მათე Posted May 8 Posted May 8 @George სალამი იქნება ისევ დამეხმარო მონიტორის შერჩევაში. წინა ნაყიდმა არ გამიმართლა ბრაკი აღმოჩნდა დაბლა დავწერ რა იმაიმუნა ულტრამ მაგ მონიტორზე. 27" იანი მინდა benq-ს აღარ ვეკარები მაგარი პრობლემული მონიტორები ჰქონია რომ გადავხედე რედდიტს. მოკლედ Dell-ს მონიტორი მინდა. 2k რომ ქონდეს გარჩევადობა და 120 hz-იანი მაინც რომ იყოს, აუცილებლად IPS მატრიცაზე. ძირითადად პროგრამირება + მედია კონტენტის მოხმარება + ძააან იშვიათად თამაში. თუ რამე მოდელი გეგულება ასეთი მირჩი. მადლობა წინასწარ. აი ესეთები იკადრა ულტრამ. მაგათ არც კი გავეკარები მომავალში. ნახმარ მონიტორს მტენიდნენ ახლად. მოკლედ burn in-ს პრობლემა დაემართა ჩემს ველი სტორში ნაყიდ ბენქს მონიტორის. ცხოვრებაში პირველად ვნახე IPS მონიტორზე burn in. მენიუ რომ ვნახე მონიტორის burn in cleaner ქონდა და კი გამიკვირდა რატომ აქვსთქო. 6 თვეში შევნიშნე გამოსახულება რჩებოდა. ოფიციალურ benq-საც მივწერე და პარალელურად წავიღე საგარანტიოში სადაც ულტრას სერვისი იყო მითითებული, ჩემი mini pc-თ. ვაჩვენე პრობლემა სურათებიც გავუგზავნე. მითხრეს benq-ს უნდა მივწეროთო და მათ უნდა გადაწყვიტონო რა ვქნათო. benq-დან მომწერეს case number გვითხარიო. ვუთხარი დაველოდები სერვისის პასუხს ეგენიც მოგწერენ და case number-ს გამოვართმევ და გეტყვითთქო. მეუცნაურა ის რომ ადგილზე გავარკვიე 2 წლიანი გარანტია მქონდა ველი სტორზე ნაყიდზე და 3 წელი აქვს ულტრას იგივე მოდელზე. რომ ვიკითხე ტექნიკოსმა მითხრა ველი რომ იღებს ჩვენგან მანდ იწყება საგარანტიოს ათვლაო. მენეჯერს რომ ვკითხე დაედასტურებინა უარყო ეგ. მენეჯერმა ჩვენ ვართ ერთდაერთი ოფიციალური შემომტანიო ასე მითხრა, რასაც მომავალში შეცვლის 2 დღეში მირეკავენ 2 დღეა ვტესტავთო 2 ტექნიკოსიო და არ აქვს პრობლემაო, შენი კომპიუტერი შვებაო. ვეკითხები ტექნიკურად როგორ წარმოუდგენიათ. კომპი მივუერთე ვუთხარი 5-10 წუთი სტატიკურ გამოსახულებას ვუყუროთ და გადავრთოთ ნაცრისფერ ფონზე და შევნიშნავთთქო. ვეკითხები როგორ წარმოიდგენიათ ანუ კომპი რას შვებათქო. ნუ უკვე ჩანს არაკომპეტენტურობა. კარგი მოვიტან ორივე კომპს ლეპტოპს და მინი პს და მივაერთოთ სხვა მონიტორზე და ვნახოთ მასე თუ იზამსთქო. მივედი მესამე დღეს. შეერთებული ქონდათ ჩემი მონიტორი უკვე თავის პცზე და ბარემ დავჯექი და ზუსტად 5 წუთი გავაჩერე გუგლში სურათებზე და გადავრთე ნაცრისფერ ფონზე ჩვეულებრივად დაიტოვა გამოსახულება. ვაჩვენე და გაეღიმათ აუო 2 დღეა 2 ტექნიკოსი ვამოწმებთო და ვერ ვნახეთო. ეს ფაქტი ლაპარაკობს თუ როგორც გატესტეს, ან საერთოდ გატესტეს თუ არა. მოკლედ ეს მენეჯერი გოგო გავიდა და ახლაო მოვიტანო ახალ მონიტორსო ასეთსო რითიც შეგიცვლითო. მეთქი კარგი. გადის 2 წუთი და მოაქვს მხოლოდ მონიტორი ამოღებული ყველაფრიდან არც პარკები აკვრია არც არაფერი. ჩემსას უკან benq-ს წარწერაზე პარკი აკვრია დამრჩენია უკვე ვაპროტესტებ რატომ ჩემ წინ არ გახსენითთქო. ან პარკები მაინც რატომ ააძრეთთქო. როგორ გავიგო ეხლა ახალია თუ არათქო. მშვიდად იმიტომ ვარ რომ ჯოკერი მაქვს ხელში და არ იციან ამ მონიტორს ფუნქცია აქვს სსდ/ჰდდ ვით იწერს ნამუშევარ საათებს. ჩავართვევინე და შევაჭერი ეგრევე მენიუში და რას ვხედავ 238 საათი აქვს ნამუშევარი. ვეძახი ამ მენეჯერ გოგოს და ვეუბნები ნახმარიათქო. არაო საწყობიდან მოვიტანეთ ეხლა გავხსენითო. მეთქი შეხედე 238 საათი აქვს ნამუშევარითქო. უი ალბათ დახლის პროდუქტიაო. წარმოიდგინეთ რომ არ ქონოდა ეგ ფუნქცია. ანუ ტიპი ადგა და 1600 ლარიან მონიტორს მტენის ნახმარს!!! ნაბოზარის მეტი არავინ იზამს ამას! მეთქი დახლის თუა აბა საწყობში შეფუთული რას აკეთებდათქო. დაიწყეს ბლუყუნი და უცებ გადაიტანეს თემა. აღარ მივაწექი მაგაზე. უბრალოდ უარი განვაცხადე მაგ მონიტორზე. მეტი არ გვაქვსო. დოკუმენტს მოცემთო რომ გამოსაცვლელია და დავიტოვეთ და მიიტანეთ ველი სტორშიო. წამოვედი. 2 წუთი გამოსული ვარ და ვურეკავ გამახსენდა რომ case number მინდოდა benq-სთვის გასაგზავნად. მეორე გოგო მპასუხობს და როგორც კი მოვითხოვე case number მენეჯერიო გავიდაო და რომ მოვა ვეტყვიო. იქვე ვიყავი და ეგრევე დავბრუნდი, უკვე მოვწვი რომ გამიწელავდნენ. მივედი. ამ გოგომ დაიწყო ტელეფონზე წერა ხან რას მეუბნება ხან რას. იქიდან მოდიოდა ეტყობა ინსტრუქციები. ჯერ რად გინდაო case number-ო. მერე არ გვაქვსო. მეთქი თქვენმა მენეჯერმა მითხრა 3 დღის წინ რომ benq-ზე მიწერის გარეშე და პრობლემის დაფიქსირების გარეშე ვერ მიიღებდით გადაწყვეტილებას და ეხლა როგორ გამოდის თქვენით გადაწყვიტეთთქო? კარგი დაველოდები მენეჯერსთქო და დავჯექი. 5 წუთში გამოდის მეორე ოთახიდან რად გინდაო case number-ო. მეთქი benq-თან კონტაქტზე ვარ და მომთხოვესთქო. არ გვაქო ჩვენო და არც გვექნებაო. ვა მეთქი თქვენ მითხარით რომ benq-ს უნდა მივწეროო. ამ დროს მოიფიქრა Vertex-აო ოფიციალური შემომტანიო ერთადერთი ოფიციალურიო და მათ მივწერეთო და ისინი მიწერდნენ benq-სო. მაშინ მათ კითხეთ და მითხარითთქო. ვერ დავუკავშირდებითო. მეთქი ვინ შეძლებს დაკავშირებასთქო და ველი სტორიო. კარგი მაგათ ვკითხავთქო. წამოვედი გზაში მივწერე ველი სტორს ჩავუგდე ეს დოკუმენტი რომ ულტრამ დაიტოვა და პასუხი იყო განვიხილავთ და მოგწერთ 24 საათშიო. ზუსტად 10 წუთში მირეკავენ ველი სტორიდან და მეუბნებიან სრულად გინაზღაურებთ ფულსო, ზემოდან 50 ლარიან ვაუჩერს გაძლევთო. მეთქი კარგი მადლობა. მაგრამ იმდენი რედ ფლეგი იყო ფაქტია რაღაც ხდება და დაშინდნენ benq-ს ოფიციალურ პირებთან რომ ვიყავი კონტაქტზე. მოგვიანებით გადავამოწმე კიდეც და ბენქის საიტზე ეს კომპანიაა მითითებული საქართველოში https://muk.group/rs/country/ge მისამართს თუ დააკვირდებით ზუსტად იგივეა სადაც ულტრას მაღაზია და სერვის ცენტრია. Quote
Gogla1990 Posted May 8 Posted May 8 თუ არ იძალავე, ჩვენთან საგარანტიო ჩათვალე არ გაქვს, მაგიტომაც ვყიდულობ მსგავს ტექნიკას მეორადს, იაფს მაინც ვიხდი Quote
david_888 Posted May 8 Posted May 8 ჩვენთან არაფერი ინდობა ისე ამას წინათ გამიკვირდა, ბავშვს ვუყიდე ზუმერში ტელეფონი, უბრალო სმარტია იაფიანი მაგრამ აქვს 2 ვერსია 4G და 5G რომლებიც გარეგნულად ერთნაირებია, პრინციპში ყველაფერში ერთნაირებია პროცესორის გარდა, მარა ეგაა მთავარი განსხვავება და მარტო იმაში არა რო ერთი 4g-ზე მუშაობს და მეორე 5-ზე, პროცებს შორის წარმადობაში დიდი სხვაობაა 4g-ში დევს მკვდარი უბადრუკი პროცი ინტერფეისსაც ვერ ამუშავებს ლაგების გარეშე მოკლედ ზუმერში ვიტრინაში რაც ედოთ სმარტი აღწერაში ეწერა 5G (dymensity 6300) ვერსიის მონაცემები (4G საერთოდ არ ედოთ მარტო ეს იყო) და ვუთხარი კონსულტანტს გამომიტანეთ ვყიდულობთქო, იმანაც გამოტანა სტანდარტულად შეამოწმა დინამიკის ხმა დამტენი შეარჭო და წამოვიღე სახლში ვიწყებ დანასტორიკებას და სმარტი მკვდარია ყველაფერზე ჭედავს, შევედი მონაცემებში და 4G ვერსიაა snapdragon 6s gen1 იგივე snap 662 პროსტა სახელი გადაარქვეს იტოგში ეგრევე მივწერე ზუმერს ასე და ასეათქო დაიბრუნეთ ან გადამიცვალეთ 5G ვერსიაში, 5G ვერსიები საერთოდ არ გვაქ გაყიდვაშიო, მერე მეთქი ეგ რა ჩემი პრობლემაა მე სმარტი ვიტრინაში ვნახე გვერდით აღეწერაში რა მონაცემებიც ეწერა მაქედან გამომდინარე მივიღე ყიდვის აგდაწყვეტილება და თქვენ თუ არასწორად დააწერეთ რა ჩემი გადასახდელია გამორიცხულია გეშლებათ რაღაცო, არაფერი არ მეშლება სწორად მაგ მომენტზე გავამახვილე ყურადღება კონსულტანტსაც კი ვესაუბრეთქო, კლასიკური პასუხი გავარკვევთ დაგირეკავთ მოოკლედ მე უკვე ველოდები უარს და ვამზადებ საგინებელ ტექსტს რო რეკავს ტელეფონი, ვიღაც ოპერატორია დევოჩქა შემდეგი ტექსტით, ამოვიღეთ თქვენი ვიდეო ჩანაწერი, ვნახეტ რომ ნამდვილად 5G ვერსიის მოანაცემები ეწერა აღწერაში როდესაც არჩევდით და მიბრძანდით სერვის ცენტში ჩააბარეთ ტელეფონი დალშე გინდა იქვე ვაუჩერს გადმოგცემენ გინდა თანხას გადუბრუბეთოოო მივედი ჩავაბარე 5 წუთში, გამოვართვი ვაუჩერი და ვიყიდე სხვა სმარტი ჭირი იქა ლხინა აქა ხანდახან ასეც ხდება Quote
მათე Posted May 8 Author Posted May 8 @Gogla1990 https://forum.ge/?f=12&showtopic=35296020 ამათში ეს 700 ლარიანი მომეწონა DELL P2723QE ხვალ დავურეკავ აბა თუ აქვს და რამდენად გამოვა. გადავხედე პრობლემებს და M სერიის მაკებზე ქონია რაღაც უცნაური ფლიკერინგ პრობლემა ნაცრისფერზე. ამბობენ გაასწორესო. სხვა ვერაფერი ვნახე. image retention-ს დაცვა ამასაც აქ მენიუ. რა ხდება IPS-ებშიც დაიწყო ეს image retention ს პრობლემები? burn in-ს მსგავსი ოღონ გადის? IPS-ები მქონდა რაც თავი მახსოვს სულ. უბრალოდ 4k-ები და ნავაროტკებით არ მქონია ჯერ და ასე ცუდადაა საქმე ახალ მონიკებში? @david_888 ახლობელმა მარშალის ნაუშნიკები მიყიდა ავსტრიაში. დამირეკა მაგით და ცუდად ისმოდა მიკროფონიდან. აშკარად რაღაც ჭირდა. მენიუები ყველაფერი დავათვალიერეთ. მიიტანა გამყიდველთან და უთხრა რაღაც ჭირსო მიკროფონიდან არ ისმის კარგადო და ჟღრიალებსო. იმან ეგრევე გამოართვა და კითხა შეგიცვალოთ თუ თანხა დაგიბრუნოთო. არც კი ჩაურთია ან რამეო. ეგრევე მისცეს ახალი, რომელიც კარგი აღმოჩნდა და წამოვიდნენ. აქ ზუსტად მასე ზუმერში ნაყიდ ტელეფონს ხარვეზი ეკრანზე მაღაზიის გარეთვე ვუპოვე. რაც მე მანდ ვიჩხუბე მენეჯერი ამტკიცებდა ფუნქციააო კუთხეში ლურჯად ნათება გამორთულ ეკრანზე გამოცვლილ ტელესაც ჭირდა იგივე. კონსულტანტი ვერ ბედავდა რამის თქმას, მერე ცალკე მითხრა ეგეთი არ მინახავსო მაგრამ პრობლემაა რათქმაუნდაო. 2 ცალი ქონდათ ეგ მოდელი 2-ვე ბრაკი. ალტაში ვიყიდეთ მერე. Quote
Gogla1990 Posted May 8 Posted May 8 15 minutes ago, მათე said: DELL P2723QE 60 ჰერციანია ეგ 15 minutes ago, მათე said: image retention-ს დაცვა ამასაც აქ მენიუ. რა ხდება IPS-ებშიც დაიწყო ეს image retention ს პრობლემები? burn in-ს მსგავსი ოღონ გადის? ვერ გეტყვი, 10 წელიწადში ერთხელ ვიცვლი მონიტორს მარკეტს გადავავლე თვალი და ეს მომეწონა, ახალი მაგ ფასად კარგი ჩანს https://www.mymarket.ge/ka/pr/33163461/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/2k-165-hz-HDR-QHD-NvdiaG-Sync-Monitor--Dell-27-Gaming-monito/?OfferType=Basic ჩანს კი არა და ძალიან კარგი ფასია Quote
მათე Posted May 8 Author Posted May 8 კი 4k 120 ოხრად ფული ღირს გაფართოების პონტში შევწირავდი მაგ ჰერცობას. KVM switch-ც ქონია როგორც ვნახე. ChatGPT-ს ვეკითხები უკვე მონიტორების common problem-ებზე. ამაზე საკმაო პრობლემები ჩამომიწერა მარკეტიდან რაც დალინკე. იმ დელზე მარტო მაკებთან აქო პრობლემა. მაკი არც მჭირდება. Quote
George Posted May 9 Posted May 9 მეც ორი დელის მონიკი მქონდა ლამის 20 წლის მანძილზე ლოლ ნუ 20 თუ არა 15 სადღაც, ჯერ ერთი პრობლემაც არ ქონია, უბრალოთ S2721dgfa შენ ალბათ არც გამოგადგებოდა, კარგი პროფ კალიბრატორი ჭირდება გრაფიკაში იდეალური ჩვენება რომ დაგიდოს, ანუ ცოტა ჩხუკუნი უნდა, დეფოლტზე ცუდი კალიბრაცია აქვს ნამეტარი, RGB უნდა გადაიყვანო და შენ გემოზე გაასწორო ჩვენება, ყველა ეგრე აკეთებს პრინციპში მაგ და მაგის წინა S2721dgf მოდელებზე, მაგრამ სხვა მხრივ კარგი მონიტორია საკმაოთ, ნანო იპს ოღონდ და ძალზე იარკი და სოჩნი ჩვენება აქვს, ცოტა მიჩვევა ჭირდება, Rec 2020 74%, ARGB 90% ფარგლებში ახვატი და DCI-p 3 98%+ მაგ მხრივ არაფერი დაეწუნება, მთავარი მაგ მონიტორის მინუსი ჩემი აზრით კალიბრაცია სულაც არაა, მაგას კი გაასწორებ, მთავარი მინუსია ძალზე დაბალი კონტრასტი სდრ-ში და ალბათ HDR-შიც, პირველში 850:1 ფარგლებში აქვს მარტო, მეორეში 1000:1, ისე ჩვენთან ზუმერში გაეძრო საკმაოთ სერიოზული მინი ლედი საკმაოთ იაფათ თან ჩინურ Bae კვანტუმ დოტ იპს-ზეა 1150 ლოკალ მინი ზონაზე, რაც 1100 ლარათ ჩვენთან გამორიცხულია სხვა ბრენდის დაითრიო, ეგ კი არა მგონი 2000 არაა ამ ეტაპზე არცერთი: https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 აი რა ხდება მაგაზე დედ პიქსელების მხრივ არ ვიცი, თუმცა რომ ვნახე მიმოხილვები ეგ ისეთი პრობლემური არაა როგორც კულერ მასტერსის უფრო ძვირიანი მინი ლედი იყო, რომელიც ჩვენთან არც კი ქონდათ გაყიდვაში, მაგას თან 576 ზონა ქონდა, მაგ ახალს ორი მაგდენი აქვს უკვე, სხვათაშორის მაგ ვითომ და ბიუჯეტურ მონიტორს სდრ-შიც კი ლოკალ დიმინგი როცა გამორთულია 1450:1 ქონია ლოლ კონტრასტი, ჩინური იპს ეგრე აქვს ეტყობა მაგ ახალ მატრიცაზე, ანუ ფაქტიურათ იპს ტელევიზორებს რომ აქვს ხოლმე ხშირათ ეგეთი კონტრასტი აქვს მაგასაც, რახან მანდ არანაირი LG ips black მატრიცა არ აყენია, როგორც მივხდი შენ უფრო გაწყობს 27 ინჩიანი 4K მოდელის აღება, შეიძლება ადგილზე გაგიჭირდეს ეგეთის დათრევა მაღაზიებში, თუმცა გადავხედავ რა აქვთ შედარებით იაფათ ეხლა გაყიდვაში ისეთი რომ გრაფიკაში და სამუშაოთ ივარგოს მინი პს-ზე, ისე მე ჩემი დელი ვიყიდე allmarket-ში ვინმეს თუ რამეში გამოადგება, ოფიციალურათ უფასო ჩამოტანა რუსთავამდე არ ქონდათ, მაგრამ ეგეც კი მალევე შეასრულეს, თანამშრომელი ცხოვრობსო რუსთავში და მაგას გამოატანეს რომ წამოვიდა სახლში, თან უფასოთ, თორე ოფიციალური კურიერით უნდა გადაგეხადა ერთი 20 ლარი ალბათ მინინიმუმ, არ გავდა არც გახსნილს და ბოლო ეგზემპლიარი ქონდათ დარჩენილი, ზოგადათ იმ მომენტისთვის და შემდგომშიც კიდე დიდხანს დეფიციტში იყო რატომღაც ეგ დელი ყველგან, არა მარტო თბილისში, ამიტომ ცოტა არ იყოს და გამიმართლა ეგრე ადვილათ მაგის ყიდვა, ჩვენ ფორუმზე ეგეთის დათრევა მოგვიანებით ბევრს სურდა და მარტო რამდენიმეს გამოუვიდა, დანარჩენმა სხვა მოდელი აიღო რახან მაგი ვერ იშოვა ადგილზე, ანუ მე კარგი გამოცდილება მაქვს allmarket-ან მაგ მხრივ, 3 წლიანი დელის გარანტია ქონდა ოფიციალური, შევხედავ აბა მანდ რამე თუ აქვთ საინტერესო ან სხვაგან დელებიდან, ისე ჩემსასაც აქვს ნამუშევარი საათები, ოღონდ სერვისნი მენიუში მარტო, მანდ კი თავისუფლათ შეგიძლია მაგის განულება ლოლ თუ მაქამდე მიაღწიე, უმრავლესობას არც ეცოდინება ეგ მენიუ თუ არსებობს, უნდა გამორთო პოვერ კნოპკიდან ჯერ, მერე ჯოისტიკის ქვემოთ რომ 4 კნოპკა აქვს ქვემოდან 1 და 3 კნოპკებს უნდა დააჭირო ერთდროულათ და არ უნდა გაუშვა ხელი და მერე ისევ პოვერ კნოპკას, აციმციმდება ეგრევე ნათურა და ისევ ქვედა კნოპკას თუ დააკლიკავ გამოჩნდება უკვე სერვისნი მენიუ ეკრანზე ლურჯათ, გათიშვა მაგისი უბრალოთ პოვერ კნოპკის გამორთვით ხდება, უბრალოთ არ უნდა ჩაურთო მანდ debug და ეგეთები რომ აქვს და EDID cleaner-ი, მაგ შემთხვევაში, აღარ ითიშება სერვისნი მენიუ და უნდა გამორთო უკვე დენიდან და მერე გადადის უკვე ნორმალურ რეჟიმში, ვისაც ექნება ეგ პრობლემა ეგრე სწორდება მოკლეთ, თუმცა ბევრმა სერვისნი მენიუს შესახებაც არ იცოდეს შეიძლება, ეგრე სხვა მოდელებზეც აქვს დელს ეგეთი მენიუ, უბრალოთ შეიძლება სხვა კნოპკების კომბინაცია უნდოდეს იმაზე უკვე და ჩემნაირი არ მიუდგეს, მაგ მაღაზიაში მარტო ეს ერთი დელია და ეგეც 60 გერციანი 1278 ლარათ https://allmarket.ge/ka/product/94524-monitori-dell-210-bbrq-s2722qc_-27-monitor_-4k-uhd_-led_-ips_-hdmi_-dp_-usb-c_-usb_-black_silver ისე პატალოკი რა არის შენი ბიუჯეტის მაქსიმუმ რამდენის მიცემა შეგიძლია ტყვილა რომ არ ვეძებო ძვირიანებიც, ადაშოპში ქონიათ 2000:1 დელიც იპს ბლეკი მაგრამ ფასი ნამეტარი იკბინება მაგაზე უკვე 1950 ლარიო https://www.adashop.ge/product/6228db6d8db11bfb6c52d1b6 მაგ მაღაზიაში LG ვხედავ 60 გერციანს 1500 ლარამდე იპს-ან კიდე სხვა ისეთი არაფერი არაა მგონი 27 ინჩიანი 4K მოდელებიდან https://www.adashop.ge/product/67f45909d438a94873dde09f 120 გერციანი ჯერ ვერ ვიპოვე ვერსად მაგ გაფართოვება-ზომის, მგონი ამ ეტაპზე დაჟე გეიმერულებიც არაა გაყიდვაში, თუმცა ეგეთი შენ არ გამოგადგება და ძვირებია თან ეგენი მაინც, ისე ძველი მოდელია 3 წლის უკანდელი მგონი ივერსში საკმაოთ კარგ ფასათ 4K 60 გერციანი, USB-C 65ვატიანი საპორტიც ქონია თან: https://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=125879 160 გერციანი გეიმერული მონიტორები ქონიათ ივერსში შედარებით იაფათ იპს-ზე, მაგრამ ეგ მარტო აოკი-msi, დელები არა, მაგენი აღარც დამიყრია, აი ეს დელია მგონი 60 გერციანებიდან საკმაოთ კარგი ვარიანტი 2022 წლის მოდელია მგონი ეგ: https://pcshop.ge/product/dell-p2723qe-27-ips-4k-usb-c-silver/ მანდ სბრორკის ხარისხი ექნება იდეალური, აქვს აგრეთვე USB-C 90W დამტენიც მაგას, პროფესიონალებისთვისაა კაკრაზ, ანუ სამუშაოთ გათვლილი, არაა ცუდი ვარიანტი თუ 120 გერციანი ვერ იშოვე, ეგეთები არის მაგრამ მარტო ვხედავ 2K 27 ინჩიანებს, მგონი დელსაც აქვს 120 გერციანი უკვე, ისე კი U რასაც აწერია თავიდან ეგაა 2000:1 იპს ბლეკზე, P უკვე სტანდარტულია 1000:1 იპს-ზე, ფასში დიდი სხვაობაა ლამის 700+ ლარიანი ჩვენ მაღაზიებში და მაგიტომ მაგ ორს შორის Quote
მათე Posted May 9 Author Posted May 9 @George https://forum.ge/?f=12&showtopic=35296020 ზუსტად ეგ dell-ს მოდელი შევარჩიე დავურეკე და აღარ მაქვსო. კი გეტყვიო თუ მექნებაო, მაგრამ რამდენ ხანში ექნება არ ვიცი. 1600-მდე მივეცი იმას წინაზე რომ ვიყიდე და მართალი გითხრა დამატება კიდევ არ მინდა. ეს ფლიკერინგ პრობლემა რაც ამ მოდელს აწუხებს მაკებზე ამბობენ type C-ს alt mode-ს გამოაო და ამაზეც რომ ეგ პრობლემები დაეწყოს ჩემთან (მაკს არ ვიყენებ) მერე უკვე აღარ ვიცი. ასე რთული ნაღდად არ მეგონა უპრობლემო მონიტორის შერჩევა. ასეთ პრობლემურებს რანაერად ყიდიან. იმ წინა ბენქზეც არ მოვსერჩე კარგად თორემ ბევრი წერს ბარნ ინი აწუხებსო. ძალიან ცუდი პანელები ქონია ბენქის მონიტორებს მაგ სერიებს PD2700 ებს და სხვა მაგის ზომებს image retention-ს პრობლემებითაა სავსე. თან იმას ვფიქრობ 2k 27" ოღონდ 120 hz-იანი ხომ არ ჯობია. უბრალოდ 27-იანზე 2k-ზე მგონია კოდინგისას პიქსელებს დავინახავ არ იქნება ისეთი სმუზი დახრილ ხაზებზე წარწერებში როგორც 4k-ზეა და ამიტომ. Quote
George Posted May 9 Posted May 9 ეგეთივე ვარიანტია დაახლოებით 2K რაც 4K 42 ალბათ, ან 3440x1440 34 ინჩიანზე, სამივეზე თითქმის ერთნაირი ზომის PPI აქვს და მაგიტომ, აი 27 ინჩიან 1080P ნამდვილათ ეტყობა უკვე პიქსელები, თუ დააკვირდები ჩანს აშკარათ, თუმცა ბევრი ამტკიცებს მაინც ვერაფერს ვამჩნევთო, 31.5 2K ეტყობა პიქსელები უკვე, მაგრამ 27 1080P-ზე უკეთესი სიტუაციაა მაინც, 27 4K ყველაზე კარგია მაგ მხრივ, უბრალოთ ასოებზე გაზრდა უნდა სკალირების, მე დეფოლტზე მიყენია, არა აქვს ისეთი წვრილი ასოები მაგაზეც, მე ვკითხულობ მაინც 100%-ზეც, მაგალითათ 31.5 ინჩიან 4K კიდე უფრო წვრილი ასოები აქვს, ანუ მაინც ჭირდება მაგას გაზრდა, ჩემზე ზოგიერთები უზრდიან, მაგრამ მე 100% მიყენია რაც ვიყიდე მაქედან, დიდ დისკონფორტს არ მიქმნის, ეხლა ისე 5K 27 ინჩიანი მოდელებიც გამოუშვეს, მანდ კიდე უფრო პატარა პიქსელების ზომა აქვს 218 PPI ლოლ მთლათ, ჩემია 109, მაგალითათ 23 ინჩიან 1080P ქონდა მანამდე რაც მქონდა დელზე 96, ანუ ჩემზე დიდი პიქსელები ქონდა მანდ, მაგრამ ვერც იქ ვერ ვამჩნევდი ვერაფერს, რაც არ უნდა იყოს ეგ ბევრათ ჯობია 1080P 27 ინჩიან მოდელს 82PPI, 27 ინჩიან 4K აქვს 163 ppi, ამიტომ ყველაზე კარგი ეგაა პიქსელების რენდერში ეხლანდელ ოლედ მონიტორებში რისი გამოშვებაც უკვე მოასწრეს, ისე ფლიკერინგი ცალკე გეიმინგში ყველაზე სერიოზული მგონი კაკრაზ ოლედებზე ქონია ყველა მატრიცებიდან, იპს-ზეც აქვს მაგრამ შედარებით ნაკლები, ისე 2K მოდელებში ესეთს ვხედავ 120 გერციანი 1800:1 კონტრასტით კიდე 1200 ლარათ https://ultra.ge/index.php?route=product/product&path=26_380&product_id=28915&filter=&sort=rating&order=ASC&limit=72 თუ ულტრაში აღებას ერიდები სხვაგანაც შეიძლება ქონდეთ კიდე ეგეთი მოდელი, მაგას დაჟე HDMI 2.1 საპორტიც კი ქონია კონსოლებისთვის, მაგრამ მინუსი ისაა რომ USB-C ძალიან უბრალო 15ვ დამტენით ქონია მარტო 65-90ვატის მაგივრათ რაც ზოგ სხვა მოდელზე გხვდება მაინც, ისე ბოლო პერიოდში ჩინურ გეიმერულ მოდელებზე გხვდება ხშირათ არა ips ბლეკზეც კი ასე 1400-1450:1 კონტრასტიანი მოდელები, მაგალითათ ესაა ეგეთი ზუმერში რომ აქვთ გაყიდვაში: https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 ნუ ჩემს კი ჩაგრავს უკვე ეგეთი აშკარათ, თან მაგას მთლათ 8500:1 აქვს კონტრასტი HDR 1400 ნიტსიანი სიკაშკაშით ლამის, ანუ მანდ შეიძლება ფასი არა მაგრამ ზოგიერთ მაჩვენებელი ზაპრედელნი ქონდეს მაგ მოდელზე, რავიცი ზუმერის მაღაზიაში თითქოს 1000 ლარიო ვხედავ მაგ დელს თუ დააპირებ აღებას https://zoommer.ge/en/monitors/dell-ultrasharp-27-monitor-u2724d-210-bkvb-ge-silver-p42435 მაგრამ როგორც ჩანს ბოლო ეგზემპლიარი აქვთ დარჩენილი ონლაინში მარტო Quote
მათე Posted May 9 Author Posted May 9 27-იანზე 1080-ზე თავისუფლად ვხედავ პიქსელებს. კი არადა პიქსელების მეტს ვერაფერს ვხედავ ლოლ ოო ეგ საინტერესო მოდელია ზუმერში 1000 ლარად დევს https://zoommer.ge/en/monitors/dell-ultrasharp-27-monitor-u2724d-210-bkvb-ge-silver-p42435?srsltid=AfmBOorG5zTkH-phKjliOaUI6jCeoQCnhhukrk--LAJk9mpMASVvdg1B მაგრამ რაც ზემოთ ზუმერზე დავწერეთ როგორია მანდ მაგის შეძენა. Sleep/Wake Problems: A number of users find that the monitor won’t reliably wake from sleep—once it goes to standby it often stays blank until you unplug/re-plug the video cable or power-cycle the display. Dell Auto-Brightness & Auto-Input Bugs: The built-in Auto Brightness feature only toggles between very narrow brightness levels (e.g. 0 % vs. ~10%), making it too dark in both bright and dim rooms. Likewise, “Auto Input” switching can fail to detect active sources. Many have asked for a firmware update to better scale brightness ranges (high/med/low) and smooth out input detection. Dell IPS Glow, Backlight Bleed & Edge Darkening: As with most IPS panels, you’ll see corner glow in low-light scenes and occasional mild backlight bleed. Some units also exhibit a slightly darker “lip” at the very bottom edge when viewed from below. PC Monitors Forum Dynamic-Interlace / Inversion Artifacts: Under certain static patterns or rapid dark-to-light transitions, faint interlaced or inversion-type line artifacts can appear—more noticeable in tests than in normal desktop use. PC Monitors Forum ესენი ჩამომიწერა მაგ მონიკის პრობლემებში ისე. არ ვიცი რამდენად გავრცელებულია. Quote
George Posted May 9 Posted May 9 პირველი პრობლემა საკმაოთ გავრცელებულია ისე, ოღონდ ძირითადათ აქვს ხოლმე ნვიდიას დრაივერებზე მე რასაც ვაკვირდები და თან უფრო ვინდოუს 11-ის ბოლო ბილდებზე, მანდ კი ბევრს აქვს ეგ სლიპიდან გაღვიძების ბაგები, აი იპს გლოუ ფაქტიურათ ყველა იპს-ის პრობლემაა, მაგ კონკრეტულ მოდელზე რამდენათ ცუდათაა საქმე ვერ გეტყვი, მთავარი პრობლემა სიბნელეში აქვს მაინც, კარგ განათებულ ოთახში ჩემზე ვერაფერს ვერ ვამჩნევ, აი უნდა ძალით უყურო შავ ფონს და მასე ეტყობა, რეალურათ არა ხმარების დროს, სიბნელეში ემჩნევა კი, ანუ მე ეგ არ მაწუხებს, ვერც ვამჩნევ თან ეხლაც კი რომ ვპოსტავ, 2023 წლის ნოემბერში გამოვიდა ეგ მოდელი ისე პირველათ, ცუდი მაჩვენებლები არა აქვს მაინც type-c შეზღუდვა რომ არა, კასტრიებული სიკაშკაშე და კონტრასტი მაგაზე არ უნდა ქონდეს, 120 გერციც ჯობია მაინც 60 ან 75 თუნდაც, პირდაპირ HDMI 2.1 მუშაობაც შეიძლება, გამტარობა საკმარისზე მაღალი ექნება მაგაშიც, თუმცა აქვს DP 1.4 საპორტიც მაგაზე, ისე სხვათაშორის იძახიან ეგ პირველი დელის ულტრაშარპი არისო რომელსაც ქონია VRR მხარდაჭერა და მგონი პირველი მოდელია ლამის დელებში 2K ips black მატრიცით, თან ულტრაშარპი გამოირჩევა კარგი სბორკის ხარისხით და გამძლეობით, რედკათ ასტუკებს ადვილათ ეგეთი, ხალხს წლები ქონდა ამ ფორუმზეც ძველი მოდელები და ბევრმა ვიცი ისე გაყიდა არც ჭირდა რამე წლების შემდეგაც, დაბრუნება ალბათ შეიძლება თუ რამე დეფექტი ექნება, ეგ წესით არ უნდა იყოს პრობლემა, აი ფასი ჩემი აზრით ნორმალური ადევს მაგ მაჩვენებლებით და ბოლო-ბოლო ულტრაშაპრია და არა უბრალო მოდელი ბიუჯეტური სერიიდან, ისე სულ მალე ეგეთივე გამოდის U2725QE ან უკვე გამოვიდა 4K 27 ინჩიანი მსგავსი მაჩვენებლებით 120 გერცზე უკვე, მაგრამ ჩვენთან ძალიან მაღალი ფასი ედება ეგეთი რომც გამოჩნდეს, მინიმუმ 2000 ლარი მაინც ალბათ, ნუ ოლედები უბედურათაა ეხლა გაპიარებული და ტრენდში, მაგრამ ჩემი აზრით ვარგა ეგეთი მარტო თუ ძირითადათ თამაშობ და უყურებ HDR ფილმებს თუნდაც, მაშინ კი იდეალური არჩევანია ოლედი, ისე არა სხვა საქმისთვისაც თუ გჭირდება, თუმცა გეიმინგშიც ცალკე აქვს ბაგები, თუნდაც ფლიკერინგი და ისეთი მაღალი სიკაშკაშე არა აქვს როგორც მინი ლედ იპს თუნდაც, ჩემი ისე S სერიიდანაა მაგრამ სბორკის ხარისხი-დასადები იდეალური აქვს, ალბათ იმიტომ რომ არ ღირდა მაინც ორი კაპიკი და 500$ აფასებდა რომ გამოვიდა დელი ჩემ მოდელს, თუმცა S სერიიდან უფრო უბრალო მოდელებიც აქვს დელს გამოშვებული, აი ულტრაშარპები გამოირჩეოდენ ყოველთვის თავისი გამძლეობა-სბორკის ხარისხით და დასადებიც იდეალური ექნება მაგაზე Quote
მათე Posted May 9 Author Posted May 9 U2725QE გამოვიდა backlight bleed და coil wine-ს საშინელი პრობლემა აქვს. კიდევ აქვს რაღაც პრობლემები მაგრამ ეგ ძალიან გავრცელებულია. მე რასაც ვუყურებ ეს იაფიანი მონიტორები გაცილებით უპრობლემოდა ვიდრე ესეთი ფიჩერებით გატენილი და მაგრად მიკვირს ასეთი უხარისხოები რომ არის ამოდენა ფასის მქონე მოდელები. მე სრულად ბნელ ოთახში ვმუშაობ ხოლმე ღამე მიყვარს ხოლმე მუშაობა და აბა მანდ სულ უნდა ვუყურო. იმ ბენქს ისე არ ქონდა ეგ გლოუ პრობლემა და არც backlight bleed ქონდა. Quote
George Posted May 9 Posted May 9 იპს-ზე ეგ ხშირი პრობლემაა ძალიან, მე ღამითაც ლედი მაქვს 100W და არ მაღიზიანებს გლოუვინგი, ანუ არ ეტყობა დიდათ ჩემთან მასე, მარტო შეამჩნევ ჩემზე შავ ფონზე თუ ოთახში არ ბნელა, გლოუვინგი სხვადასხვანაირი აქვს იპს-ზე, ფერებშია სხვაობა, ზოგი უფრო გამაღიზიანებელია, ზოგი ნაკლებათ, ზოგ მოდელზე ნაკლებათ ეტყობა ეგ მაინც, აგერ სკრინები დაუყრია ვიღაცას U2724D მოდელის ფორუმზე : S2721DS ეგ უკვე ახალი მოდელია U2427D იძახიან სიბნელეში უფრო მაღალი კონტრასტი აქვსო მაგ დელზე reflection გამო, ისე მაგ მოდელზე ქონია კიდე thunderbolt daisychaining საპორტიც, სიბნელეში გადაღებული ვიდეობიც ვნახე მაგ მონიტორის: რავი თითქოს არა აქვს დიდათ გლოუვინგის სერიოზული პრობლემა მაგაზე, დიდი ალბათობით სიბნელეში თუ მუშაობ რამე სხვა მოდელი აიღო ჯობია ალბათ, გლოუვინგი აქვს მაინც მაგაზე და კაკრაზ სიბნელეში შეატყობ, განათებულ ოთახში ნორმალური სიტუაციაა მაგაზეც It has some backlight bleeding – most noticeable at top and bottom edges, there is also a moderate amount of IPS glow – nothing to worry about at 0% – 10% brightness as is in relatively same amount from the 4 sides. A bit more than ASUS PA278QV and Dell S2721DS, and it was yellow-ish tint. მოკლეთ აგერაა განხილვა ერთი უზერის და შეხედე რეებს წერს https://www.rtings.com/discussions/KhNxTGZD27NFV0Z3/review-updates-dell-u2724de 1000 ლარათ მგონი ისეთი ძვირი არაა, 450 ევროც ღირებულა ევროპაში ეგ მოდელი Quote
მათე Posted May 10 Author Posted May 10 დღეს მაღირსეს 5 დღიანი საბაჟოზე გაჩერების მერე mini pc და ვეღარ დაველოდე და ეს მონიტორი შევიძინე დღეს. თვალებისთვის აშკარად საკაიფოა ეხლა ვატყობ აგერ სიბნელეში რბილი საყურებელია უფრო ვიდრე იგივე ჩემი ლეპტოპის დისპლეი. https://pcshop.ge/product/dell-p2723qe-27-ips-4k-usb-c-silver/ ამ mini pc-მ უფრო გამაოცა. amd-ს სერიოზული igpu-ები ქონია. თან ჩემი ბოლო მოდელი არცაა. gmktec k8 plus-ა 8845hs თ რომელსაც 780m აქვს ინტეგრირებული. geekbench 6-ზე ასეთი შედეგი დადო balance mode-ზე ანუ 53-54 w-ზე აყენია. quiet mode 35 w და performance 70W ბიოსიდან ყენდება. თუმცა პერფორმანსზე მერე igpu-ს ართმევსო და თანაც ხურდება უფრო ზაფხული მოდის. 2 ქულერი კი უყენია. დღეს რაც ვნახე 75 გრადუსზე მაღლა არ ასულა. თუმცა ფენი აშკარად არ ბრუნავდა დიდი სიჩქარით არ ისმოდა ხმა. egpu-ს თუ მიუერთებ კი აწევ კაცი performance-ზე 70w-ზე მანდ igpu აღარც გინდა და გამოიყენებს საკაიფოდ cpu. msaa-ს მეტი დანარჩენები ავუწიე ბოლომდე 4k-ზე და ასეტოში 40-50 fps-მდე დადო. low-ზე 60 აქვს. ვცდი რამდენიმე იგრაში მერე მაინტერესებს რა შეუძლია. 1080p-ზე დარწმუნებული ვარ ყველაფერს გათამაშებს ნორმალურად ეს mini pc მისი ინტეგრირებულით. ისე დესკტოპების კი არა დღეს ვფიქრობდი კონსოლების დროც წავა მალე. ამ mini pc-ს აქვს type C gen 4 port-ც და oculink-ც. ეს უკანასკნელი პირდაპირ pcie-ზეაო დაერთებული და egpu-ზე სერიოზული პერფორმანსი ქონია. პირდაპირ მიერთება/გამოძრობა არ შეიძლება რათქმაუნდა. ხოდა ეგ რომ დაითრიო თავიდან კი იხდი მეტს ვიდრე კონსოლი ჯდება, სამაგიეროდ აგერ დღეს სანახავად მინდოდა და 20$_დ სერიოზული ფასდაკლებები ყოფილა სტიმზე 5 თამაში ვიყიდე. კონსოლზე ეგ თამაშები ერთად ეღირებოდა მარტო მაგ egpu dock-ს თანხა type C-ს თუ გამოიყეებ egpu-სთვის კარგავ პერფორმანსს შედარებით, თუმცა სამაგიოეროდ ჩართულზე მიერთება გამოძრობა შეგიძლია. ვიდეო და dock რომ მქონდეს შეადარებდა კაცი მაგათ და ზოგადად რა პერფორმანსს დებს. ვნახოთ მერე თუ დავითრიე რამე დოკი იაფად და gpu-ც თუ ვიშოვე, მაგრამ ეგ ჯერ არ მაქვს გეგმებში. მონიტორს რაც შეეხება. ფეხი გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე იმ benq-ს ქონდა. შედარებით მსუბუქი და თხელია. ნაკლებადაც თბება ხელს რომ მიადებ ზედ ეკრანზე. KVM არ ქონია ამ მოდელს. არც HDR აქვს თუმცა linux-ზე მაინც ვერ გამოვიყენებდი. glow-ს სრულ შავ ფონზე ვატყობ, მაგრამ დიდად არა. ინტერნეტში მოძიებული ინფო გაცილებით უარესი იყო, ტელეთი ფოტო გადავუღე და საშინლად ჩანდა. მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არაა მასე. არ ვიცი კამერები ძაან აფუჭებენ მაგას რაც ვნახე. 4k-მ გადაწონა მაინც რა. მაგ 2k 120 hz-იანზე რაც ვნახე მაინც დიდი input lag აქვს და დიდად არ გამოდგება მაგის სიჩქარე. სწრაფ სცენებში პირიქით რაღაცები ეტყობაო უფრო. ამიტომ ვამჯობინე ისევ 60 hz ოღონდ 4k. 163 ppi აქვს, რაც მშვენიერია და პიქსელებს ნამდვილად ვერ ვხედავ. 157 აქვს ჩემს ლეპტოპს და ვერც იქ ვამჩნევდი პიქსელებს. 2k 27-იანს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს 108 ppi და თან პიქსელები მენახა თან 120 hz-ც არ ყოფილიყო როგორც გეიმინგ მონიკებს აქვთ აღარ გავურისკე. იმენა გეიმინგი თუ გინდა შედარებით მარტივი შესარჩევია მონიტორები რასაც ვუყურებ. მე რა საქმისთვისაც მინდა საკმაოდ ჭირს. ნუ ეგ ალბათ ამ ფასის კატეგორიაში 1600-მდე თუ ეძებ ეხლა ბოლოს უფრო იაფიანებს ვეძებდი ვიდრე სანამ ბენქს ვიყიდდი. მადლობა ყველას დახმარებისთვის. შევხედავ აბა იმედი მაქვს ეს მონიტორი მაინც გაამართლებს და იმუშავებს. ხო ისე ამას 3 წლიანი გარანტია მოყვა იმ ბენქსგან განსხვავებით, რომელსაც ველიდან რადგან მქონდა ნაყიდი 2 წლიანი გარანტია მომიყოლეს. Quote
George Posted May 10 Posted May 10 ნუ გეიმინგში ეხლა ისე გაზარდეს მოთხოვნები რომ ინტეგრირებულით კი არა და 1080Ti ახალ იგრებს ვეღარ ითამაშებ 2K განსაკუთრებით, 1080P ბევრი რამე მაინც თუ გაუშვა 60ფპს ფარგლებში ნორმა გრაფიკით მაგ ძველმა ფლაგმანმა 11გბ VRAM-ით GDDR5X-ზე, გინდა მინიმუმ 2K-ის უკვე ალბათ 16გბ VRAM კარტები რამე RX 9070 XT-4070Ti super-5070Ti დონის მინიმუმ ალბათ, არ ვღადაბ ეგეთია რეალობა ვინც აქტიურათ თამაშობს ბოლო იგრებს, RT გარეშეც კი მინიმუმ ეგ მოთხოვნები უნდა უკვე UE5 დვიჟოკზე განსაკუთრებით ბოლო იგრებს, ინტეგრირებულები მანდ კვდებიან, როგორც შედარებით სუსტი ვიდეოკარტები 3070Ti ტიპისაც კი ან დაჟე 6800 მოდელსაც უჭირს 16გბ vram ყველაფრის გაშვება 2k, fsr და დაკლებით სეთინგების კი ბატონო ბევრ რაღაცას ითამაშებ, მაგრამ ახალი თანამედროვე იგრების გრაფიკა ნაგავი ოპტიმიზაციით და ზაპრედელნი მოთხოვნებით ძალიან კაპრიზნია ფპს-ის მხრივ მედიუზე მაღლა როცა აყენებ უკვე გრაფიკას, თანაშით კი უფრო ძველ იგრებს ან ახალი იგრების ნაწილს მართლა გათამაშებს სულ ბოლო თაობის ინტეგრირებულიც, განსაკუთრებით თუ დატვიკავ კარგათ და fsr ჩაურთავ მინიმუმ თამაშს, ცალკე მონიტორი კი მართლა არაა ადვილი მოსაძებნი საშენო 4k 27 ინჩიანი იპს მოდელი სამუშაოთ რომ გამოდგეს სულ მცირე, ან ძალიან ძვირია ან პრობლემები აქვს უფრო იაფიანებზე, ძვირიანებსაც აქვს საკმაო მინუსები თან 2000+ ლარათაც რომ აგეღო რომელიმე მათგანი, გეიმერულ მოდელებში კი მართლა ძალიან დიდი არჩევანია, მანდაცაა პრობლემური მოდელები და მინუსებიც საკმარისზე მეტია, მაგრამ შეიძლება მაინც ამორჩევა კარგი მონიტორის ეხლა საკმაოთ ნორმალური მაჩვენებლებით, მათ შორის კარგი hdr-ით ისე რომ არ გატყავდე ნამეტარი, დაჟე პს5 პროსაც კი არც თუ ისე სიმბოლური ფასით ბევრი დრო აღარ აქვს დარჩენილი, მალე ჩაანაცვლებს ალბათ უკვე მაგასაც რამდენიმე წელში პს6 უფრო ძლიერი ხარდით, მალე ძველდება მორალურათ ნამეტარი ეხლა ეგეთი ცუდი ოპტიმიზაციის და ზაპრედელნი გრაფიკის გამო სადაც დიდ დოზებში RT ხმარობენ უკვე დევები ხარდი და იზრდება მოთხოვნები ბოლო თაობის იგრებში პს-ზე და კონსოლებზეც, ინტეგრირებული გრაფიკა მაგათ ვერასდროს ვერ დაეწევა ალბათ იმ დონეზე რომ მოკლას კონსოლებზე და ძვირიან გეიმერულ კარტებზე სპროსი, განსაკუთრებით ეგეთი პადხოდით როგორც ეხლა აქვთ, პადრიათ ყველაფრის ჩაკვეხება რომ დაიწყეს თამაშებში რისი ჩაკვეხებაც შეეძლოთ RT იქნება თუ სხვა ფიშკები და ბევრი რაღაცა აბეზალოვკაა უკვე, ანუ ვეღარ გამოურთავ შემდეგ იგრებში დიდათ რისი გათიშვაც ეხლა ჯერ კიდევ შეიძლება ნასტროიკებიდან, ძალიან ძვირი სიამოვნებაა უკვე თანამედროვე გეიმინგი, ცალკე სისტემას კი ააწყობ მაქსიმუმ ასე 800-1000 ლარშიც თანამედროვე პროცესორი-რამებით, თვითონ ვიდეოკარტა ღირს კარგი ლამის ორი მაგდენი და ეგ უფრო დიდი პრობლემაა ბევრისთვის ვიდრე სხვა ნაწილების და ხარდის ყიდვა მაინც Quote
მათე Posted May 10 Author Posted May 10 @George ეს დავწერე იმ mini pc-ზე windows აყენია დავააფდეითე დავარესტარტე და მკვდარი პიქსელი შევნიშნე მონიტორზე. (( აი ტელეთი დავზუმე და კარგად გამოვაჩინე სრულად შავ ფონზე. ხვალ დილასვე დავურეკავ და ვეტყვი. ნორმალური მუშა მონიტორები დაილია თუ მე მაქ ასეთი ბედი ვეღარ ვხვდები რა ხდება. Quote
George Posted May 10 Posted May 10 ორივე მგონია მე, ანუ შენც არ გიმართლებს და საერთო სბორკის ხარისხი და მატრიცის დონე ბოლო თაობის ვიდეოკარტების არ იყოს ნვიდიამ რომ ხლამობა გამოუშვა დაეცა მაგარი მემგონი, ჩინელებიც რაღაცეებს მიედ მოედებიან რომ დაწიონ ქარხნებში გამოშვების ღირებულება და ცუდი ტენდენციაა საკმაოთ მაგ მხრივ ეხლა, მე არ ვიცი რამდენათ გამიმართლა მაგრამ განსაკუთრებით მეორე დელზე არცერთი დედ პიქსელი არ ქონია, აი ძველ 1080P P2314h რომ მქონდა მანამდე ქონდა ერთი მკვდარი პოლუპიქსელი მაგასაც, ნუ მანდ შავ ფონზე ჩანდა მარტო რომ დააკვირდებოდი ეკრანის ზედა კუთხეში, მე არ მიშლიდა ხელს ყურებაში და აღარ გამოვაცვლევინე მაგის გამო, კი იმუშავა მშვენივრათ ეგრეც 8 წელზე მეტი და მერე მივაყიდე სიმბოლურ ფასში ისე რომ არც გაცხომია სული და ეს ახალი ავიღე უკვე რამდენიმე წლის უკან, ესეც ჯერ კარგათ უბერავს, ცოტა პრობლემურია შენ გემოზე ფერების დატვიკვა, კონტრასტიც შეიძლებოდა უფრო მაღალი ქონოდა, სხვა მხრივ რამე სერიოზული ბაგები და გაბერვები არ ქონია, არც მკვდარი პიქსელი ქონდა და არც სხვა ტიპის გაბერვები ჩემზე ჯერ, გეიმინგისთვისაც იდეალურია ეს, ფრეიმსკიპინგი და ციმციმი ფაქტიურათ არა აქვს, აქვს ჩვენ ფორუმზეც ჩემნაირი მოდელი რამდენიმეს მგონი და უკმაყოფილო არავინ ყოფილა, ალბათ შედარებით კარგი სიტუაციაა მაინც ჩემ მოდელზე სბორკის ხარისხის მხრივ, ანუ ბევრი ბრაკი ნაკლებათაა მაინც, თუმცა რა თქმა უნდა გამართლებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორც ჩანს ახალ მოდელებზე ხშირათ აქვს დედ პიქსელების პრობლემა დაჟე უფრო ძვირიან მოდელებზეც კი, ან ჩვენთან არის რამე ცუდი პარტია შემოტანილი შეიძლება ზოგ მოდელზე, ალბათ მაგ მხრივ უფრო ცუდი სიტუაცია იქნება მთლათ უბრალო ბიუჯეტურ გეიმერულ მოდელებზე, მათ შორის ჩინური ბრენდის რაცაა შემოტანილი, ეს მოდელიც არაა გამორიცხული პრობლემური იყოს თუმცა აქ მგონი ჯერ არავის აუღია ჩვენ ფორუმზე ეგეთი https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 მაგ მხრივ მგონი კიდე უფრო ცუდი სიტუაციაა va მატრიცაზე, მანდ ძალიან მოიკოჭლებს ვიცი უფრო ძვირიან მოდელებზეც სბორკის ხარისხი არა მარტო სამსუნგის მონირებზე და ძალიან ბლომათ დედ პიქსელები ქონია და სხვადასხვა ტიპის ქარხნული ბრაკი მაგ პანელზე, ამ ფორუმზეც არაერთ უზერს ქონდა პრობლემები ვიცი, ზოგს კი რამდენიმე წლის შემდეგ გაუფუჭდა მონიტორი და გამოცვლა დაჭირდა, მაგ მხრივ იპს უფრო გამძლეებია ჩემი აზრით, ისე კი ეგ მოდელები რაც შენ დაითრიე ეგეთი პრობლემური თუ იქნებოდა მეც არ მოველოდი, დელები უფრო გამოირჩევა თან სბორკის ხარისხით მაინც, როგორც ჩანს მაგათაც დაიწყეს ლევი ეგზემპლიარების გამოშვება უკვე, ბოლო-ბოლო ეგეც ჩინურ ფაბრიკებშია აწყობილი სულ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ეგ დედ პიქსელების პრობლემა ძალიანაა მოდებული და გავრცელებული ეხლა და არც იპს-ია გამონაკლისი ალბათ, ისე არ ვიცი ოლედზე თუა ეგ პრობლემა გავრცელებული Quote
მათე Posted Saturday at 09:33 PM Author Posted Saturday at 09:33 PM კუთხეში რომ ქონდეს კიდე აიტანდა კაცი. უბრალოდ დღეს ნაყიდია და მერე რა მოუვა ეგეც არ ვიცი. ეს იმენა ზედ ცენტრში აქვს. ოდნავ ქვედა მხარეს მაგრამ ცენტრში. პიქსელებს ხომ ვერ ვხედავ ასეთ ppi-ზე მაგრამ შავ ფონზე ეხლა ამ პიქსელს 40 სმდანაც ვხედავ. თვალი მაქეთ მიდის ეხლა სულ. ვნახოთ აბა ხვალ დილასვე მოვიკითხავ ამ ამბავს და გადამიცვალონ კარგში. მონიტორი ვერ ვიყიდე იმენა ასეთი არ მახსენდება მართლა ეხლა დაიწყეს მაიმუნობა ეტყობა. Quote
George Posted Saturday at 09:56 PM Posted Saturday at 09:56 PM ამ ფორუმზე ბოლო წლებში ვინც დაითრია ახალი მონიკი საკმაოთ ბევრს ქონდა სხვათაშორის დედ პიქსელის პრობლემა, ნაწილი დაჯერდა, ნაწილმა გამოაცვლევინა, ალბათ გააჩნია მართლა სად ქონდა ეგ პიქსელი და მოქმედებდა ნერვებზე, ჩემს მართლა არ ეტყობოდა თორე შემეძლო მეც გამოცვლს, რუსთავშივე ავიღე მაშინ ატომში, ეგ მეორე კი უკვე allmarket ჩამომიტანეს ფაქტიურათ პადიეზთან მომიტანეს და თან უფასოთ, მე არ მირბენია არსად, ცუდი გამოცდილება მაგ მხრივ მე არ მაქვს მაგ მაღაზიასთან, კი შევხედე და მართლა ნიტო პონტია, გამოსაცვლელია ჩემი აზრით, იმედია არ იქნება პრობლემა და კარგით შეგიცვლიან Quote
მათე Posted yesterday at 09:11 AM Author Posted yesterday at 09:11 AM @George ამ მონიტორზე რას იტყვი? HDR არ უვარგა, ისე არაუშავსო რაც გადავხედე common problem-ებში ისეთი სასწაულები არ უწერია რაც დელებს და ბენქებს. AOC U27G3X 27 Black Quote
George Posted yesterday at 09:16 AM Posted yesterday at 09:16 AM ეგ 2022 წლის გეიმერული მოდელია 160 გერციანი ფრისინკის საპორტითაა, რამდენადაც მახსოვს არ შემხვედრია მაგის კარგი აბზორი, ამიტომ მონიტორების თემაში არ მაქვს დაგდებული ლინკი რომ გადამეხედა რას წარმოადგენს ეგ იპს კალიბრაცია-ჩვენების მხრივ, ფურცელზე ცუდი არ ჩანს, სამუშაოთ რამდენათ პრობლემურია ვერ გეტყვი, განსაკუთრებით ბნელ ოთახში აქვს თუ არა გლოუვინგი ან რამე სხვა პრობლემა იპს-ზე რაც აქვს ხოლმე უფრო, დედ პიქსელებზეც ალბათ როგორც გაგიმართლებს უკვე, ისე კი ტაივანურ au optronics მატრიცაზე ყოფილა ეგ აოკი, HDMI 2.1 საპორტი მაგასაც ქონია, იდეაში ვაიდ გამუტ ახვატი კარგი უნდა ქონდეს, კალიბრაცია არ ვიცი რამდენათ პრობლემურია მორჯულება ან რამე დეფექტი თუ აქვს ჩვენებაში, მაგას ნორმა აბზორი უნდა უკვე რომ გადამეხედა კარგათ დეტალები, მაგრამ მსგავსი რამდენიმე მოდელი იყო Rtings-ზე, იმათ საკმაოთ ნორმა ჩვენება ქონდა და სწრაფი მატრიცა, ეგ არ ვიცი იმათ დონეზეა თუ უფრო ცუდი Quote
მათე Posted yesterday at 11:13 AM Author Posted yesterday at 11:13 AM @George ეს მოდელი? Y27qf-30 https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-27-legion-y27qf-30-67a7gac3eu-raven-black.html ვახ ეს გაძვალტყავებული ყოფილა type C საერთოდ არ აქვს არც rj 45-ს მისაერთებელი არადა 2k -ა და ამოდენა ფასი ადევს. Quote
George Posted yesterday at 11:28 AM Posted yesterday at 11:28 AM ეგ 2023 წლის მოდელია, უკვე 2K მოდელია, 240 გერციანი ფრისინკის საპორტითაა, უბრალოთ ეგ უკვე ჩინურ BAE მატრიცაზე ყოფილა, ისე ეს LG მონიტორიც BAE ips ჩინურ მატრიცაზე ყოფილა https://allmarket.ge/ka/product/361679-monitori-lg-27up850k-w_ama_-27-monitor_-4k-uhd_-ips_-hdmi_-dp_-usb-type-c_-silver ეგ 2024 წლის მოდელია, ანუ საკმაოთ ახალი Quote
მათე Posted 9 hours ago Author Posted 9 hours ago ძაან მწირი არჩევანია რა @George ამ მოდელზე რას იტყვი? https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lg-34-34wq75c-b-curved-ultrawide.html ულტრავაიდისკენ იმიტომ წავედი რაღაცებზე კი უარს ვიტყვი მაგრამ ფილმებზე მაინც იქნება ეგ სასიამოვნო შავი ზოლები საერთოდ არ ექნება. Quote
George Posted 8 hours ago Posted 8 hours ago ეგ 3 წლის უკანდელი მოდელია სადღაც, იპს-ია ოღონდ ნანო არა, მანამდე რაც გამოდიოდა მგონი ეგაა , მაგეებსაც ფაქტიურათ ჩემნაირი მონიტორის პიქსელების ზომა აქვს ანუ PPI 110 ფარგლებში ექნება სადღაც, ფსევდო 10 ბიტიან მატრიცაზეა ეგეც უბრალო HDR საპორტით, ქონია აგრეთვე ორი ცალი 7 ვატიანი სტერეო სპიკერიც, აქვს უსბ-с 90W საპორტიც, დანარჩენი არ ვიცი რა ხდება გლოუვინგი-კალიბრაციის მხრივ მაგ მოდელზე, წესით ცუდი სიტუაცია არ უნდა იყოს ძალიან Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.