Jump to content

ხო არ იცით როგორ ყენდება?


Recommended Posts

აკრონიქსით როგორ ყენდებაა ვინდოუსებიი? ინტერნეტ კაფეში აყენებენ მასეეე....და 15 წუთში ყენდებაა და როგორ კეთდება ეს ხო არ იცით?

Link to comment
Share on other sites

უნდა დააყენო ერთ კომპზე,გამართო, გააკეთო იმიჯი(იმიჯის გაკეთებისას შეგიძლია DVD ზომებზე დაყოფა) და Bootable Rescue Media-აკრონისის ჩამტვირთავი დისკი,

მეორე კომპზე ის იმიჯი აღადგინო თავისივე ჩამტვირთავი დისკით ჩაიტვირთები და აღდგენისას გამზადებულ„ -„ებს მიაწვდი, შესაძლებელია ქსელში არსებული იმიჯიდან აღდგენაც Server ვერსიაში,

მაგრამ ეს თუ ზუსტად ერთნაირი კომპებია

განსხვავებული კომპებისთვის მეტი საჩალიჩოა: ჩიპსეტის დრაივერები უნდა წაშალო, ასევე სასურველია ყველა სხვა, არ უნდა გადატვირთო და ისე გააკეთო იმიჯი, აღდგენის პროცედურა იგივეა, მაგრამ დრაივერების დაყენება მოგიწევს

ეს მეორე მეთოდი არც ისე საიმედოა

Link to comment
Share on other sites

კი ერთნაირი კომპებიააა....და თან გადააყენებს აკრონიქსით...და არაფერი არ იშლება ყველა თამაში რჩებააა....თქვათ ჩემს კოპმზე ხო დაყენდება მასეე? მარტო ერთ კომპზე?

P.s. სადმე ვიდეო გაკვეთილი არ დევს?

Link to comment
Share on other sites

ძაან ადვილია,მე სულ ეგრე ვაკეთებ,ჯერ create image მიცემ მთავარ ფანჯარაში და ც დისკის იმიჯს შეინახავ დ დისკზე,გადაყენება რო მოგინდება მთავარ ფანჯარაში აირჩევ restore image-ს და შენახული იმიჯიდან რესთორს გაუკეთებ ც დისკზე,ინტერფეისი ძაან მარტივი აქვს და ცოტა თუ გესმის კომპი უცებ აუღებ ალღოს ;)

Link to comment
Share on other sites

კი ერთნაირი კომპებიააა....და თან გადააყენებს აკრონიქსით...და არაფერი არ იშლება ყველა თამაში რჩებააა....თქვათ ჩემს კოპმზე ხო დაყენდება მასეე? მარტო ერთ კომპზე?

P.s. სადმე ვიდეო გაკვეთილი არ დევს?

ერთნაირ კომპებზე უპრობლემოდ ყენდება

თამაშები თუ C-ზეა მაშინ შეინახება, თუ არა, მაშინ SystemState უნდა შეინახო Backup-ისას და მთლიანი ვინჩესტერი დააბექფო, მერე სხვაგან აღადგინო

"შენი კომპი" თუ განსხვავდება დანარჩენებისგან, მაშინ, მეორე მეთოდით უნდა დააბექაფო ანუ უნდა წაშალო MyCompter/Manage-დან დრაივერები და შემდეგ დააბექაფო, შენსაზე კი რომ აღადგენ (Restore) დააყენო შენი კომპის დრაივერები, თუმცა კიდევ გიმეორებ არ გირჩევ ამ გზას

თუკი გინდა შენი კომპის ბექაფი შეინახო და მერე აღადგინო, არაა პრობლემა, პირდაპირ შენს ვინჩესტერზევე შეგიძლია დააბექაფო

გამოყენება ძალიან მარტივია და ინტუიტიური, რუსული, ან ინგლისური თუ გესმის, ადვილად გაართმევ თავს, ყველაფერზე დეტალური ანოტაციები აქვს

ძირითადი მომენტები:

ახალი ვერსიის პროგრამა დაყოფილია განყოფილებებად, ძირითადია Manage და Backup/Restore (ხვდები ალბათ სახელებიდან რომელი რაა)

Manage განყოფილებაში 2 მნიშვნელოვანი პუნქტია: Acronis Secure Zone-ს შექმნა და Activate Acronis Startup Recovery Manager

Aronis Secure Zone არის დამალული პარტიშენი, რომელთან წვდომა აქვს მხოლოდ Acronis-ს და მასზე ინახება ბექაფ არქივები, კარგია იმ მხრივ, რომ ბექაფ არქივი მაქსიმალურად დაცულია,

Acronis Secure Zone-ს ზომა დამოკიდებულია თუ რამდენი ადგილი მიაქვს დასაბექაფებელ სისტემას, მაგალითად, Seven Ultimate X86-ისთვის, (რომელზეც ეყენა ყველა ზოგადი დანიშნულების პროგრამები: MS Office 2010, ბრაუზერები, მათი პლაგინები, პლეერები, კოდეკები და ა.შ) დასჭირდა 9გბ-მდე (არქივის High კომპრესიაზე)

Activate Acronis Startup Recovery Manager- ააქტიურებს აკრონისის ჩამტვირთავს და Windows-ის ჩატვირტვამდე დაგიწერს დააჭირე F11-ს თუ გინდა Acronis-ის ჩატვირთვაო, ეს კარგია იმ შემთხვევაში, როცა Windows აღარ იტვირთება, ასე, რომ გირჩევ გაააქტიურო

რაც შეეხება Backup/Restore-ს

დავიწყოთ Backup-ით, ბექაფი შეგიძლია შეინახო როგორც ჩვეულებრივად D ან სხვა დისკზე, ან კიდევ Acronis Secure Zone-ზე, ან ქსელურ შემნახველზე

არქივი შეგიძლია დაყო CD და DVD ზომებად,

თვითონ არქივი შემდეგნაირია:

My Computer- აქედან შეგიძლია დააბექაფო ცალკეული დისკები (როგორც წესი C დისკი) ან System State-მთლიანი ვინჩესტერი-სახლისთვის არც ისე აქტულური

My Data-შეიძლია აირჩიო ცალკეული ფოლდერები და ფაილები

თვითონ არქივაციის სამი მეთოდია:

Full-ამ დროს იქმნება სრული არქივი

Incremental- ამ დროს, თავიდან შექმნილ Full არქივს ცალკე ემატება შემდეგ დაარქივაბაზე ცვლილებები, სულ 2 არქივი

Differential-ამ დროს, თავიდან შექმნილ Full არქივს შემდეგი დაარქივებები ემატება ცალ-ცალკე თარიღების მიხედვით, ანუ იმდენი არქივია, რამდენჯერაც გააკეთებ არქივირებას

თავიდან Full-ით უნდა დაიწყო რა თქმა უნდა

ამის გარდა პროგრამას აქვს უამრავი კარგი ფუნქცია, მაგალითად არქივირების დაგეგმვა, არქივის შეკუმშვის და სხვა პარამეტრების დაყენებ, არქივის პაროლით დაცვა და დაშიფვრა, უნივერსალური გადაწყვეტილებაა...

იმედია ეს მოკლე Guide დაგეხმარება, დანარჩები, თვითონ მწარმოებლის საიტზე ნახე ინსტრუქციები, ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი

Link to comment
Share on other sites

ხოო ასეე ახსნით ცოტა ძნელი მისახვედრიაა....ვიდეოსს რო ვუყუროოო უფრო გავაკეთებბ...სადმეე თუ გავჩითეე...მერე ამ ახსნილს უფრო გავიგებბ :))))

Link to comment
Share on other sites

ხოო ასეე ახსნით ცოტა ძნელი მისახვედრიაა....ვიდეოსს რო ვუყუროოო უფრო გავაკეთებბ...სადმეე თუ გავჩითეე...მერე ამ ახსნილს უფრო გავიგებბ :))))

თუ არ გააკეთე შეუძლებელიცაა:)

დააყენე და ნახავ

Youtube-ზე ჩაუწერე Acronis True Image და ოხრად ამოაგდებს ტუტორიალებს, ასევე ოფ.საიტზეც არის დეტალური ინსტრუქციები: http://www.acronis.com/support/documentation/

ვიდეო ნახო ა იგივე გაიმეორო არ გამოდგება მარტო, უნდა გესმოდეს რას აკეთებ და არა მექანიკურად შეასრულო მოქმედებები

Link to comment
Share on other sites

თუ მარტო შენ კომპზე გინდა ყველაზემ არტივი გადაწყვეტილებაა ეგ ან ნორტონ გჰოსთი, მხოლოდ შენ კომპზე დასაყენებლად თუ გჭირდებავ ბევრი არაფერი უნდა, თან ნორტონ გჰოსთ უფრო სწრაფი და მარტივია.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.