Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

SoSoValue-ის მონაცემებით, გასულ სამუშაო კვირაში სპოტ Bitcoin ფონდებიდან თანხების მთლიანმა გადინებამ შეადგინა თითქმის 800 მლნ აშშ დოლარი. ზედიზედ მეოთხე კვირაა, როდესაც აშშ-ის ETF-ები აფიქსირებენ უარყოფით შედეგებს. საერთო ჯამში მათ ამ პერიოდში დაკარგეს დაახლოებით 4.5 მლრდ აშშ დოლარი, თებერვლის ბოლო კვირა კი რეკორდული კვირა გახდა, როდესაც ინვესტორებმა Bitcoin-ის ფონდებიდან 2.5 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაიტანეს. 

გასულ ორშაბათს Bitcoin ETF-ებიდან გავიდა 74.19 მლნ აშშ დოლარი, სამშაბათს - 143.43 მლნ აშშ დოლარი, ოთხშაბათს - 38.3 მლნ აშშ დოლარი, ხუთშაბათს - 134.26 მლნ აშშ დოლარი. კაპიტალის ყველაზე დიდი წმინდა გადინება მოხდა პარასკევს, როდესაც სპოტ Bitcoin ფონდებმა 409 მლნ აშშ დოლარი დაკარგეს. 

ამ დღეს ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს ARK-ის კუთვნილმა ARKB ETF-მ და 21Shares-მა - პარასკევს ფონდიდან გაიტანეს 160.03 მლნ აშშ დოლარი. შემდეგი იყო Fidelity-ს ფონდი FBTC, რომელმაც 154.89 მლნ აშშ დოლარის დანაკარგი განიცადა. IBIT-ის BlackRock-მა, Grayscale-ის GBTC-მ და Bitwise-ის კუთვნილმა BITB-მაც დააფიქსირეს თანხების გადინება 39.85 მლნ აშშ დოლარის, 36.46 მლნ აშშ დოლარის და 18.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად. 

VanEck-ის HODL იყო ერთადერთი ფონდი, რომელიც არ დაექვემდებარა საერთო ტენდენციას და დაფიქსირა მცირე შემოდინება 619.550 აშშ დოლარი. 

რთულ პერიოდს გადიან Ethereum სპოტ ფონდებიც, რაც უკვე მეორე კვირაა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მათ თითქმის 455 მლნ აშშ დოლარის  დანაკარგი დაკარგეს. 

Posted

არა მარტო მაქედან ამასწინათ ინფო ვნახე ლამის 1.5$ ტრილიარდამდე დაკარგესო უკვე ბირჟებმა ტარიფების დაწესების შემდეგ, ანუ ძალიან დიდი ფული გასულა ბირჟებიდანაც, არა მარტო კრიპტოდან, ეგ ტარიფები ძალიან მოქმედებს მინიმუმ დაწესების შემდეგ გარკვეული პერიოდი აქციებზე და ბიტკოინის ფასსზე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.