Popular Post ჯამბო Posted October 31, 2010 Popular Post Share Posted October 31, 2010 RAID(redundant array of independent/inexpensive disks)- გადაჭარბებული მასივი დამოუკიდებელი/იაფფასიანი მყარი დისკების)– მასივი რამდენიმე დისკისა , რომელიც იმართება კონტროლერის საშუალებით, ურთიერთდაკავშირებული „საჩქაროსნო მაგისტრალებით“და წარმოდგენილი შიდა სისტემით როგორც ერთი მთლიანობა. მასივი გამოიყენება ძირითადად ორი მიზნისთვის : პირველი იმისთვის რომ მონაცემები უფრო დაცული იყოს და მეორე მონაცემების ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარის გაზრდისათვის (RAID 0_ აბრევიატურა RAID თავიდან იშიფრებოდა როგორც „redundant arrays of inexpensive disks“(იაფფასიანი დისკების რეზერვული მასივი, რადგანაც ისინი გაცილებით იაფი ღირდა ვიდრე RAM). ამ სახელწოდებით წარმოადგინეს მისმა შემქნელებმა David A. Patterson–მა, Garth A. Gibson–მა და Randy H. Katz–მა 1987 წელს. გარკვეული დროის შემდეგ RAID-ის განმარტება შეიცვალა და მასე შემდეგნაირად ეწოდებოდა : „Redundant Array of Independent Disks“ (დამოუკიდებელი დისკების რეზერვული მასივი), იმიტომ რომ მასივებში უკვე ძვირადღირებული მოწყობილობებიც გამოიყენებოდა კალიფორრნის უნივერსიტეტმა „ბერკლი“–მ წარმოადგინა RAID-ის სპეციფიკაციის შემდეგი დონეები , რომლებიც მიღებულ იქნა, როგორც სტანდარტი: • RAID 0 - მონაცემები განაწილებულია სხვადასხვა დისკებზე ,რაც გვაძლევს ნებისმიერ მომენტში სიჩქარის მატებას. თუ ერთი დისკი მაინც დაზიანდა, ყველანაირი ინფრომაცია რაც მასივში ინახებოდა დაიკარგება • RAID 1 – სარკისებური დისკების მასივი, მონაცემების ჩაწერისას ხდება 1:1–ზე კოპირება იგივე მონაცემების სხვა მასივის შემადგენელ დისკებზე იმავდროულად. ანუ მასივის ყოველივე დისკი ერთსა და იმავე მონაცემებს ინახავს. შესაბამისად მონაცმები ბევრად უფრო დაცულია, რადგან ერთი დისკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ინფორმაცია მაინც არ დაიკარგება. • RAID 2 - რეზერვი მასივისთვის , რომელიც იყენებს „ჰემინგის“ კოდს (http://ru.wikipedia.org/wiki/Код_Хемминга) • RAID 5 – გამოიყენება სამი (ან მეტი) დისკი ისე,რომ დაიცვას მონაცემები რომელიმე ერთი დისკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში . ასეთ შემთხვევაში მასივის მოცულობა მცირდება 1–ჯერ • RADI 6 – თითქმის იგივეა რაც RAID 5 იმ განსხვავებით რომ აქ მონაცემები დაცულია ორი დისკის მყწობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც • RAID 10 (იგივე 1+0) გამოიყენებს როგორც RAID ასევე RAID 1. „01“ ან „0+1“–ს ხანდახა განასხვავებენ „10“ ან „1 0“–ს. კომბინირებული დონეები: ბაზური RAID 0 –RAID 5–ის გარდა არსებობს აგრეთვე კომბინირებული მასივები RAID 1+0, RAID 3+0, RAID 5+0, RAID 1+5 , რომლებსაც ყველა მწარმოებელი განსაზღვრავს სხვადასხვანაირად(მისივე გაგებით). RAID 1+0 — გულისხმოვს ერთდროულად RAID 1–სა და RAID 0–ს. ახლანდელი კონტროლერები RAID 1-ს იყენებენ დეფაულტად (მაინც ნაცნობი სიტყვაა და აღარ ვიმტვრიე თავი ზუსტი განმარტების ძიებისთვის ). პირველი არის მთავარი დისკი, მეორე დისკი–სარკე(ანუ სადაც კოპირდება იგივე მონაცემები რაც პირველ დისკში), წაკითხვა ხდება ერთდროულად ორივე დისკიდა, როგორც RAID 0–ის შემთხვევაში. შეგვიძლია ვთქვათ რომ RAID 1 და RAID 1+0 — ეს მხოლოდ განსხვავებული დასახელებაა ერთიდაიმავე მეთოდისა (დისკების აპარატული „სარკირება“ ). არ უნდა დავივიწყოთ ისიც რომ სრულფასოვანი RAID 1+0 –ისათვის საჭიროა მინიუმ 4 მყარი დისკი. RAID 5+0 — ეს არის ალტერნატივა მასივის 5-ე დონისა. RAID 1+5 — სარკირებული წყვილის RAID 5 და ა.შ კომბინირებულ დონეებსაც გააჩნიათ თავისი პლიუს მინუსები რომლებიც მემკვიდრეობით ერგოთ თავისი „მშობლებისაგან“ : ალტერნატივის გამოჩენა RAID 5+0 დონისთვის არაფერს ამატებს მის სანდოობას,მაგრამ საწინააღმეგოდ ამისა მკვეთრად აისახება წარმადობაზე. დონე RAID 1+5,ალბათ,ბევრად მეტად სანდოა , მაგრამ არ თუ ისეთი სწრაფი და ამასთანავე, სავსებით არაეკონომიური: ხელმისაწვდომი მოცულობა დისკების საერთო მოცულობის ნახევარზე ნაკლებია… საჭიროა ავღნიშნოთ ის ფაქტი , რომ მყარი დისკების რაოდენობა კომპინირებულ მასივებში იცვლება. მაგალითად RAID 5+0 –სთვის გამოიყენება 6 ან 8 მყარი დისკი, RAID 1+0 -სთვის – 4, 6 ან 8. ზოგადი ინფორმაცია RAID–ს შეუძლია საგრძნობად გაზარდოს მონაცემების ჩაწერა/წაკითხვის სიწრაფერე. ტრადიციული „რეალური“ აპარატული RAID-ის შემთხვევაში , გამოთვლებს აწარმოებს კონტროლერი. ხოლო პროგრამული RAID-ის შემთხვევაში მონაცემების გამოთვლებს ახორციელებს პროცესორი,რომელიც ამცირებს პროცესორის წარმადობას ისეთ მოქმედებებზე რომელიც დამოკიდებულია პროცესორზე. მარტივ (სუსტ) კონტროლერებს შეუძლია მხოლოდ 0 და 1 –ის გამოყენება, რომელიც ითხოვს ნაკლებ გამოთვლებს. არსებობს ისეთი RAID-ები რომელიც აუცილებელია რომ გამოვრთოთ თუ ჩვენ გვჭირდება RAID-ში დისკის დამატება ან ამოღება, მაგრამ არსებობს ისეთიც რომ ამის აუცილებლობა არაა, ანუ შეგვიძლია პირდაპირ შეგვიძლია შევცვალოთ დისკი ჩართულ სისტემაზე( ეგეთ წოდებული „ცხელი გამოცვლა“, ინგლისურად : “hot swapping”). ასეთი ტიპის RAID ხშირად გამოიყენება „high availability” სისტემებში, სადაც აუცილებელია რომ სისტემამ იმუშაოს იგივენაირად იმდენი ხნით , რამდენიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი. RAID არ წარმოადგენს კარგ ალტერნატივას მონაცემების რეზერვული კოპირებისათვის. მონაცემები შეიძლება იქნას დაზიანებული ან განადგურებული , დისკის დაუზიანებლად რომელზეც ეს მონაცემები ინახება. მაგალითად , ზოგიერთი მონაცემს შეიძლება გადაეწეროს სისტემური გაუმართაობის შემთხვევაში; ფაილი შეიძლება დაზიანდეს ან წაიშალოს იუზერის შეცდომის ან „ბოროტული განზრახვის“ გამო და ეს შეუმჩნეველი დარჩენი რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში (კაი კაცო ) და რაღათქმა უნდა არც ფიზიკური დაზიანებისგანაა დაცული. RAID აერთიანებს ორ ან მეტ მყარ დისკს ერთ ლოგიკურ ბლოკში, გამოიყენებს ან სპეციალურ აპარატურას ან პროგრამულ უზრუნველყოფას. აპარატური უზრუნველყოფის შემთხვევაში სისტემა აღიქვამს RAID-ს როგორც ერთ დისკს, მაგალითად სამი 500GB -იანი დისკის შემთხვევაში მათი გაერთიანება RAID 5-ში აპარატული რეჟიმში გვაძლევს 1TB მოცულობას და სისტემა აღიქვამს მას როგორც 1TB-იანი მყარ დისკს. ასეთივე პრინციპი მოქმედებს პროგრამული მასივის შემთხვევაშიც. არსებობს სამი „საგასაღებო“ სიტყვა RAID-ის გაგებაში: 1) MIRRORING– მონაცემების კოპირება 1–ზე მეტ დისკზე 2) STRIPING- მონაცემების გაყოფა (განაწილება) 1–ზე მეტ დისკზე 3) ERROR CORRECTION- შეცდომების გამოსწორება სტანდარტული დონეები პროგრამული RAID რაიდის რეალიზაციისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას არამარტო აპარატული საშუალებები, არამედ პროგრამულიც. მაგალითად რაიდი სიტემაში ლინუქსის ბირთვზე, არსებობს სპეციალური ბირთვი , ხოლო RAID–ის გამოყენება GNU/Linux–ში შესაძლებელია mdadm პროგრამით. პროგრამულ RAID–ს გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. ერთის მხირვ, ის არ საჭიროებს დამატებით თანხებს (განსხვავებით აპარატული RAID-ის შემთხვევაში,რომელის საჭიროებს კონტორლერს,მისი ფასი კი დაახლოებით 250$–ია!) . მეორე მხივ, პროგრამული RAID იყენებს პროცესორის რესურსებს, ამიტომ პროცესორი შეიძლება იყოს დატვირთულ რეჟიმში იმ შემთხვევაშიც თუ „არაფერს“ აკეთებთ, ანუ პროცესორი იტვირთება RAID–ის „მომსახურებით“.ბირთვს GNU/Linux 2.6.28 (ბოლოს გამოვიდა 2008 წელს) აქვს მხარდაჭერა შემდეგი RAID კონფიგურაციების : 0, 1, 4, 5, 6, 10. სისტემას Windows 2000/XP/2003 აქვს მხარდაჭერა შემდეგი დონეების: RAID 0, RAID 1 , RAID 5. უფრო სწორედ, Windows XP Pro–ს გააჩნია RAID 0–ის მხარდაჭერა. RAID 1 და RAID 5 მწარმოებლის მიერ არის დაბლოკილი, თუმცა, ამასთანავე ის შეიძლება ჩავრთოთ სისტემის ბინარული ფაილების რედაქტირების საშუალებით. Windows Server 2003 — 0, 1 და 5. Windows XP Home RAID –ს მხარდაჭერა არ გააჩნია. სისტემა FreeBSD–ს აქვს გააჩნია რამდენიმე პროგრამული RAID–ი. Atacontrol–ს შეუძლია მთლიანად დააკონფიგუროს პროგრამული RAID–ი, ასევე აქვს მხარდაჭერა ნახევრად აპარატული RAID-ის ისეთ ჩიპებზე როგორიცაა ICH5R. FreeBSD–ში,დაწყებული 5.0 ვერსიიდან, დისკური ქვესისტემა იმართება ჩაშენებული ბირთვული მექანიზმით GEOM. GEOM წარმოადგენს modular(დაშლადი?!) დისკურ სტუქტურას, რომელის წყალობითაც „დაიბადა“ ისეთი მოდულები როგორიცაა gstripe (RAID 0), gmirror (RAID 1), graid3 (RAID 3), gconcat (გაერთიანება რამდენიმე დისკის ერთ დისკურ განყოფილებაში).ასევე არსებობს მოძველებული კლასები ccd (RAID 0, RAID 1) და gvinum . ზოგადად რომელ სისტემას რომელი მასივის დონის მხარდაჭერა აქვს : • Apple's Mac OS X Serverა– RAID 0, RAID 1, RAID 5 and RAID 1+0. • FreeBSD – RAID 0, RAID 1, RAID 3, RAID 5. • Linux – RAID 0, RAID 1, RAID 4, RAID 5, RAID 6. • Microsoft's server – RAID 0, RAID 1, RAID 5. • NetBSD – RAID 0, RAID 1, RAID 4 , RAID 5 ,ასევე 1+0 „RAIDframe“ პროგრამული უზრუნვეყლოფის საშუალებით. • OpenBSD – RAID 0, RAID 1, RAID 4 , RAID 5 („softraid“–ის საშუალებით). • OpenSolaris და Solaris 10 – RAID 0, RAID 1, RAID 5, RAID 6 (ასევე 1+0) . SVM, Solaris 10 და შეედარებით ძველი ვერსიები – RAID 0, RAID 1, და RAID 5. ___________________ გამოყენებული წყაროები: http://en.wikipedia.org/wiki/RAID , http://ru.wikipedia.org/wiki/RAID წყაროების მოწოდებისათვის მადლობა სოსოს :) 1 12 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted November 20, 2010 Share Posted November 20, 2010 ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ოფისებში დაჭირდებათ ადვილად ინფორმაციის backup-ისთვის კერძოდ RAID1 ყველაზე მომეწონა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ironclad Posted April 15, 2011 Share Posted April 15, 2011 ესეთი შეკითხვა მაქვს: შეიძლება RAID-0-ზე (ორი დისკი) უფრო მაღალი სისწრაფის მიღება თუ ვთქვათ 3 და მეტ დისკს ჩავრთავთ სტრიპინგ მეთოდით? რა ტიპის კონტროლერი დასჭირდება ამ საქმეს? მოკლედ ეხლა მაქვს ორი 320GB-იანი დისკი RAID 0 კონფიგურაციაში და ვიფიქრე ჩაწერა/წაკითხვის სისწრაფის უფრო გაზრდა თუ შეიძლება თქო. ვთქვათ რო ვიყიდო 4 ცალი 250GB-იანი დისკი და ყველა სტრიპში რო ჩავრთო. რამე შეზღუდვა არსებობს ამ მხრივ? კვებას და გაგრილებას სათანადო დონეზე ვუზრუნველყოფ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 15, 2011 Share Posted April 15, 2011 ესეთი შეკითხვა მაქვს: შეიძლება RAID-0-ზე (ორი დისკი) უფრო მაღალი სისწრაფის მიღება თუ ვთქვათ 3 და მეტ დისკს ჩავრთავთ სტრიპინგ მეთოდით? რა ტიპის კონტროლერი დასჭირდება ამ საქმეს? მოკლედ ეხლა მაქვს ორი 320GB-იანი დისკი RAID 0 კონფიგურაციაში და ვიფიქრე ჩაწერა/წაკითხვის სისწრაფის უფრო გაზრდა თუ შეიძლება თქო. ვთქვათ რო ვიყიდო 4 ცალი 250GB-იანი დისკი და ყველა სტრიპში რო ჩავრთო. რამე შეზღუდვა არსებობს ამ მხრივ? კვებას და გაგრილებას სათანადო დონეზე ვუზრუნველყოფ. 3 ცალზე კიდე გექნება ეფექტი და აი ოთხზე არა მგონია მოგცეს დიდი სხვაობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ironclad Posted April 17, 2011 Share Posted April 17, 2011 ჯობია ცალკე კონტროლერი ვუყიდო ხო? დედაპლატის კონტროლერი არამგონია ბოლომდე მოერიოს ესეთ დატვირთულ RAID კონფიგურაციას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 17, 2011 Share Posted April 17, 2011 ჯობია ცალკე კონტროლერი ვუყიდო ხო? დედაპლატის კონტროლერი არამგონია ბოლომდე მოერიოს ესეთ დატვირთულ RAID კონფიგურაციას რატო მშვენიერი კონტროლერი აქვს P6T მაზერს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Classical Posted April 18, 2011 Share Posted April 18, 2011 (edited) რატო მშვენიერი კონტროლერი აქვს P6T მაზერს ეგ ინტეგრირებული რაც არის ძირითადად fake raid hardware controller ებია https://help.ubuntu.com/community/FakeRaidHowto Edited April 18, 2011 by Classical Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ქართველო Posted April 18, 2011 Share Posted April 18, 2011 ძალიან საინტერესოა +1, მადლობა ავტორს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 19, 2011 Share Posted April 19, 2011 ეგ ინტეგრირებული რაც არის ძირითადად fake raid hardware controller ებია https://help.ubuntu.com/community/FakeRaidHowto მასე რაიდ კონტროლერებია აგერ http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16816151094 მარა სად არის მაგდენი ფული ნებისმიერ შემთხვევაში P6T-ს ბერად უკეთEსი კონტროლერი აქვს ვიდრე სიტყვაზე 775 სოკეტის მაზერებს ქონდათ fake არის ის თუ ნამდვილად hardware RAID კონტროლერი სიტყვაზე ასეთი რაიდ კონტროლერი http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16816124018 მეეჭვება ინტეგრირებულ კონტროლერებზე უკეთEსი იყოს რამეში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Itanium Posted April 30, 2011 Share Posted April 30, 2011 (edited) სიტყვაზე ასეთი რაიდ კონტროლერი http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16816124018 მეეჭვება ინტეგრირებულ კონტროლერებზე უკეთEსი იყოს რამეში ეგ რეალურად არცაა RAID კონტროლერი მაგრამ პრიმიტიულ დონეზე გამოდგება ვისაც RAID 1 აკმაყოფილებს, მეტს ფიზიკურად ვერ გაქაჩავს Edited April 30, 2011 by Itanium Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 26, 2011 Share Posted June 26, 2011 ინტელმა ახალ 10.5 დრაივერში დაამატა ფუნქცია write back caching რეალურ მატებას იძლევა მხოლოდ დაბუფერებულ წაკითხვა/ჩაწერაში მატება სადღაც 10X ზე მეტია ვიდრე სტანდარტული გამოყენებისას სკრინი: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted April 26, 2012 Share Posted April 26, 2012 Asus P5G41TM LX2 ამ მაზერზე მინდა ორი მყარი დისკით გავაკეთო რაიდ 1 და კონტროლერი დამჭირდება თუ პროგრამულადაც გამოვა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 26, 2012 Share Posted April 26, 2012 მე მგონი არა აქვს რაიდ კონტროლერი ოფოციალურ საიტზე არ არის ნახსენები http://www.asus.com/Motherboards/Intel_Socket_775/P5G41TM_LX/#specifications Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ირაკლო Posted October 18, 2013 Share Posted October 18, 2013 მაგარი სტატიაა!!! ოფისში გვინდა პატარა სერვერივით გავაკეთოთ, სადაც იქნება 2 HDD პარალელურად (ანუ თუ სწორად მივხვდი RAID 0) და ეს ინფორმაცია გადასარკევდება მესამეზე. თუ შეგიძლიათ გვირჩიეთ ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ ან ნეტში როგორ ვნახო ისეთი ინსტრუქცია, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი თუ რა ჰარდი დაგვჭირდება და კონფიგურაცია როგორ უნდა გაკეთდეს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kukura Posted December 17, 2013 Share Posted December 17, 2013 კარგი თემაა ძალიან ყველაფერი გასაგებია და ეს RAID1 RAID5 ვთქვათ როგორ კეთდება მარტო მიერთება უნდაა პროგრამულათ როგორ გავაკეთო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 17, 2013 Share Posted December 17, 2013 მაგარი სტატიაა!!! ოფისში გვინდა პატარა სერვერივით გავაკეთოთ, სადაც იქნება 2 HDD პარალელურად (ანუ თუ სწორად მივხვდი RAID 0) და ეს ინფორმაცია გადასარკევდება მესამეზე. თუ შეგიძლიათ გვირჩიეთ ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ ან ნეტში როგორ ვნახო ისეთი ინსტრუქცია, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი თუ რა ჰარდი დაგვჭირდება და კონფიგურაცია როგორ უნდა გაკეთდეს? კარგი თემაა ძალიან ყველაფერი გასაგებია და ეს RAID1 RAID5 ვთქვათ როგორ კეთდება მარტო მიერთება უნდაა პროგრამულათ როგორ გავაკეთო? ყველა მაზერს თავის მანუალში ზუსტად უწერია როგორ უნდა გამართო რაიდი ანუ ბიოსიდან ხდება მაგის კონფიგურაცია და ყველა მაზერზე ერთნაირად არ კეთდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ray_ban Posted June 25, 2014 Share Posted June 25, 2014 ორი ვიცჰესტერი მაქვს 200 იანი და 500 იანი და შეიძლება რაიდის გაკეთება? თუ კი იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ როგორ კეთდება ? ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 26, 2014 Share Posted June 26, 2014 ორი ვიცჰესტერი მაქვს 200 იანი და 500 იანი და შეიძლება რაიდის გაკეთება? თუ კი იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ როგორ კეთდება ? ) არ გამოვა სხვადასხვა ზომებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.