Jump to content

ვინდოუსის გადაყენების შემდეგ თამაშს არ რთავს


Recommended Posts

გამარჯობათ :rolleyes:

ესე იგი რა მაინტერესებდა

ვინდოუსის გადაყენების შემდეგ

თამაშები რაც მქონდა დ-დისკზე არ ირთვება

ეს რამოდენიმეჯერ დამემართა და ვერ გავიგე რატომ

იქნებ ამიხსნათ

მაგალითად პეს 2011 მიწერს რომ თამაში არ არისო დაინსტალირებული სხვებიც რაღაცეებს აგდებს და არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

გადაყენებისას რეგისტრი ხომ იშლება შეიძლება მაგის ბრალია

Link to comment
Share on other sites

ეგ იმიტომ, რომ გინდა D-ზე დააყენო, გინდა E-ზე, თამაშის ფაილების გარკვეულ რაოდენობას მაინც C დისკზე აყენებს პროგრამა, ავტომატურად და მაგაში ჩარევა არ შეგიძლია. შეიძლება არაფერი დააყენოს და "უბრალოდ" სისტემურ რეესტრში შეცვალოს რაღაცები, მაგრამ როდესაც შენ ვინდოუსს გადააყენებ, ძველი რეესტრი იშლება, იწერება ახალი, ამიტომ სხვა დისკზე დაყენებულ თამაშს ვეღარ ჩართავ...

არის რამოდენიმე თამაში, რომელიც ირთვება იმის მიუხედავად, C-ზე დააყენებ თუ D-ზე, მაგრამ ძალიან ბევრ თამაშს "სეივები" C დისკზე ეწერება და რომც ჩართო D დისკიდან მაინც ახლიდან მოგიწევს თამაში...

გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, შეიძლება თამაშს სჭირდებოდეს DirectX-ის კონკრეტულად რომელიღაც განახლება, ან Microsoft Visual C++ და ა.შ. რომელსაც ვინდოუსის გადაყენებისას "ძველად დაყენებული" თამაში უბრალოდ ვეღარ მიაგნებს...

Link to comment
Share on other sites

registry გასუფთავდა ვინდოუსის გადაყენების მერე და მაგიტომ.

კონკრეტული რეგისტრების შენახვა შეიძლება ისე და ცადე, როცა ვინდოუსს გადააყენებ :D

Link to comment
Share on other sites

დავუშვათ პესს რა უნდა მოვუხერხო? რეგისტრის ფაილი უნდა ჩავაგდო ისევ თუ რაა?

რა ეშველება ამ თამაშევს :nifxav: ?

Link to comment
Share on other sites

ახლა ახლიდან დაყენებაზე მარტივ გზას ვერ ვხედავ :D

Link to comment
Share on other sites

ახლა ახლიდან დაყენებაზე მარტივ გზას ვერ ვხედავ :D

+1 :D

როდესაც აპირებ ვინდოუსის გადაყენებას სეივ ფაილები შეინახე ხოლმე :P

Link to comment
Share on other sites

კარგით გმადლობთ

დახურეთ

ესე იგი სეივ ფაილებს თუ შევინახავ აგარ დამიწერს ხომ "the game not installed"

Link to comment
Share on other sites

ხო რა როდესაც თამაშობ და მერე ინახავ თამაშშ ის აკეთებს სეივ ფაილებს ანუ იმ ფაილებში არის შენი ნათამაშები შენახული, მერე ვინდოუსს რო გადააყენებ და თამაშშ დააყენებ ეგ სეივ ფაილები იქ უნდა ჩააგდო საიდანაც ამოიღე და ჩვეულებრივად გააგრძელებ თამაშს :)

Link to comment
Share on other sites

კარგით გმადლობთ

დახურეთ

ესე იგი სეივ ფაილებს თუ შევინახავ აგარ დამიწერს ხომ "the game not installed"

ოპერაციულ სისტემას სანამ გადააყენებ ხოლმე,

შეინახე ყველა თამაშის სეივი,გადაყენების შემდეგ

ახლიდან დააყენებ ყველა თამაშს და მაგ სეივებს სათანადო ადგილას ჩაყრი ხოლმე.

ანუ შენი ნათამაშები არ დაგეკარგება მაგრამ თამაშების დაყენება ყოველთვის ახლიდან მოგიწევს ხოლმე,

მაგას ვერ აცდები.

Link to comment
Share on other sites

ხო ეგრეა სამწუხაროთ, თემას კი ვხურავ, მე ისო რელიზებს ვინახავ ხოლმე და მარტო ერთ თამაშს ვხურავ ერთ ზახოდზე, მაგიტომ არ მიძნელდება მერე გადაყენება თუ სისტემას ვაყენებ ხოლმე, აი როცა 10 და 12 თამაში გიყენია ცოტა უკვე ნიტოა და ბევრი დრო მიაქვს მაგ ყველაფერს

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.