Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩემს ლეპტოპზე (Thinkpad P1Gen5: 12800H, 3070ti, 64 GB RAN, 2 TB SSD) 2 დღის წინ განვაახლე ინტეგრირებული ვიდეო დრაივერი და დაეწყო უცნაურობები:

1) ლეპტოპის დისპლეი 165 ჰერციანია და ამ სიხშირეზე ვერ აჩვენებს (შავი ეკრანია), CRU-თი 144 ჰერციანი დავამატე და მუშაობს უპრობლემოდ

2) თუკი გავუთიშავდი ინტეგრირებულ ვიდეოს, და მხოლოდ Nvidia-ზე ვამუშავებ, მაშინ 165 ჰერცი მუშაობს უპრობლემოდ

3) გათიშულ ინტეგრირებულზე დაბალია ლეპტოპის ეკრანის სიკაშკაშე

4) დაეწყო დაქრაშვები სხვადასხვა ერორით საკმაოდ ხშირად

თავიდან მეგონა დრაივერის ბრალი, ddu-თი ამოვშალე, წინა ვერსიაც დავაყენე, მაინც არ ეშველა,

წუხელ საერთოდ Windows დავაყენე თავიდან, თითქოს ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ დღეს სამსახურში წამოვიღე და ისევ დაეწყო დაქრაშვები

 

memtest-ით ოპერატიული შევამოწმე, ერორი არ ამოუგდია,

დისკიც შევამოწმე არც მანდაა ერორი, მერე გავუთიშე ჰიბრიდული გრაფიკა, მხოლოდ დისკრეტულზე (Nvidia-ზე) დავტოვე და ჯერ არ დაქრაშულა, თუმცა გაცილებით ბნელი ეკრანია, თან დოკზე რომ ვაერთებ, ეკრანებს (2 მაქვს დოკზე შეერთებული) აღარ აფიქსირებს (არადა დოკზე შეერთებულ მაუსს, პრინტერს ხედავს უპრობლემოდ)

 

ლეპტოპი გარანტიაზეა ჯერ კიდევ და შემიძლია მოვთხოვო შეცვლა, ან მსგავსი, თუმცა არ ვიცი რას მომცემენ, ალბათ დედა პლატას შეცვლიან, მაგრამ მინდა პრობლემას მივაგნო ჩემითაც

 

რას მირჩევთ?

Posted
12 minutes ago, gio_kiborg said:

Windows დავაყენე თავიდან, თითქოს ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ დღეს სამსახურში წამოვიღე და ისევ დაეწყო დაქრაშვები

განახლებები ხომ არ დააყენა და იმიტომ ხომ არ დაემართა იგივე?

Posted
8 minutes ago, Gogla1990 said:

განახლებები ხომ არ დააყენა და იმიტომ ხომ არ დაემართა იგივე?

დღეს არაფერი,

წუხელ დააყენა ყველაფერი და მუშაობდა

 

ღამე ჩართული დავტოვე, Google Drive და nexctcloud-ზე სინქრონიზაცია რომ გამეკეთებია (აქაც ყოველი Windows-ის გადაყენებაზე მიწევვს 100+ გიგაბაიტის სინქრონიზაცია....)

Windows 11 iot enterprise დავაყენე, სადაც დამიყენებია ქვასავით სტაბილურია (windows ის კვალობაზე)

 

 

Posted

ხოდა გადააყენე კიდევ ერთხელ, გაუთიშე იმ წამსვე განახლებები, დრაივერები ოფ საიტიდან ჩაწერე და და დააკვირდი რას იზავს

99% ვინდოუსის ამბავია

  • Like 1
Posted

აპდეითებ გათიშულ ვინდზე როგორ ვიმუშავო მერე?

ლინუქსს ვცდი აბა და დაცაკვირდები 

დიდი ხანია ვგეგმავ გადასვლას მაინც

Posted
4 hours ago, Gogla1990 said:

ხოდა გადააყენე კიდევ ერთხელ, გაუთიშე იმ წამსვე განახლებები, დრაივერები ოფ საიტიდან ჩაწერე და და დააკვირდი რას იზავს

99% ვინდოუსის ამბავია

მგონი ეგრეა

Linux-ზე (ubuntu, manjaro) ერთხელაც არ გაუჭედია....

Posted

ვინდოუსის ავტო აფდეიტები მაგრა ურევს ხოლმე

განსაკუთრებით ინტეგრირებულ არასტანდარტულ ვიდეობარათებზე

 

გიწერია ვთქვათ დღევანდელი დრაივერი და ვინდოუსი მისი სიბრძნით ჩაგიწერს ორი წლის წინანდელს და არაფერს არ გეტყვის

  • Upvote 1
Posted
3 hours ago, gio_kiborg said:

აპდეითებ გათიშულ ვინდზე როგორ ვიმუშავო მერე?

ნახევარი მსოფლიო როგორც მუშაობს ისე :D 

 

პ.ს

თუ არ გინდა განახლებების გათიშვა, მაშინ 11-ს მაგივრად 10 დააყენე

  • Upvote 1
Posted

ან მოსინჯე მარტო 22631 ბილდი, ბოლო აპდეიტებზე უფრო სტაბილური იქნება ვიდრე 26100.3025 პრევიუ განახლებაზე იმდღეს რომ მაწვალა ისევე

  • Upvote 1
Posted
2 hours ago, majorcman said:

ვინდოუსის ავტო აფდეიტები მაგრა ურევს ხოლმე

განსაკუთრებით ინტეგრირებულ არასტანდარტულ ვიდეობარათებზე

 

გიწერია ვთქვათ დღევანდელი დრაივერი და ვინდოუსი მისი სიბრძნით ჩაგიწერს ორი წლის წინანდელს და არაფერს არ გეტყვის

კი, ვიდეო დრაივერებს ერჩის განსაკუთრებით

სადღაც არის ისე ოპცია რომ გაუთიშო დრაივერების ინსტალაცია აპდეითიდან

1 hour ago, Gogla1990 said:

ნახევარი მსოფლიო როგორც მუშაობს ისე :D 

 

პ.ს

თუ არ გინდა განახლებების გათიშვა, მაშინ 11-ს მაგივრად 10 დააყენე

არა, ,მე ცოტა პარანოია მაქვს მაგ მხრივ, თან ლეპტოპია, "ათას ქსელში ნათრევი" და რა ვიცი მათი უსაფრთხოება, თორე სახლიდან OPNsense Firewall მაქვს თავისი Zenarmor ით დაკონფიგურირებული და Windows XP-თაც კი შევდივარ ინტერნეტში (თუმცა მნიშვნელოვან ექაუნთებზე მაინც არ შევდივარ)

 

10 არ მაწყობს, სახლშიც და სამსახურშიც დოკი მაქვს და 1 და 2 გარე მონიტორი დაკონფიგურირებული,

Windows 10-ზე ირევა ხშირად კონფიგურაცია, ასევე რომელ ეკრანზე რომელი ფანჯარაა გახსნილი ვერ იმახსოვრებს,

თან მაგის აპდეითებსაც 1 წელიც აღარ დარჩენია....

1 hour ago, George said:

ან მოსინჯე მარტო 22631 ბილდი, ბოლო აპდეიტებზე უფრო სტაბილური იქნება ვიდრე 26100.3025 პრევიუ განახლებაზე იმდღეს რომ მაწვალა ისევე

IoT Enterprise LTSC დავაყენე, ამაზე სტაბილური რაღა უნდა იყოს, თან სამუშაო კომპიუტერზე ტესტ ბილდების დაყენება ვერაა მთლად გამართლებული

26100.2894 ბილდია და სტანდარტული განახლებები აყენია, პრევიუ არაფერი მახსოვს დამეყენებიოს

 

რამდენიმე Linux ვსინჯე და ბოლომდე ვერ მოვირგე,

განსაკუთრებით დოკ სადგურთან თავსებადობაა პრობლემა, ანუ მეორე ეკრანი წესიერად ვერც Manjaro-ზე და ვერც Ubuntu-ზე (ორივე ბოლო ვერსიაა) დავაკონფიგურირე, მარტო Lubuntu-ზე მუშაობდა კარგად, მაგრამ XFCE დესკტოპი არ მხიბლავს დიდად, KDE Plasma მომწონს, თუმცა Arch-ს არ ვიცნობ ისე კარგად, თან მხარდაჭეის მიხედვით Ubuntu ბევრად ჯობია, თუმცა Gnome Desktop-იც არ მეხატება გულზე, რომ ემუშავა გამართულად შევეგუებოდი

 

ახლა დავაბრუნე Windows-ის SSD და მუშაობს რამდენიმე საათია უპრობლემოდ,

დავსტრესე დისკიც, RAM, ორივე ვიდეოკარტა და პრობლემა არ ქონია, დოკიც კარგად მუშაობს შეერთებული მონიტორიანად

იმედია მაგნიტური დღე იყო და მაგის გამო ურევდა :D

 

support ticket გავხსენი მაინც ლენოვოზე,

რუსეთის ოფისიდან შემეხმიანენ წინაზე და მერე აქ ტექნოსერვისის ხალხი მოვიდა, 

ვნახოთ ისინი რას მირჩევენ

 

Posted

ისე პრევიუ რახანაა ავტომატურათ არ ნიშნავს რომ უფრო ცუდათ იმუშავებს, შეიძლება ისეთი რაღაცა დაფიქსონ შენთან რომ ახურებდეს კაკრაზ, ღირს ხანდახან განსაკუთრებით როცა ოფიციალურზე ახურებს მაგის დაყენებაც, თან ადვილია უკან დაბრუნება თუ უარესათ გაახურებს, თუმცა შენთან რაღაცა სტრანი პრობლემა ჭირს ეტყობა, დრაივერის უფრო მემგონი, ბლუ სკრინები ხშირათ ცუდმა დრაივერმა იცის, თუმცა ეგ შეიძლება ერთ-ერთი მიკროსოფტის სეკურიტი აპდეიტს ექნა, ანუ რაღაცა ზედმეტი თუ აქვს მონიშნული უკვე გაბერვები ქონდეს, მაგაზე კი ძლიერი ზაშიტა აყენია, მეც ეგ მაქვს მაგრამ ერთი ბლუ სკრინიც არ მქონია და ვაბშე არა აქვს საპორტი ჩემ ძველ სისტემაზე ვინდოუს 11-ის, TPM 2.0 არა აქვს ჩემ ძველ მაზერს, მაგრამ secure boot კი ჩავრთე და არ ახურებს დიდათ, ზაშიტა კასპერსონ სტანდარტი მიყენია, არაფერი დამიტოვებია მიკროსოფტის, ფაერვოლიც გამორთულია მაგათი სამივე რეჟიმში თან, დეფენდერი მთლიანათ ამოვაცალე, როგორც edge-edgeview2, უფრო კარგათ ეცლება ეგენი უკვე მაგ ახალ ბილდებზე, ისე ვირტუალიზაცია თუ ჩართულია ბიოსიდან, მანდ ცალკე ძლიერი ზაშიტა აქვს კიდე ვინდოუს 11-ზე, მერე ცალკე კიდე AI ფიშკებია მგონი, რომლის საპორტიც აქვს შენ ნოუტზე მგონი, ანუ ლუბოი რამე ახურებდეს შეიძლება, მათ შორის TPM 2.0 კომპლექსური დაცვა და ბევრი რამე დეფოლტზე გაშვებულია და მუშაობს, ეგ ყველაფერი თან არ უშველის მაინც, თუ მოინდომეს მაინც დაგჰაკავენ, ანუ მაგეების იმედზე ვერ იქნები, მითუმეტეს ეგეთ გაბერვებს როცა იწვევს და ტორმუზებიც იზრდება და წარმადობა ხშირათ მაგეები თუ ყველაფერი ჩაურთე, მივათიშე მე სპექტრი-მელტაუნის დაცვაც ჩემთან, კარგათ შემცირდა მაგის შემდეგ ლაგები და დეფენდერის ამოცლამაც უშველა კიდე დამატებით + თვითონ კასპერსკონსაც არა აქვს დირკა დაცვა მაინც

Posted

მგონი ვიდეო (ან სხვა რომელიმე სხვა) დრაივერის ბრალი იყო.

Windows update-ებში 24-ის მერე არაფერი დაყენებულა, მაშინ მუშაობდა, შემდეგ დრაივერები იყო დაყენებული და დაქრაშვები მერე დაეწყო

 

ახლა 165 ჰერციც მუშაობს

 

ლენოვოს მხარდაჭერამაც დრაივერების ინსტალაცია (ლენოვოს საიტიდან) და ბიოსის განახლება მირჩია, რაც უკვე გაკეთებული მქონდა პრინციპში

რაც მთავარია, სტაბილურად მუშაობს და ორივე დოკი მუშაობს კარგად

დავხურავ თემას

 

მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის

 

  • gio_kiborg locked, unlocked and locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.