxy Tab
Samsung Transform M920
Samsung Vibrant
Sony Ericsson Xperia E51i X8
Sony Ericsson Xperia X10
Sony Ericsson Xperia X10 Mini Pro
Sony Ericsson Xperia X10 Mini
Sprint Hero
Telus Fascinate
Toshiba Folio 100
Incompatibility list

სრულად არ მუშაობს შემდეგ მოდელებზე და რატომ:

იქიდან გამომდინარე რომ ADB-ს იყენებს ყველა ანდროიდი, დასარუთად ვიყენებთ ADB ექსპლოიტს რომელსაც ჰქვია rageagainstthecage (ratc). ზემოთხსენებული ექსპლოიტი ერგება ყველას გარდა NAND Locked მოწყობილობებისა. NAND LOCK არ გვაძლევს უფლებას რომ ჩაწერის რეჟიმზე გადავიყვანოთ /system mount. თუმცა Non-Market აპლიკაციების ჩაწერას არ სჭირდება დარუთვა.

არსებობს სამი დონის დარუთვა:

დონე #1 - Shell Root (ratc რუთავს ADB Shell-ს, თუმცა არ გვაძლევს /system-ში ჩაწერის საშუალებას)

დონე #2 - Temporary Root (დროებით დარუთვა. რესტარტის შემდეგ მოწყობილობა "უმანკო" მდგომარეობას დაუბრუნდება (ეს ფუნქცია ჰქონდეთ გოგოების უმეტესობას, რამდენჯერ დაარესტარტებდნენ :lol2:)

დონე #3 - Full Root (სრულყოფილი დარუთვა)

როგორც ზემოთ ვთქვით ზოგ მოწყობილობას აქვს NAND Lock:

Sprint EVO 4G (HTC Supersonic)

Droid Incredible (HTC Incredible)

HTC Desire GSM

HTC Desire CDMA (HTC BravoC)

HTC Aria

Droid Eris (HTC DesireC)

HTC Wildfire (HTC Buzz)

ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების დასარუთად საუკეთესო გზაა Unrevoked.

თუმცა ამაზე შემდეგში ვისაუბროთ, ჯერ SuperOneClick მივიყვანოთ ბოლომდე.

პროგრამას სამუშაოდ სჭირდება Microsoft .NET Framework 2.0 + ან Mono V1.2.6 +

აქვს შემდეგი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა:

Windows Vista

Windows 7

Ubuntu Hardy (8.04 LTS)

Ubuntu Jaunty (9.04)

Ubuntu Karmic (9.10)

Ubuntu Lucid (10.04 LTS)

Ubuntu Maverick (10.10)

Debian Lenny (5.0)

Debian Squeeze (testing)

Debian Sid (unstable)

Debian Experimental

ვიმეორებ:

თუ იყენებთ Microsoft XP-ს დააყენეთ .NET Framework 2.0გადმოწერა

თუ იყენებთ Mac-ს ან Linux-ს დააყენეთ Mono გადმოწერა

#3 - დარუთვა:

დარწმუნდით რომ USB Debugging - ჩართულია

დარწმუნდით რომ ანდროიდის დრაივერები დაყენებულია(PdaNET-ით დავაყენეთ)

Unmount გაუკეთეთ SD Card-ს.

Settings/Storage/Unmount SD card
გათიშეთ ანტი-ვირუსი !

გადმოწერეთ SuperOneClick გადმოწერა, ამოვაარქივოთ და გავუშვათ SuperOneClick.EXE(აუცილებლად Run As Administrator რეჟიმში), გამოსულ ფანჯარაში მარჯვენა მხარეს გადავრთოთ psneuter-დან > rageagainstthecage-ზე და დავაკლიკოთ Root-ს (არა Shell Roots-ს არამედ მხოლოდ Root-ს).

დაველოდოთ ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის შეგეკითხებათ გავტესტო თუ არა დარუთვასთან დაკავშირებითო, დათანხმდით. შემდეგ გკითხავთ Busybox დავაყენო თუ არაო და მაგაზეც დათანხმდით, ბოლოს გეტყვით ყველაფერი კარგადაა და რამე რო იყოს ფულს ხომ არ გამომირიცხავო, ეს უკვე თქვენი ნებაა რაც გინდათ ის ქენით :D + დავარესრატოთ მობილური

#4 - როგორ დავაყენოთ არაოფიციალური ROM:

ROM-ა სისტემა, რომელიც შეგვიძლია დავაყენოთ Recovery Mode-დან. არის რამდენიმე RecoveryMod თუმცა საუკეთესოა ClockWorkMod Recovery. თუმდაც იმიტომ რომ ROM Manager აქვს და გვიმარტივებს საქმეს...

ასევე მოგახსენებთ რომ მე რაც გამიტესტავს საუკეთესოა CyanoGenMod.

CyanoGenMod-ის ბოლო ვერსიაა 7.

მცირედ მიმოვიხილეთ ROM, ახლა საქმეზე გადავიდეთ.

თუ ისევ Unmount-ა SD Card-ზე, შევიდეთ ისევ Settings/Storage და შევეხოთ Mount SD Card :D

შემდეგ შევიდეთ მარკეტში და გადმოვწეროთ ROM Manager, გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ ჩართეთ, გეტყვით Superuser-ის ფუნქციები მჭირდებაო, თქვენც მიართვით ის რაც სჭირდება და Allow-ს შეეხეთ :D

შემდეგ Flash ClockWorkMod Recovery, დაელოდეთ, ამოაგდებს თქვენი მობილურის მოდელს, შეეხეთ ზემოთხსენებულს და ზემოთ ROM Manager VX.X.X.X-ების ზოლთან მწვანე ზოლის შევსება დაიწყება, ბოლოს მორჩება და გეტყვით რომ ClockWorkMod Recovery წარმატებით დაყენდაო, ასევე Flash ClockWorkMod Recovery-ს ქვეშ დაეწერება Current Recovery: ClockWorkMod X.X.X.X.

(X-ებს ვიყენებ ციფრების პირობით აღნიშვნად, რადგან ზოგ მოდელზე სხვა მოდელია ზოგზე სხვა)

#4.1 - სისტემის, პროგრამებისა და კონტაქტების შენახვა შენახვა

სანამ ახალ ROM-ს დავაყენებდეთ, რეკომდენებულია ყოველთვის შევინახოთ სისტემა, პროგრამები და კონტაქტები!

#4.1.1 - კონტაქტების შენახვა

შევდივართ კონტაქტებში, ვეხებით ან ვკლიკავთ Menu-ს, Import/Export, Export To SD Card და OK. დავაკვირდებით თუ შეივსო, ასევე დაიწერება კონტაქტების რაოდენობა.

თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აღვწერე, შეაერთეთ კომპიუტერში

#4.1.2 - პროგრამების შენახვა

შესანახად გვჭირდება Titanium Backup Pro გადმოწერა, დავაინსტალიროთ ტელეფონში, გავხსნათ, მოითხოვს Root უფლებებს, გადავალთ Backup/Restore-ზე, ვკლიკავთ ან ვეხებით Menu-ს, შემდეგ Filter, აქ მარტივად რომ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამები Filter By Type გადავრთოთ User-ზე და გვიჩვენებს მხოლოდ ჩვენ მიერ დაინსტალირებულ აპლიკაციებს და Apply. შემდეგ ისევ Menu/Batch და ავირჩიოთ Backup all user apps + system data, RUN და Select All apps, Kill all apps და Run the batch operation. დაიწყება შენახვის პროცედურა და წარმატებით დასრულდება

#4.1.3 - სისტემის შენახვა

სისტემის შენახვა ხდება როგორც ROM Manager-დან, ასევე ClockWorkMod Recovery-დან.

ROM Manager/Backup Current ROM/დავარქვათ სახელი ვთქვათ Stock ROM და დავაწვეთ OK-ს.

მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა Recovery Mode-ში და დაიწყებს Backup-ს...

დაველოდებით სანამ ყველაფერი მორჩება, შემდეგ როგორც მახსოვს თვითონ დარესტარტდება.

#4.1.4 - ROM-ის დაყენება

ვიწერთ ჩვენი მობილურის შესაბამის ROM-ს

ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ

თუ თქვენი მოწყობილობა ვერ იპოვეთ ჩამონათვალში აქ გადადით და ალბათ იპოვით, თუმცა სანამ ROM-ს დააყენებდეთ წაიკითხეთ ინფო კონკრეტული ROM-ის შესახებ, სტაბილურია თუ იქრეშება და ა.შ...

მე ყველაზე ნამდვილად ვერ დავწერ, რადგან უამრავი Android მოწყობილობაა...

თუ ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ROM, გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, გავხსნათ ROM Manager და Reboot Into Recovery Mode. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა ClockWorkMod Recovery-ში, სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ ClockWorkMod Recovery-ში მოძრაობა :D დადასტურება კი ან Ok ღილაკით, რომელიც Desire-ს შუაში აქვს, იგივე Trackball, ან კიდევ Power-ით.

შევასრულოთ შემდეგი პროცედურები: Wipe data/factory reset - ბევრი NO და 1 ცალი YES იქნება, , Wipe cache partition აქაც იგივე სიტუაციაა. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი ROM და გავუშვათ ინსტალაცია.

დაველოდოთ, დაახლოებით 2-3 წუთი დაჭირდება. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ ClockWorkMod Recovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System-ზე, პირველი ჩართვისას რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს ყველაფერის გაანალიზებას...

ჩართვის შემდეგ ალბათ ყველაფერს მიხვდებით...

CyanoGenMod-ის მომხმარებელთათვის:

CyanoGenMod-ს არ მოყვება გუგლის არცერთი აპლიკაცია.

მათი დაყენება ხდება ცალკეული პაკეტით, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან

კარგად დააკვირდით, რამდენიმე ვერსიაა მანდ.

CyanoGen 7/6/5/4, აირჩიეთ შესაბამისი.

დაყენება კიდევ ასე ხდება:

გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, გავხსნათ ROM Manager და Reboot Into Recovery Mode. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა ClockWorkMod Recovery-ში, სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ ClockWorkMod Recovery-ში მოძრაობა :D დადასტურება კი ან Ok ღილაკით, რომელიც Desire-ს შუაში აქვს, იგივე Trackball, ან კიდევ Power-ით. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი .ZIP და გავუშვათ ინსტალაცია. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ ClockWorkMod Recovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System.

წარმატებებს გისურვებთ

დღეოსათვის სულ ეს იყო

ავტორი: გიგა ჩოხელი (ANuB1S)

 

დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩემი პაპაჩემის დროინდელი ტელისთვის იმდენი ხანია რუთს ვეძებ რო რავი,მადლობელი ვარ  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:

alcatel one touch xpop rooti minda da damexmaret ra oneclick root ma ver garoot agtxovt damexmaret ra

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩემი პაპაჩემის დროინდელი ტელისთვის იმდენი ხანია რუთს ვეძებ რო რავი,მადლობელი ვარ  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:  :blush:

alcatel one touch xpop rooti minda da damexmaret ra oneclick root ma ver garoot agtxovt damexmaret ra

http://dfiles.ru/files/uivp7rw4e

ამითი დარუთე

Link to comment
Share on other sites

Nexus 7 ზე როგორ დავრუთო? პირველად ვაკეთებ და არ შემომებრიდოს :D

ვერსიაა 4.2.2

ბექაპი თუ მსგავსი საჭიროა ? დარუთვის ინსტრუქცია,რაც პირველ პოსტშია , მიდის ამაზე?

Link to comment
Share on other sites

Nexus 7 ზე როგორ დავრუთო? პირველად ვაკეთებ და არ შემომებრიდოს :D

ვერსიაა 4.2.2

ბექაპი თუ მსგავსი საჭიროა ? დარუთვის ინსტრუქცია,რაც პირველ პოსტშია , მიდის ამაზე?

N-ების დარუთვა ადვილია ძალიან 

არ დაიბრიდება მაგითი 

http://theunlockr.com/2012/07/23/how-to-root-the-nexus-7-wugfresh-toolkit-methodvideo/

იწერ პროგრამას აყენებ , ტელეში რთავ debbuging mode-ს უშვებ პროგრამას ირუთება მოკლედ ესეა

Link to comment
Share on other sites

მემგონი ეს ვანქლიქი გვაბოლებს თან მაგრად :S

Link to comment
Share on other sites

ასუსი მემოც ეგრე იოლად ირუთება??

http://www.oneclickroot.com/

ეს გამოვიყენო??

pad/pad HD/pad 7 /pad FHD/pad smart ???

რომელი

 

AMPC Beta http://rootinghub.com/root-asus-memo-pad-7-me172v/

ეს მოდელი თუ გაქვს

Link to comment
Share on other sites

google nexus 7 მაქვს მეორე თაობა და oneclockroot ვერ რუთავს. სუპერვანქლიქი(http://developer.android.com/tools/extras/oem-usb.html#Win7) ვცადე მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. მიშველეთ ვინმემ

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ეს დარუთვა, ანდროიდს ,,ადმინისტრატორის'' უფლებებით ხელმისაწვდომს ხდის, რომ რაღაცეები შეცვალო შიგ ?
სწორად გავიგე ?

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ეს დარუთვა, ანდროიდს ,,ადმინისტრატორის'' უფლებებით ხელმისაწვდომს ხდის, რომ რაღაცეები შეცვალო შიგ ?

სწორად გავიგე ?

დაახლოებით ხო

დარუთვის შემდეგ წვდომა გაქვს სის. ფაილებთან 

იგივე ადმინისტრატორის უფლებები ხო უფრო ლინუქსის 'sudo' არის 

Link to comment
Share on other sites

ბიჭებო მომეშველეთ აბა xperia sp 5303 როგორ დავრუთო?ანრუთი შემეძლება?

Link to comment
Share on other sites

დავრუთე :D ძაან ადვილი ყოფილა

Link to comment
Share on other sites

google nexus 7 მაქვს მეორე თაობა და oneclockroot ვერ რუთავს. სუპერვანქლიქი(http://developer.android.com/tools/extras/oem-usb.html#Win7) ვცადე მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. მიშველეთ ვინმემ

toolkit-ით სცადე

Link to comment
Share on other sites

გაუმარჯოს

ს3-ის დარუთვა მინდა.oneclickroot-ით ვაკეთებ და რუთზე რო მიდის ამას აგდებს

http://2.firepic.org/2/images/2014-01/16/m68qcngda0ry.png

მონიშნული მაქ დებუგინგ

ადრე მქონდა დარუთული 4,1,2 ვერსიაზე.გუშინ 4,3 დავაყენე და რუთიც გამიუქმა და თავიდანაც ვეღარ ვრუთავ.შეიძლება ამის გასწორება? :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.