Magdalena Posted November 29 Posted November 29 კრიპტო ბირჟა Binance-მა ოფიციალურად წარადგინა BFUSD, მარჟინალური აქტივი, რომელიც პასიური ჯილდოებით უზრუნველყოფს მის მფლობელებს. BFUSD შემუშავებულია, როგორც მარჟინალური აქტივი ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პასიურ ჯილდოებს. BFUSD-ის მფლობელები ისარგებლებენ საბაზისო APY-ით (წლიური პროცენტული სარგებელი), რომელიც ყოველდღიურად ირიცხება მაშინაც კი, თუ ისინი არ ვაჭრობენ ფიუჩერსებით, ხოლო ისინი, ვისაც გააჩნია ფიუჩერსებით აშშ დოლარში ვაჭრობის შესაძლებლობა, მიიღებენ უფრო მაღალ APY-ს“, - განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა. კვალიფიციური მომხმარებლებისთვის მოქნილი ჯილდოების გარდა Binance Futures ასევე იძლევა გარანტიას, რომ ანაზღაურება ყოველთვის დადებითი იქნება. Binance-ის წარმომადგენლის თქმით „BFUSD-ის მფლობელები მიიღებენ სტაბილურ შემოსავალს, რომელიც არასოდეს ჩამოვა ნულის ქვემოთ“. ეს გარანტია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ აქტივს უკვე აქვს სარეზერვო ფონდი 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დაიცავს მომხმარებლებს დაფინანსების უარყოფითი განაკვეთებისგან „დათვური“ ბაზრის დროს. Binance-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ BFUSD „არ არის Stablecoin“, რადგან არ შეიძლება მისი გატანა Binance-ის ანგარიშიდან ან გაყიდვა ღია ბაზარზე. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Binance-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობის გირაოს სახით და პლატფორმის ფარგლებში გაცვლა USDT stablecoin-ზე“, - აღნიშნა მან. Binance აცხადებს, რომ გამოიყენებს ორ მეთოდს BFUSD-ისგან სარგებლობისთვის. პირველი არის დელტა-ჰეჯირება - სტრატეგია, რომელიც აბალანსებს პოზიციებს სპოტ და ფიუჩერსულ ბაზრებზე რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. მეორე - პლატფორმა გამოიყენებს Ethereum-ს მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფისთვის. https://tinyurl.com/4c48beye Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.