Magdalena Posted January 22 Posted January 22 OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ოლტმენმა პლატფორმა X-ის საშუალებით გამოაცხადა, რომ დიდი ენის მოდელ o3-mini-ზე მუშაობა დასრულდა და იგი სავარაუდოდ ამოქმედდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. მან დაამატა, რომ კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებლების გამოხმაურება და გეგმავს ერთდროულად გამოუშვას აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (API) და ChatGPT. OpenAI-მ გასული წლის დეკემბერში წარადგინა მსჯელობის შესაძლებლობის მქონე ახალი თაობის ფართომასშტაბიანი ენის მოდელები o3 და o3-mini და მათ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი AI-გადაწყვეტილებები უწოდა. წარმადობისა და შესაძლებლობებისთვალსაზრისით O3 და o3-mini მოდელები აღემატება მოაზროვნე AI მოდელ o1-ს, რომელიც დაანონსდა გასული წლის სექტემბერში. კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ აპირებდა o3-mini მოდელის გამოშვებას 2025 წლის იანვრის ბოლოს, რასაც უნდა მოჰყვეს სრულმასშტაბიანი o3 მოდელი - იმ იმედით, რომ უფრო ძლიერი და ინტელექტუალური დიდი ენობრივი მოდელები შეძლებენ ეფექტურობით გადააჭარბონ ნეიროქსელების არსებულ ვერსიებს, რაც მოიზიდავს ახალ ინვესტიციებს და გაზრდის მომხმარებელთა ბაზას. ასევე, ახლახანს OpenAI-მ გამოუშვა ახალი ფუნქციის ბეტა ვერსია, სახელწოდებით Scheduled tasks in ChatGPT, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ავტომატიზება გაუკეთონ სამუშაოს დაგეგმილ ამოცანებს ChatGPT-ში. როგორც Reuters-მა აღნიშნა, ეს მიუთითებს OpenAI-ის „შეჭრაზე“ ჭკვიანი ასისტენტის სივრცეში და ჩატ-ბოტ ChatGP-ის პერსონალური ასისტენტების, მაგალითად, Siri-ს, Alexa-ს და სხვების კონკურენტად აქცევს https://tinyurl.com/37c4caka Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.