jason13 Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 ბიჩებო შეგიძლიათ მითხრათ xperia mini st15i შეიძლება დაირუთოს და როგორ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 6, 2013 Share Posted December 6, 2013 ბიჩებო შეგიძლიათ მითხრათ xperia mini st15i შეიძლება დაირუთოს და როგორ? კი შესაძლებელია http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1842366 http://xperiahtcrootingrom.com/how-to-root-xperia-mini-st15i-sony/ flashtool უნდა გადმოიწერო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kapan_gio Posted December 13, 2013 Share Posted December 13, 2013 motorola DROID 3 მაქვს ხელთ პროგრამის ლინკი რომ დევს one click root ვერ ქნა მაგან არ ვიცი რა უნდა და ეს დიდი მამაპაპისეული მეთოდი ნამეტანი მერთულა დავიწყე და ბევრი ბოდიალია ბოლოს მაინც არ გამომივიდა არადა სასწაულად მინდა ქართულს არ ხსნის :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 13, 2013 Share Posted December 13, 2013 motorola DROID 3 მაქვს ხელთ პროგრამის ლინკი რომ დევს one click root ვერ ქნა მაგან არ ვიცი რა უნდა და ეს დიდი მამაპაპისეული მეთოდი ნამეტანი მერთულა დავიწყე და ბევრი ბოდიალია ბოლოს მაინც არ გამომივიდა არადა სასწაულად მინდა ქართულს არ ხსნის :( 2.3.4 V ირუთება გადმოიწერე Windows universal 32-bit Motorola drivers version 5.2.0 PetesMotorolaRootTools_v1.09.zip ჩართე ტელეში debugging mode (Menu>>Settings>>Applications>>Development>>USB debugging) შეართე ტელე გაუშვი პროგრამა და დააჭირე მონიშნულს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kapan_gio Posted December 15, 2013 Share Posted December 15, 2013 2.3.4 V ირუთება გადმოიწერე Windows universal 32-bit Motorola drivers version 5.2.0 PetesMotorolaRootTools_v1.09.zip ჩართე ტელეში debugging mode (Menu>>Settings>>Applications>>Development>>USB debugging) შეართე ტელე გაუშვი პროგრამა და დააჭირე მონიშნულს ვერ ქნა არ ვიცი რა უნდა სხვა მეთოდს მოვკიდე ხელი კერძოდ ამას ერთი პრობლემაა daemoon not runnig error 123 ვერც გავარკვიე რამე რა არის რა უნდა იქნება დამეხმაროთ ვინმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MisseR1997 Posted December 23, 2013 Share Posted December 23, 2013 ამ თემაში მოხდა "პატარა" ცვლილება. კერძოდ პაპაი დროინდელი დარუთვის მეთოდი დასპოილერდა, რადგან თითქმის გამოუსადეგარია. მას შემდეგ ბევრი დაირუთა, ბევრი დაიბრიკა, ამ მეთოდმა დიდი მომავალი და პერსპექტივა ჰპოვა, ხოდა მოკლედ, მარტივად და კონკრეტულად ხდება ახლა ეს ყველაფერი: http://www.oneclickroot.com/ მოგესალმებით ყველას როგორც ვხედავ საკმაოდ მომრავლდნენ ანდროიდიანი იუზერები(რაც ძალიან მიხარია, რადგან დაზომბებული და გალიაში ჩაკეთილი ვაშლისტები შემცირდნენ ) მათი თხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა პატარ-პატარა "გზამკვლევები". თქვენ წინაშე ვარ თქვენი გზამკვლევი(ეგრეთწოდებული გიდი, არ მიყვარს ეს სიტყვა, ცუდად ჟღერს გიდობა ბევრს აღარ ვილაყბებ, გადავიდეთ საქმეზე:რამე რომ გააფუჭოთ პასუხი მე არ მომთხოვოთ ასევე გეტყვით რომ სანამ პროცედურას დაიწყებთ მოწყობილობა დატენეთ 60-70 %-ზე მაინც! დარუთვა: დარუთვა მოგცემთ საშუალებას შეაღწიოთ სისტემურ ფაილებში, დააყენოთ თქვენი ფავორიტი ROM და ა.შ. ერთი სიტყვით კაი ტიპია, თუმცა ერთი დიდი მინუსი კი აქვს, მაღაზიები ამბობენ რომ დარუთვის შემდეგ გარანტია აღარ გაქვთო. მაშ, ზუსტად ასე ამბობენ. თუმცა სიმართლე გითხრათ ყველაფერს თუ ყურადღებით და ზუსტად გააკეთებთ არ გექნებათ ამის შესახებ არაფერი სანერვიულო, რადგან არსებობს საშუალება რომლითაც ტელეფონის ქალიშვილობას აღვადგენთ (გოგოებშია აქტუალური გამთელება და მობილურებს რომ გავუმთელოთ მგონი არაფერი დაშავდება ) მოკლედ რომ ვთქვათ დარუთვის შემდეგ უფრო ჭკვიანი ხდება თქვენი ტელეფონიც და თქვენც(თქვენ იმ მხრივ რომ დარუთვა ისწავლეთ და მიხვედით ამ დასკვნამდე: ( ) ადამიანმა სხვისი დადგენილი წესებით არ უნდა იცხოვროს, როდესაც შეუძლია იყოს თავისუფალი (განსაკუთრებით ვაშლისტებს ეხება ეს )) დარუთვის მეთოდი #1 - SuperOneClick #1 - მოვამზადოთ ტელეფონი ოპერაციისთვის 1.1 მობილურში ჩავრთოთ USB Debugging: გააკეთეთ შემდეგი სვლები Settings/Applications/Development და მოუთათუნეთ USB Debugging-ის გასწვრივ მარჯვენა მხარეს თავისთვის განმარტოებულ ჩამქრალ წეროს, შემდეგ მობილური გეტყვით USB Debugging-ის დანიშნულებას ისევ და ისევ მოეთათუნებით Ok-ს და მარტოსული ჩამქრალი წეროც გაცოცხლდება და მწვანედ გადაიქცევა. 1.2 მობილური დავუკავშიროთ კომპიუტერს, დავაყენოთ Charge Only Mode-ზე (HTC მაქვს და ამის მიხედვით დავწერ თუ აქ რა ჰქვია, ერთი სიტყვით დატენვის რეჟიმზე, რომ იყოს, SD მეხსიერების ჩიპი არ უნდა ჩანდეს კომპში) 1.3 ახლა გვჭირდება ანდროიდის დრაივერი. ზოგს რა უნდა ზოგს რა, აქედან გამომდინარე ოპტიმალურად მიმაჩნია PdaNet, რომელიც ჩვენი მობილურის შესაბამის დრაივერს აინსტალირებს. PdaNet 32Bit, PdaNet 64Bit თუ გადმოვწერეთ გავუშვათ საინსტალაციო(თუ არა და დაველოდოთ გადმოწერას )...ყურადღების მოეკიდეთ თითოეულ მესიჯს... 1.3.1 დაყენების შემდეგ შეიძლება გითხრათ რომ adb.exe უკვე გაშვებულია, გახსენი Task Manager და გათიშეო... როგორც მე მენდობით ისე ენდეთ მაგ მესიჯსაც თუ გათიშავთ გავაგრძელებ, თუ არადა მაინც გავაგრძელებ, რომელიმე ხო გათიშავს გათიშვის შემდეგ დავაწკაპუნოთ OK-ზე. 1.3.2 გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ ჩქვენი მობილურის მწარმოებელი. თუ ჩქვენი მწარმოებლის უკაცრავად, ჩქვენი მობილურის მწარმოებლის სახელი ვერ ამოვიკითხეთ ან არ ვიცით რომელი მწარმოებლის მობილური გვაქვს ( ) მივუთითოთ Others და Ok. შეიძლება ამოხტეს წითლის ფონზე თეთრად დაწერილი ტექსტი: Windows can't verify the publisher of this driver software. მომღიმარი სახით ვუთხრათ არც მე ვიცი ვისია მაგრამ რომ მჭირდება ეგ კი ნაღდად ვიციო და დავაკლიკოთ Install This Driver Software Anyway და დაველოდოთ. 1.3.3 ერთ მომენტში შეიძლება გვითხრას გამოაძრეთ მობილურს კაბელიო(მე აღარ მითხრა რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენ თუ გითხრათ გამოაძრეთ, ჩემსას ალბათ დიდი ხანია შ*გ აქვს, მიეჩვია, ვეღარ მიხვდა და მაგიტო აღარ გაუმახვილებია მაგაზე ყურადღება xD) 1.3.4 რომ მორჩება ინსტალირებას მწვანე წერო ჩავაქროთ ამ ტექსტის გასწვრივ: Connect PdaNet After Installation და დავაკლიკოთ Finish-ს. დრაივერის დაყენება სავარაუდოდ მორჩა. #2 - დარუთვის წინ თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ შემდეგი ცნობები: ეს მეთოდი გატესტილია 100 %-ით მუშაობს შემდეგ მოწყობილობებზე: Acer Liquid Metal Dell Streak HTC Magic (Sapphire) 32B HTC Bee LG Ally Motorola Atrix4G Motorola Charm Motorola Cliq Motorola Droid Motorola Flipside Motorola Flipout Motorola Milestone Nexus One Samsung Captivate Samsung Galaxy 551 (GT-I5510) Samsung Galaxy Portal/Spica I5700 Samsung Galaxy S 4G Samsung Galaxy S I9000 Samsung Galaxy S SCH-I500 Samsung Galaxy Tab Samsung Transform M920 Samsung Vibrant Sony Ericsson Xperia E51i X8 Sony Ericsson Xperia X10 Sony Ericsson Xperia X10 Mini Pro Sony Ericsson Xperia X10 Mini Sprint Hero Telus Fascinate Toshiba Folio 100 Incompatibility list სრულად არ მუშაობს შემდეგ მოდელებზე და რატომ: იქიდან გამომდინარე რომ ADB-ს იყენებს ყველა ანდროიდი, დასარუთად ვიყენებთ ADB ექსპლოიტს რომელსაც ჰქვია rageagainstthecage (ratc). ზემოთხსენებული ექსპლოიტი ერგება ყველას გარდა NAND Locked მოწყობილობებისა. NAND LOCK არ გვაძლევს უფლებას რომ ჩაწერის რეჟიმზე გადავიყვანოთ /system mount. თუმცა Non-Market აპლიკაციების ჩაწერას არ სჭირდება დარუთვა. არსებობს სამი დონის დარუთვა: დონე #1 - Shell Root (ratc რუთავს ADB Shell-ს, თუმცა არ გვაძლევს /system-ში ჩაწერის საშუალებას) დონე #2 - Temporary Root (დროებით დარუთვა. რესტარტის შემდეგ მოწყობილობა "უმანკო" მდგომარეობას დაუბრუნდება (ეს ფუნქცია ჰქონდეთ გოგოების უმეტესობას, რამდენჯერ დაარესტარტებდნენ ) დონე #3 - Full Root (სრულყოფილი დარუთვა) როგორც ზემოთ ვთქვით ზოგ მოწყობილობას აქვს NAND Lock: Sprint EVO 4G (HTC Supersonic) Droid Incredible (HTC Incredible) HTC Desire GSM HTC Desire CDMA (HTC BravoC) HTC Aria Droid Eris (HTC DesireC) HTC Wildfire (HTC Buzz) ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების დასარუთად საუკეთესო გზაა Unrevoked. თუმცა ამაზე შემდეგში ვისაუბროთ, ჯერ SuperOneClick მივიყვანოთ ბოლომდე. პროგრამას სამუშაოდ სჭირდება Microsoft .NET Framework 2.0 + ან Mono V1.2.6 + აქვს შემდეგი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა: Windows Vista Windows 7 Ubuntu Hardy (8.04 LTS) Ubuntu Jaunty (9.04) Ubuntu Karmic (9.10) Ubuntu Lucid (10.04 LTS) Ubuntu Maverick (10.10) Debian Lenny (5.0) Debian Squeeze (testing) Debian Sid (unstable) Debian Experimental ვიმეორებ: თუ იყენებთ Microsoft XP-ს დააყენეთ .NET Framework 2.0გადმოწერა თუ იყენებთ Mac-ს ან Linux-ს დააყენეთ Mono გადმოწერა #3 - დარუთვა: დარწმუნდით რომ USB Debugging - ჩართულია დარწმუნდით რომ ანდროიდის დრაივერები დაყენებულია(PdaNET-ით დავაყენეთ) Unmount გაუკეთეთ SD Card-ს. Settings/Storage/Unmount SD card გათიშეთ ანტი-ვირუსი ! გადმოწერეთ SuperOneClick გადმოწერა, ამოვაარქივოთ და გავუშვათ SuperOneClick.EXE(აუცილებლად Run As Administrator რეჟიმში), გამოსულ ფანჯარაში მარჯვენა მხარეს გადავრთოთ psneuter-დან > rageagainstthecage-ზე და დავაკლიკოთ Root-ს (არა Shell Roots-ს არამედ მხოლოდ Root-ს). დაველოდოთ ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის შეგეკითხებათ გავტესტო თუ არა დარუთვასთან დაკავშირებითო, დათანხმდით. შემდეგ გკითხავთ Busybox დავაყენო თუ არაო და მაგაზეც დათანხმდით, ბოლოს გეტყვით ყველაფერი კარგადაა და რამე რო იყოს ფულს ხომ არ გამომირიცხავო, ეს უკვე თქვენი ნებაა რაც გინდათ ის ქენით + დავარესრატოთ მობილური #4 - როგორ დავაყენოთ არაოფიციალური ROM: ROM-ა სისტემა, რომელიც შეგვიძლია დავაყენოთ Recovery Mode-დან. არის რამდენიმე RecoveryMod თუმცა საუკეთესოა ClockWorkMod Recovery. თუმდაც იმიტომ რომ ROM Manager აქვს და გვიმარტივებს საქმეს... ასევე მოგახსენებთ რომ მე რაც გამიტესტავს საუკეთესოა CyanoGenMod. CyanoGenMod-ის ბოლო ვერსიაა 7. მცირედ მიმოვიხილეთ ROM, ახლა საქმეზე გადავიდეთ. თუ ისევ Unmount-ა SD Card-ზე, შევიდეთ ისევ Settings/Storage და შევეხოთ Mount SD Card შემდეგ შევიდეთ მარკეტში და გადმოვწეროთ ROM Manager, გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ ჩართეთ, გეტყვით Superuser-ის ფუნქციები მჭირდებაო, თქვენც მიართვით ის რაც სჭირდება და Allow-ს შეეხეთ შემდეგ Flash ClockWorkMod Recovery, დაელოდეთ, ამოაგდებს თქვენი მობილურის მოდელს, შეეხეთ ზემოთხსენებულს და ზემოთ ROM Manager VX.X.X.X-ების ზოლთან მწვანე ზოლის შევსება დაიწყება, ბოლოს მორჩება და გეტყვით რომ ClockWorkMod Recovery წარმატებით დაყენდაო, ასევე Flash ClockWorkMod Recovery-ს ქვეშ დაეწერება Current Recovery: ClockWorkMod X.X.X.X. (X-ებს ვიყენებ ციფრების პირობით აღნიშვნად, რადგან ზოგ მოდელზე სხვა მოდელია ზოგზე სხვა) #4.1 - სისტემის, პროგრამებისა და კონტაქტების შენახვა შენახვა სანამ ახალ ROM-ს დავაყენებდეთ, რეკომდენებულია ყოველთვის შევინახოთ სისტემა, პროგრამები და კონტაქტები! #4.1.1 - კონტაქტების შენახვა შევდივართ კონტაქტებში, ვეხებით ან ვკლიკავთ Menu-ს, Import/Export, Export To SD Card და OK. დავაკვირდებით თუ შეივსო, ასევე დაიწერება კონტაქტების რაოდენობა. თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აღვწერე, შეაერთეთ კომპიუტერში #4.1.2 - პროგრამების შენახვა შესანახად გვჭირდება Titanium Backup Pro გადმოწერა, დავაინსტალიროთ ტელეფონში, გავხსნათ, მოითხოვს Root უფლებებს, გადავალთ Backup/Restore-ზე, ვკლიკავთ ან ვეხებით Menu-ს, შემდეგ Filter, აქ მარტივად რომ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამები Filter By Type გადავრთოთ User-ზე და გვიჩვენებს მხოლოდ ჩვენ მიერ დაინსტალირებულ აპლიკაციებს და Apply. შემდეგ ისევ Menu/Batch და ავირჩიოთ Backup all user apps + system data, RUN და Select All apps, Kill all apps და Run the batch operation. დაიწყება შენახვის პროცედურა და წარმატებით დასრულდება #4.1.3 - სისტემის შენახვა სისტემის შენახვა ხდება როგორც ROM Manager-დან, ასევე ClockWorkMod Recovery-დან. ROM Manager/Backup Current ROM/დავარქვათ სახელი ვთქვათ Stock ROM და დავაწვეთ OK-ს. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა Recovery Mode-ში და დაიწყებს Backup-ს... დაველოდებით სანამ ყველაფერი მორჩება, შემდეგ როგორც მახსოვს თვითონ დარესტარტდება. #4.1.4 - ROM-ის დაყენება ვიწერთ ჩვენი მობილურის შესაბამის ROM-ს ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ თუ თქვენი მოწყობილობა ვერ იპოვეთ ჩამონათვალში აქ გადადით და ალბათ იპოვით, თუმცა სანამ ROM-ს დააყენებდეთ წაიკითხეთ ინფო კონკრეტული ROM-ის შესახებ, სტაბილურია თუ იქრეშება და ა.შ... მე ყველაზე ნამდვილად ვერ დავწერ, რადგან უამრავი Android მოწყობილობაა... თუ ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ROM, გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, გავხსნათ ROM Manager და Reboot Into Recovery Mode. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა ClockWorkMod Recovery-ში, სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ ClockWorkMod Recovery-ში მოძრაობა დადასტურება კი ან Ok ღილაკით, რომელიც Desire-ს შუაში აქვს, იგივე Trackball, ან კიდევ Power-ით. შევასრულოთ შემდეგი პროცედურები: Wipe data/factory reset - ბევრი NO და 1 ცალი YES იქნება, , Wipe cache partition აქაც იგივე სიტუაციაა. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი ROM და გავუშვათ ინსტალაცია. დაველოდოთ, დაახლოებით 2-3 წუთი დაჭირდება. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ ClockWorkMod Recovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System-ზე, პირველი ჩართვისას რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს ყველაფერის გაანალიზებას... ჩართვის შემდეგ ალბათ ყველაფერს მიხვდებით... CyanoGenMod-ის მომხმარებელთათვის: CyanoGenMod-ს არ მოყვება გუგლის არცერთი აპლიკაცია. მათი დაყენება ხდება ცალკეული პაკეტით, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან კარგად დააკვირდით, რამდენიმე ვერსიაა მანდ. CyanoGen 7/6/5/4, აირჩიეთ შესაბამისი. დაყენება კიდევ ასე ხდება: გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, გავხსნათ ROM Manager და Reboot Into Recovery Mode. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა ClockWorkMod Recovery-ში, სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ ClockWorkMod Recovery-ში მოძრაობა დადასტურება კი ან Ok ღილაკით, რომელიც Desire-ს შუაში აქვს, იგივე Trackball, ან კიდევ Power-ით. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი .ZIP და გავუშვათ ინსტალაცია. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ ClockWorkMod Recovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System. წარმატებებს გისურვებთ დღეოსათვის სულ ეს იყოავტორი: გიგა ჩოხელი (ANuB1S) დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩემი პაპაჩემის დროინდელი ტელისთვის იმდენი ხანია რუთს ვეძებ რო რავი,მადლობელი ვარ alcatel one touch xpop rooti minda da damexmaret ra oneclick root ma ver garoot agtxovt damexmaret ra Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 24, 2013 Share Posted December 24, 2013 დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩემი პაპაჩემის დროინდელი ტელისთვის იმდენი ხანია რუთს ვეძებ რო რავი,მადლობელი ვარ alcatel one touch xpop rooti minda da damexmaret ra oneclick root ma ver garoot agtxovt damexmaret ra http://dfiles.ru/files/uivp7rw4e ამითი დარუთე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MisseR1997 Posted December 25, 2013 Share Posted December 25, 2013 framaroot 1.8.1 ვისაც არ გამოგდით თქვენი ანდროიდის დარუთვა oneclickroot ით ეს პროგი იხმარეთ http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2130276 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted December 26, 2013 Share Posted December 26, 2013 Nexus 7 ზე როგორ დავრუთო? პირველად ვაკეთებ და არ შემომებრიდოს ვერსიაა 4.2.2 ბექაპი თუ მსგავსი საჭიროა ? დარუთვის ინსტრუქცია,რაც პირველ პოსტშია , მიდის ამაზე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 27, 2013 Share Posted December 27, 2013 Nexus 7 ზე როგორ დავრუთო? პირველად ვაკეთებ და არ შემომებრიდოს ვერსიაა 4.2.2 ბექაპი თუ მსგავსი საჭიროა ? დარუთვის ინსტრუქცია,რაც პირველ პოსტშია , მიდის ამაზე? N-ების დარუთვა ადვილია ძალიან არ დაიბრიდება მაგითი http://theunlockr.com/2012/07/23/how-to-root-the-nexus-7-wugfresh-toolkit-methodvideo/ იწერ პროგრამას აყენებ , ტელეში რთავ debbuging mode-ს უშვებ პროგრამას ირუთება მოკლედ ესეა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიო12321 Posted December 27, 2013 Share Posted December 27, 2013 ასუსი მემოც ეგრე იოლად ირუთება?? http://www.oneclickroot.com/ ეს გამოვიყენო?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kapan_gio Posted December 27, 2013 Share Posted December 27, 2013 მემგონი ეს ვანქლიქი გვაბოლებს თან მაგრად :S Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიო12321 Posted December 27, 2013 Share Posted December 27, 2013 მითხარით როგორ დავრუთო...არ გავაფუჭო მთლად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 27, 2013 Share Posted December 27, 2013 ასუსი მემოც ეგრე იოლად ირუთება?? http://www.oneclickroot.com/ ეს გამოვიყენო?? pad/pad HD/pad 7 /pad FHD/pad smart ??? რომელი AMPC Beta http://rootinghub.com/root-asus-memo-pad-7-me172v/ ეს მოდელი თუ გაქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted December 28, 2013 Share Posted December 28, 2013 https://www.dropbox.com/s/85i1yf7w2jzo6ev/kitkat%20keyboard.apk kitkat-ის კლავიატურაა თუ გინდათ ვინმეს (ქართულით) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gugamata Posted December 30, 2013 Share Posted December 30, 2013 google nexus 7 მაქვს მეორე თაობა და oneclockroot ვერ რუთავს. სუპერვანქლიქი(http://developer.android.com/tools/extras/oem-usb.html#Win7) ვცადე მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. მიშველეთ ვინმემ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted January 3, 2014 Share Posted January 3, 2014 მოკლედ ეს დარუთვა, ანდროიდს ,,ადმინისტრატორის'' უფლებებით ხელმისაწვდომს ხდის, რომ რაღაცეები შეცვალო შიგ ? სწორად გავიგე ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 3, 2014 Share Posted January 3, 2014 მოკლედ ეს დარუთვა, ანდროიდს ,,ადმინისტრატორის'' უფლებებით ხელმისაწვდომს ხდის, რომ რაღაცეები შეცვალო შიგ ? სწორად გავიგე ? დაახლოებით ხო დარუთვის შემდეგ წვდომა გაქვს სის. ფაილებთან იგივე ადმინისტრატორის უფლებები ხო უფრო ლინუქსის 'sudo' არის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted January 8, 2014 Share Posted January 8, 2014 ბიჭებო მომეშველეთ აბა xperia sp 5303 როგორ დავრუთო?ანრუთი შემეძლება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted January 13, 2014 Share Posted January 13, 2014 დავრუთე ძაან ადვილი ყოფილა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 14, 2014 Share Posted January 14, 2014 google nexus 7 მაქვს მეორე თაობა და oneclockroot ვერ რუთავს. სუპერვანქლიქი(http://developer.android.com/tools/extras/oem-usb.html#Win7) ვცადე მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. მიშველეთ ვინმემ toolkit-ით სცადე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მახატა Posted January 16, 2014 Share Posted January 16, 2014 გაუმარჯოს ს3-ის დარუთვა მინდა.oneclickroot-ით ვაკეთებ და რუთზე რო მიდის ამას აგდებს http://2.firepic.org/2/images/2014-01/16/m68qcngda0ry.png მონიშნული მაქ დებუგინგ ადრე მქონდა დარუთული 4,1,2 ვერსიაზე.გუშინ 4,3 დავაყენე და რუთიც გამიუქმა და თავიდანაც ვეღარ ვრუთავ.შეიძლება ამის გასწორება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 16, 2014 Share Posted January 16, 2014 usb driver? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მახატა Posted January 16, 2014 Share Posted January 16, 2014 http://developer.samsung.com/android/tools-sdks/Samsung-Andorid-USB-Driver-for-Windows ეს დავაყენე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 16, 2014 Share Posted January 16, 2014 მაშინ Odin-ით დარუთე download mode-დან link Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.