Popular Post გათი Posted April 29, 2011 Popular Post Share Posted April 29, 2011 ეს თემა იმისათვის დავწერე, რომ ბევრი კითხულობს ხოლმე 3D სათვალეზე, როგორ მიიღონ ეს ეფექტი, შეუძლიათ თუ არა მათ კომპიუტერს მისი ჩვენება და ა.შ. მაგრამ არ იციან რა ქნან. მიშას მშვენიერი სტატია აქვს სტერეოსკოპიაზე, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ თეორიული ახსნებით და გადავიდეთ პირდაპირ პრაქტიკაზე.* იმას უნდა ხვდებოდეთ რომ სტერეოსკოპული ეფექტი იქმნება ორი სხვადასხვა კუთხით გადაღებული სურათების ზედდებისას, თითოუელ სურათს თავისი ‘მარკერი’ უდნა ჰქონდეს, რათა სათვალემ მოხაერხოს მათი გარჩევა. არსებობს ბევრი სხვადასხვა 3D ჩვენება/მიღების ტექნოლოგია, თუმცა მე განვიხილავ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებსა და აქტუალურებს.- ყველაზე გავრცელებული - ანაგლიფური 3D (Anaglyph 3D) ამას ყველაზე პირველად ვწერ, რადგან მისი გაკეთება ყველას შეუძლია ვისაც 10 ლარი აქვს ანაგლიფური 3D მიიღება ორი სურათის შრისგან, რომელთაგან ორივე არის სხვადასხვა ფრად გაფერადებული რათა სათვალის მიერი მისი ამოცნობა მოხდეს. ასეთებიდან ყველაზე გავრცელებული არის წითელი/ციანიდისფერი (წითელი/ლურჯი) მასალა/სათვალე. ანუ თუ თქვენ გინახავთ ისეთი ვიდეოები, სურათები ან თამაშები სადაც ყველაფერი გაორებულია და სხვადასხვა ფრადაა გაფერადებული, ესეიგი - ანაგლიფურია. გაგიმართლად, რადგან ანაგლიფური 3D არ მოითხოვს არანაირ კომპიუტერულ მოთხოვნილებებს, მხოლოდ და მხოლოდ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც ასე გამოიყურება: ან უფრო მოდურად გაითვალისწინეთ - ანაგლიფური სათვალე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ვარიაციებში და არა მხოლოდ წითელი/ციანიდისფერი, თუმცა ყველაზე გავრცელებული ეს უკანასკნელია. ასევე თქვენ შეიძლება ინტერნეტში ნახოთ უამრავი ვიდეო, თუ როგორ უნდა გააკეთო ასეთი სათვალე ხელით (მარკერებით და კიდე რაღაც ფოლგით), თუმცა უნდა იმედები გაგიცრუოთ - მრავალგზის მიცდია ასე გაკეთება და ნორმალური შედეგი არც ერთმა უჩვენა. ამიტომ გირჩევთ იყიდოთ. • ვყიდულობთ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც დაახლოებით 10-15 ლარამდე ღირს თბილისში (კინოთეტრ რუსთაველშიც იყიდება). როგორც წესი იქნება წითელი/ციანიდისფერი, და საერთოდ სასურველია რომ ეს ფერები იყოს და არა სხვა. სათვალე ვიყიდეთ, მაგრამ ახლა ავხსნი, თუ როგორ მივიღოთ სიამოვნება ვარიანტი 1: www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფის (და ასევე სხვა ტიპის 3D-ს) მხარდაჭერა, არის ვიდეოები რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ზემოთხსენებული სათვალით. უბრალოდ მოძებნეთ anaglyph video. ასეთი ვიდეოების ამოცნობა ადვილია - გაორებული და გაფერადებულია სესაბამის ფერებად. ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ anaglyph photos/images ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, თუმდაც ანაგლიფურით. აი ასე: ვარიანტი 4: nVidia-ს მომხმარებლებო, თქვენ კი შეგიძლიათ ისარგებლოთ დრაივერს მოყოლებული ხელსაწყოთი, nVidia Control Panel-ში უნდა ჩართოთ სტერეოსკოპული 3D - ანაგლიფური და ამიერიდან შეგეძლებათ ნებისმიერი თამაში რეალურ დროში ანაგლიფური გახადოთ. მსგავსი ანალოგი AMD/ATI-საც აქვს. ასევე არის მესამე მსგავსი ფუნქციის დრაივერი/პროგრამა:http://www.iz3d.com/ <- შეუძლია თამაშები ანაგლიფში გაუშვას. გაითვალისწინეთ - ამ ფუნქციის ჩართვის შემდგომ თამაშებში FPS დაეცემა, თუ ნორმალური ან კარგი ვიდეო ბარათი გაქვთ შეგიძლიათ ამაზე დიდად არც იდარდოთ ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d კინოებზე, როგორც წესი, უმრავლესობა ანაგლიფურია, რადგან ინტერნეტში სხვა ტიპის 3D დიდად გავრცელებული არ არის. ეს იყო ყველაფერი ანაგლიფზე - ანაგლიფური სათვალე, შესაბამისი კინო-ვიდეო/სურათი/თამაში. დადებითი მხარე: იაფი, ადვილი ხელმისაწვდომობა, ინტერნეტში გავრცელებული უამრავი რესურსი. უარყოფით მხარე: ფერადი მარკერების გამო ფერები ძალიან გაფუჭებულია, დროთა განმავლობაში თვალებს ტკენს, მისი ხშირი მოხმარება თავის ტკივილს იწვევს, ხოლო ძალიან ხშირი მოხმარება (24/7 ) ხელს უწყობს სივრცობრივი აღქმის დაქვეითებას.- აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე (Active-shutter Polarized 3D Glasses) ეს უკვე სერიოზული წინსვლაა, ფანტასტიკრუი ეფექტი, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნება. პოლარიზებული 3D (თუ რა არის პოლარიზებული 3D, იხილეთ მიკიპედიაში, თუმცა მგონი უდნა იცოდეთ საერთოდ პოლარიზაციის მოვლენა ფიზიკაში) მოითხოვს სპეციალურ სათვალესა და ეკრანს, და შესაბამის ვიდეო/სურათს. სათვალე: ყველაზე გავრცელებული და პოპულარული 3D სათვალე PC-სთვის, რომელიც “ultimate” გეიმერებისთვის მისწრებაა, ეს არის nVidia 3D Vision Kit. კომპლექტი შედგება სათვალისგან, საწმენდი ნაჭრისგან, კონტროლერისგან (რარაც ინფრაწითელი ტალღების გადამცემია), სტერეოდან 2,5მმ-ზე გადამყვანი აუდიო კაბელისგან, USB კაბელისა და დამტენი კაბელისაგან. სათვალის სტრუქტურა: აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალეს ლინზის მაგივრობას უწევს თხევადკრისტალური შრეები, რომელნიც განსხვავებულ ვოლტაჟზე ბნელ შეფერილობას იღებენ, ისე კი გამჭვირვალეები არიან. ასეთი ტიპის სათვალე მოითხოვს შესაბამის მონიტორს. ეს უნდა იყოს 120Hz-იანი მონიტორი. რატომ 120? ახლავე აგიხსნით. საერთოდ ეს ეკრანის „ჰერცები“ არის მონიტორზე წამში სურათის განახლების სიხშირე. ანუ 120ჰერცი ნიშნავს რომ ყოველ წამში სურათი 120ჯერ განახლდება. საერთოდ რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი - მეტი სიხშირე მეტად გლუვ და რეალურ მოძრაობას გვიჩვენებს. როდესაც კომპიუტერში ჩართულია პოლარიზებული 3D, ამ დროს შესაბამისი მასალა (ვიდეო, სურათი ან თამაში) იყოფა ორ შრედ, გვეჩვენება თითქოს გაორებული არისო - თუმცა ანაგლიფურისგან განსხვავებით ორივე მსგავსი შრეა და არა გაფერადებული, რის გამოც ჩვენების ხარისხი არანაირად არ იკარგება! როდესაც პოლარიზებულ სათვალეს გავიკეთებთ, თითოუელ თვალზე მოვა გამოსახულება 60-60ჰერცით. ანუ რადგან ეკრანი მთლიანობაში 120 ჰერციანი, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ორად გაყოფის, რომელთაგან თითოეულზე მოვა 60-60 ჰერცი. 60 ჰერცი კი ის მინიმუმია რაც 3D-სთვისაა საჭირო (ამიტომაც გჭირდებათ 3D მონიტორის ყიდვა) ახლა კი როდესაც ეს სათვალე+მონიტორი გექნებათ, საჭიროა შესაბამისი მასალა. ვარიანტი 1: www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფურის გარდა პოლარიზებული 3D-ს მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაძებნოთ და ისიამოვნოთ. ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ 3d photos/images. არის უამრავი პროგრამა, რომელტაც შეუძლიათ პოლარიზებული სურათების გახსნა, ერთ-ერთი თვითონ nvidia-ს დრაივერსაც კი მოყვება. ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, შესაბამისი მენიუდან უნდა ამოირჩიოთ პოლარიზებული. ვარიანტი 4 თამაშისათვის კი კვლავ დრაივერს ვისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში ბევრად ძლიერი ვიდეო დაფა გჭირდებათ ვიდრე ანაგლიფურის შემთხვევაში. მინიმუმ GTX260-ის დონის მაინც! ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d. rutracker.org-ზე არის რამდენიმე პოლარიზებული კინოები და ვიდეოები. შევაჯამოთ: ვყიდულობთ nVidia-ს სათვალეს, ხოლო რადგან თითოეული შრე მოითხოვს 60-60ჰერცს - უნდა ვიყიდოთ 120 ჰერციანი მონიტორი და ბოლოს - შესაბამისი მასალა! P.S. 3D Vision Kit-ს შეუძლია მუშაობა CRT მონიტორებზე 100ჰერც სიხსირეზე მაქსიმუმ 1024x768 გაფართოებაზე, LCD -დან მოყოლებული კი შეზღუდული არ არის, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ პროექტორებისთვისაც! დადებითი: ჩვენების ხარისხი იგივეა (და 3D ხო მთლად უკეთესი!), უფრო მძაფრი აღქმა ხდება - არამარტო სიღრმის, არამედ საერთოდ გარემოსი. უარყოფითი: ძვირია, მოითხოვს ცალკეულ მონიტორებს, რომელიც ასევე ძვირი ღირს, და რადგან თხევადკრისტალური შრეებისგან შედგება, ხშირი გამოყენება თვალებს ვნებს.- პასიურჩამკეტიანი 3D ეს ბოლო გამოუყენებელია PC-ისთვის, მაგრამ ხშირად ისმსი ხოლმე კითხვა თუ ‘წავა’ თუ არა კინოტეატრის სათვალე კომპიუტერზე. პასუხი არის - არა. რადგან კინოთეატრში გამოიყენება პასიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე: ჩემი აზრით ეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტილებაა 3D-ში, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ კინოტეატრის პირობებში შეიძლება. აგებულება - უფრო მეტად კი კომპონენტები, თითქმის იგივე აქვს რაც ანაგლიფურს. იმ განსხვავებით რომ არ არის გაფერადებული და + თითოეული შრე არის პოლარიზებული. კინოტეატრში გაორებული გამოსახულების სინათლე ცალ-ცალკე ხვდება თითოეულ თვალს და ქმნის მძაფრ სამგანზომილებიან ეფექტს. დადებითი: ხარისხი არ იკარგება, იაფი საშუალება, საკმაოდ უსაფრთხო მოხმარების მხრივ. უარყოფითი: სამომხმარებლოდ გამოუყენებელი, ხოლო რადგან თვალს აქტიურად ვამოძრავებთ გარკვეული დაძაბვა ხდება ალბათ და მაინც რეკომენდაციას არავის ვაძლევ რომ ხშირად მოიხმარონ. 19 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tabo8226 Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ანაგლიფს რომ ვიკეთებ ხო წითელი ძაან ჩანს ეშველება რამე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted April 29, 2011 Author Share Posted April 29, 2011 ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ანაგლიფს რომ ვიკეთებ ხო წითელი ძაან ჩანს ეშველება რამე? არ ეშველება, უარყოფით მხარეებში ზუსტად ეგ მიწერია რომ ფერებს აფუჭებს. თუმცა დროთა განმავლობაშI თვალი ეჩვევა თუ 5 წუთზე დიდხანს გიკეთია. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tabo8226 Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 ჩემ მტერს ეკეთოს ეგ სათვალე 5 წუთზე მეტხანს :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 საკმაოდ საინტერესო და საჭირო სტატიაა +1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 მადლობ გიო +1 მართლა საზიანო და სატანჯავია ეგეთი ძალით 3D სათვალე თვალებს რას უშვება აღარც მაქსვ საუბარი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 (edited) მადლობ გიო +1 მართლა საზიანო და სატანჯავია ეგეთი ძალით 3D სათვალე თვალებს რას უშვება აღარც მაქსვ საუბარი ეგრეა, მგონი რომელიღაც ტოპიკშიც დავწერე, გუდვილში წავედი მაგის საყიდლად, 3D ფილმის DVD-ს ყიდულობდი და მოყვებოდა, სახლში რომ მოვიტანე, ზუსტად 2 წუთში აღმოვაჩინე, რომ ნაგავია, მთელი დღე თავი მტკიოდა და სწრაფად თუ შემოავტრიელბდი თავს, თავბრუსხვევის შეგრძნებასავით მქონდა, მთლად თავბრუ არ მეხვეოდა, მაგრამ ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. Edited April 29, 2011 by eXtreme-Hunter 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted September 16, 2011 Author Share Posted September 16, 2011 3D გამოსახულებსი ჩვენების პრინციპები: ანაგლიფური: როგორ ხედავთ ხდება ორი სურათის ერტდროულად პროექცია, თითოეულ კადრს ადევს მარკერი (ფერი) ხოლო სათვალე ეკრანიდან წამოსულ არეკლილ სხივებს ფილტრავს. წითელი წითელში გადის, ლურჯი ლურჯში, ასე იქმნება 3D ეფექტი. პოლარიზებული 3D: აქ ხდება გამოსახულების თითოეული კადრის პოლარიზება შესაბამისი ფილტრით (როგორც სურათზე ჩანს), ხოლო სათვალის ორივე მხარეს ადევს იგივე ფილტრები რათა სინათლე მხოლოდ ერთი მხრით გაატარონ, შესაბამისად მარჯვენა კადრი მხოლოდ მარჯვენა თვალზე მოვა, მარცხენა კადრი - მარცხენაზე. აქტიურ-ჩამკეტიანი სათვალეები: ასეთი ტიპის სათვალე (active-shutter) მონაცვლეობით აჩვენებენ გამოსახულებას, მაგრამ იმდენად სწრაფად რომ ჩვენი ტვინი მას 3D პროექციათ აღიქვამს. დადებითი ისაა რომ სპეციალური ფილტრები არ არის საჭირო. ლინზისებური (Lenticular) 3D: (სათვალის გარეშე) ამობურცული ლინზის დამსახურებაა ეს ეფექტი, გამოსახულების თითოეული შრიდან ამობურცული ლინზა თითოეულ კადრს შესაბამის თვალს გადასცემს. შედეგად ჩვენ სათვალე არ გვჭირდება 3D ეფექტის მისაღებად. ცუდი მხარე: თავის მოძრაობისას ან მიახლოებისას გამოასხულებასთან ეფექტი შეიძლება გაქრეს/ქრება. ამის გარდა მისი დიდი ზომების დამზადება საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომაც აქვს Nintendo 3DS-ს პარალაქსური 3D: (ასევე უსათვალო) პარალაქსი - საგნის მდებარეობის ხილული ცვლილება დამკვირვებლის თვალის გადანაცვლების შედეგად. პარალაქსური ჩვენების პრინციპი თითქმის იგივეა რაც ამობურცული ლინზისა, თუმცა აქ ლინზის მაგივრობას პარალაქსური ბარიერი უწევს, ბარიერი ბლოკავს გამოსახულებას ზოგიერთი ხედვის კუთხიდან და ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებს. წყარო: DPreview მოდერს ვთხოვ რომ შესაბამის განყოფილებაში დაამატოს: (3D-ში) ასევე მიკიპედიაშიც არ აწყენდა :) 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted September 17, 2011 Share Posted September 17, 2011 ვატყობ რომ ძალიან სასარგებლოს სტატიაა წინასწარ მადლიობა ავტორს შევჭამ რამეს და წავიკითხავ მერე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 18, 2011 Share Posted September 18, 2011 კიდე ერთი მაგარი ახალი გიდი სადაც 3D ტეხნოლოგიაც დეტალურათაა აღწერილი http://www.tweakguides.com/HDTV_1.html ვინც იგნლისური კარგათ იცის ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს, ბლაზმა VS LED და 3D-ზე და არა მარტო მაგეებზე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted September 18, 2011 Author Share Posted September 18, 2011 კიდე ერთი მაგარი ახალი გიდი სადაც 3D ტეხნოლოგიაც დეტალურათაა აღწერილი http://www.tweakguides.com/HDTV_1.html ვინც იგნლისური კარგათ იცის ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს, ბლაზმა VS LED და 3D-ზე და არა მარტო მაგეებზე ძალიან მაგარი გიდია, ყველას ვურჩევ ნახოს. :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted September 18, 2011 Share Posted September 18, 2011 მიკიში ჩაემატა, ფოტოგრაფიაში გადაიტანეთ ახლა თუ შეიძლება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXDrive Posted September 18, 2011 Share Posted September 18, 2011 ეს ყველაფერი ძალიან კარგია და გემრიელი და ერთი კითხვაც გამიჩნდაა... რომელი 3D მონიტორი ჯობია ამ 2იდან ? ASUS VG236HE თუ Acer GD235HZbid ? მადლობთ ყურადღებისთვის.. :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 19, 2011 Share Posted September 19, 2011 ორივე დაახლოებით ერთი დონისაა, მგონი დაჟე ერთნაირ მატრიცაზე არიან აი აბზორებიც: http://3dvision-blog.com/acer-aspire-gd245hq-120hz-3d-vision-ready-monitor-review/ http://forum.ixbt.com/topic.cgi?id=28:25598 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted September 19, 2011 Share Posted September 19, 2011 კარგი თემაა! მადლობა ავტორს! ეს პოსტი მიამატე თემის საწყისს,თემა უფრო ტევადი იქნება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Kemo Posted September 19, 2011 Share Posted September 19, 2011 კაი ხარ თბილისის კინოთეატრებში აქტიურ ჩამკეტიანი სათვალეები აქვთ, ჩვენება მაგარი ბანძია, ამერიკაშI Imax-ს პოლარიზებული 3D რომ ვნახე აქაურს გაცილებით სჯობს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted September 19, 2011 Share Posted September 19, 2011 და ისე ზოგადად აქტიურ ჩამკეტიანი უფრო საკაიფო არაა ვიდრე პოლარიზებული? პ.ს. რაღაც მახსოვს რომ ამირანში მემგონი პოლარიზებული აქვთ და რუსთაველში ჩამკეტიანი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted September 19, 2011 Author Share Posted September 19, 2011 და ისე ზოგადად აქტიურ ჩამკეტიანი უფრო საკაიფო არაა ვიდრე პოლარიზებული? პ.ს. რაღაც მახსოვს რომ ამირანში მემგონი პოლარიზებული აქვთ და რუსთაველში ჩამკეტიანი საერთოდ აქტიურ-ჩამკეტიანსა და პასურ-ჩამკეტიანს ჰქვია პოლარიზებული. და აქ ორივეგან პასიური სათვალეები აქვთ, უბრალოდ ფილტრებით. აქტიურ-ჩამკეტიანი არის nvidia-სი და კიდე საერთOდ 3D ტელევიზორების სათვალეები (ძირითადად). Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted September 26, 2011 Share Posted September 26, 2011 საერთოდ აქტიურ-ჩამკეტიანსა და პასურ-ჩამკეტიანს ჰქვია პოლარიზებული. და აქ ორივეგან პასიური სათვალეები აქვთ, უბრალოდ ფილტრებით. აქტიურ-ჩამკეტიანი არის nvidia-სი და კიდე საერთOდ 3D ტელევიზორების სათვალეები (ძირითადად). გასაგებია... უბრალოდ რუსთაველში სათვალეებს ელემენტები უჯდებათ და მეთქი აქტიურია თქო და ისე ზოგადად კინოთეატრებში მხოლოდ პასიურ სათვალეებს იყენებენ თუ შეიძლება აქტიურიც გამოიყენონ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted September 26, 2011 Author Share Posted September 26, 2011 გასაგებია... უბრალოდ რუსთაველში სათვალეებს ელემენტები უჯდებათ და მეთქი აქტიურია თქო და ისე ზოგადად კინოთეატრებში მხოლოდ პასიურ სათვალეებს იყენებენ თუ შეიძლება აქტიურიც გამოიყენონ? რუსთაველში? რამდენჯერ ვიყავი და გადატყვავებული სათვალე მქონდა, რაის ელემენტი რის ელემენტი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted September 26, 2011 Share Posted September 26, 2011 გააჩნია რომელ დარბაზში იყავი შეიძლება ზოგან აქტიური აქვთ ზოგან პასიური... ბოლოს საბოლოო დანიშნულებაზე ვიყავი აღარ მახსოვს რომელ დარბაზში მაგრამ ელემენტი დაუჯდა ჩემ მეგობარს (ისე საერთოდ რაც მინახავს მაგ ფილმს ჰქონდა საუკეთესო 3D ეფექტები დაჟე ცოტა გადააზედმეტეს) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted September 27, 2011 Author Share Posted September 27, 2011 გააჩნია რომელ დარბაზში იყავი შეიძლება ზოგან აქტიური აქვთ ზოგან პასიური... ბოლოს საბოლოო დანიშნულებაზე ვიყავი აღარ მახსოვს რომელ დარბაზში მაგრამ ელემენტი დაუჯდა ჩემ მეგობარს (ისე საერთოდ რაც მინახავს მაგ ფილმს ჰქონდა საუკეთესო 3D ეფექტები დაჟე ცოტა გადააზედმეტეს) არ ვიცი შეიძლება მასეა, 1, 3 და მე-5 დარბაზში ვყფილვარ მე და ყველგან პასიურები ჰქონდათ. საბოლო დანიშნულებაზე მეც ვიყავი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 27, 2011 Share Posted September 27, 2011 მალე უკვე აჩკების გარეშეც იქნება და ალბათ დაჟე 4D-შიც კი http://science.compulenta.ru/636874/ ჯერ არაა ოღონდ ახვეწილი იმ დონემდე რომ სუყველას მოეწონოს რომც გამოუშვან უკვე ეგეთები დიდი რაოდენობით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
CHABAruxeli Posted September 27, 2011 Share Posted September 27, 2011 მობლურებში რომელი ტექნოლოგიაა გამოყნებული უსათვალო 3D ეფექტისთვის ხოარიცით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted September 28, 2011 Author Share Posted September 28, 2011 მობლურებში რომელი ტექნოლოგიაა გამოყნებული უსათვალო 3D ეფექტისთვის ხოარიცით ლინზისებური/პარალაქსური 3D, უფრო მეტად ლინზისებური. ასევე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა 3D კამერებზე. თუ ოდესმე ყიდვას დააპირებთ ეს გაითვალისწინეთ: 3D კამერას აქვს 2 ლინზა (რა თქმა უნდა ), თუმცა ზოგიერთ მათგანს აქვს თითოეული ლინზისთვის ცალკე მატრიცა, რაც საუკეთესო შედეგს მოგცემთ ვიდრე ერთ სენსორზე ჩაწწერილი 3D ვიდეო. აი ამას ვგულისხმობ: ეს ორ-სენსორიანი 3D კამერაა ესეც ერთ-ერთი ასეთივე ტიპის კამერები: აი ესენი კი პოპულარი (და შესაბამისად იაფიანი) ერთ-მატრიციანი 3D კამერებია: 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.