Jump to content

Recommended Posts

Posted

ინდუსტრიის წამყვანმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo- განაცხადა, რომ Apple გეგმავს წარმოადგინოს თავისი პირველი დასაკეცი iPhone წიგნის მსგავსი დიზაინით და პრემიუმ ფასით 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში. სმარტფონის მთავარ დისპლეს ექნება დაახლოებით 7.8 დუიმი დიაგონალი დაკეცვის ხილვადი ნაწილის გარეშე და გარე 5.5-დუიმიანი ეკრანი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: macrumors.com 

დაკეცვისას მოწყობილობის სისქე იქნება 9-დან 9.5 მმ-მდე, ხოლო გაშლისას - 4.5-დან 4.8 მმ-მდე. კორპუსი დამზადებული იქნება ტიტანის შენადნობისგან, საკიდი კი - უჟანგავი ფოლადის და ასევე ტიტანის შენადნობის კომბინაციით. კამერა შედგება ორი ლინზისგან - უკანა და ერთი წინა კამერისგან, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც დაკეცილ, ასევე გაშლილ მგომარეობაში, წერს MacRumors Kuo-ს მონაცემებზე დაყრდნობით. 

საინტერესოა, რომ Apple, შიდა სივრცის დაზოგვის მიზნით, აშკარად უარს იტყვის Face ID სისტემაზე Touch ID-ის სასარგებლოდ, რომელიც ჩაშენებული იქნება გვერდით ღილაკში. კომპანია დასაკეც iPhone-ს წარმოგვიდგენს, როგორც „სრულფასოვან AI მოწყობილობას“, რომელიც უფრო დიდი ეკრანის წყალობით და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით მომხმარებელს უფრო ეფექტურ მრავალამოცანიანი მუშაობის საშუალებას მისცემს. 

რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას და ფასს, Kuo-მ აღნიშნა, რომ სმარტფონი გამიზნული იქნება Apple-ის ერთგულ ფანებზე, რომლებიც აღიქვამენ კომპანიის ინოვაციურ მოწყობილობებს, როგორც „აუცილებელად შესაძენს, თუ მათი ხარისხი, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს მოლოდინს. დასაკეცი iPhone-ის ფასი სავარაუდოდ არა მხოლოდ 2000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, არამედ შესაძლებელია 2500 აშშ დოლარსაც აღემატებოდეს. 

Apple აპირებს მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ხოლო პროექტის ოფიციალურად გაშვებას - მესამე კვარტალში. მასობრივი წარმოება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში. გარდა ამისა, კომპანია უკვე განიხილავს დასაკეცი iPhone-ის მეორე თაობის გამოშვების შესაძლებლობას პირველი მოდელის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.