Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

2024 წელს აღინიშნა თანხების რეკორდული შემოდინება კრიპტო-აქტივების ფონდებში, წერს CoinShares-ის კვლევის ხელმძღვანელი ჯეიმს ბატერფილი. 

ეს მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატებოდა 2021 წელს დაფიქსირებულ წინა მაქსიმუმს (10.5 მლრდ აშშ დოლარი). 

image.png 

თანხების ყოველკვირეული შემოდინება/გადინება კრიპტოფონდებში. წყარო: CoinShares. 

Bitcoin-ზე დამყარებულ ფონდებში შესულმა თანხებმა შეადგინა 38 მლრდ აშშ დოლარი (AUM-ის 29%), ხოლო Altcoin-ებზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებში - 813 მლნ აშშ დოლარი (18% AUM). 

image.png 

ინდივიდუალური პროვაიდერი კომპანიების, აქტივებისა და ქვეყნების თანხების დინამიკა. წყარო: CoinShares. 

„ციფრულმა აქტივებზე დაფუძნებულმა საინვესტიციო პროდუქტებმა ამ წლის პირველ სამ დღეში 585 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა. თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში, 2024 წლის ბოლო ორი სავაჭრო დღის ჩათვლით, მოხდა 75 მლნ აშშ დოლარის წმინდა გადინება“, - გააზიარა ბატერფილმა თავისი დაკვირვებები. 

მისი თქმით, Ethereumაღდგა“ 2024 წელს, შესაბამის პროდუქტებში თანხის მთლიანმა შემოდინებამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (AUM-ის 26%). ეს 2.4-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელთან და 60-ჯერ მეტი, 2023 წელს დაფიქსირებულ შემოდინებასთან შედარებით. 

Ethereum-მა დაჩრდილა Solana, რომელმაც დააფიქსირა 69 მლნ აშშ დოლარის შემოდინება, ანუ შეადგინა AUM-ის მხოლოდ 4%,“ - დაასკვნა ექსპერტმა. 

ბატერფილის პროგნოზით Bitcoin-ის ღირებულება 2025 წელს 150 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. 

მისი თქმით, არ უნდა გამოირიცხოს აქტივის კაპიტალიზაციის ზრდა ოქროს საბაზრო ღირებულების არსებული 10%-დან გრძელვადიან პერსპექტივაში 25%-მდე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.