gio_kiborg Posted April 16 Posted April 16 Lenovo Ideapad S340-ლეპტოპზე (i3 8თაობა, ინტეგრირებული ვიდეო, Win 11, 12 gb RAM) არ გამოქონდა გამოსახულება HDMI პორტზე, არც USB-c ადაპტერით, ინტელის ბოლო დრაივერი ეყენა, სხვა მხრივ მუშაობდა გამართულად ვიფიქრე BIOS-დან ხომ არ არის რაიმე სეთინგი რომ ჩავრთოთქო, ძალიან დეტალური BIOS ქონდა, ჩინურ ფრანკენშტეინ დედაპლატებს რომ აქვთ ხოლმე ლეპტოპის პროცესორებით გრაფიკასთან დაკავშირებით ისეთი არაფერი პარამეტრი არ იყო რაც HDMI გამოსახულებას დაბლოკავდა ერთი ვნახე edp 12 თუ 24 ბიტიანი იყო მისათითებელი და 24 მივუთითე, რესტარტის მერე არ გამოაქვს გამოსახულება არც თავის ეკრანზე, ჩართვით აშკარად ირთვება (LED ინდიკატორები ანათებს ქულერიც ტრიალებს ხოლმე) ვიფიქრე BIOS დავარესეტებთქო, ჩავხსენი ბატარეა, ასევე დედაპლატიდან ამოვაძვრე CMOS-ის ელემენტიც, 1 საათზე მეტი დროით დავტოვე ეგრე (დამტენი რა თქმა უნდა არ ქონდა შეერთებული) და მაინც იგივეს აკეთებს სხვა გზა ხომ არ იცით ბიოსის დარესეტება? ზოგ ლეპტოპს დედაპლატაზე კონდაქტები უნდა დაუმოკლო მაგალითად.... ან სხვა რამე დიაგნოსტიკას ხომ არ მირჩევდით? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.