Magdalena Posted November 5, 2024 Posted November 5, 2024 მიმდინარე წლის ივლისში OpenAI-მ გამოუშვა საკუთარი ინტერნეტ საძიებო სისტემის, SearchGPT-ის ბეტა-ვერსია. ახლა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ინტერნეტ-ძიების ფუნქცია ხდება AI-ბოტ ChatGPT-ის ნაწილი. ChatGPT-ის ფასიან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ სიახლე, იგი ხელმისაწვდომი გახდება უფასო მომხმარებლებისთვის, კორპორატიული კლიენტებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უახლოეს კვირებში. OpenAI არ აპირებს SearchGPT-ის ცალკე პროდუქტად გამოშვებას. ამის ნაცვლად დეველოპერებმა გააერთიანა საძიებო სისტემა ChatGPT ჩატ-ბოტთან. ალგორითმი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, როდის გამოიყენოს ვებ ძიება მომხმარებლის მოთხოვნების საფუძველზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს ფუნქცია შესაძლებელია ხელით გაეშვას. ვებ ძიების ჩატვირთვა ChatGPT-ში გადალახავს საკვანძო კონკურენტულ უფსკრულს OpenAI-ს ბაზრის კონკურენტებთან, როგორებიცაა Microsoft Copilot და Google Gemini, რომლებიც დიდი ხანია სთავაზობენ მომხმარებლებს ინტერნეტ-ძიებაზე წვდომას. ამ სიახხლის გავრცელების შემდეგ Google-ის მშობელ კომპანიის Alphabet-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. ფოტოს წყარო: OpenAI OpenAI-ის თანახმად ChatGPT-ის ძიება უზრუნველყოფს წვდომას უახლეს სპორტულ შედეგებზე, აქციების ფასზე, ამინდის მონაცემებსა და სხვა ინფორმაციაზე ონლაინ ვებ ძიების საშუალებით. SearchGPT-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისას OpenAI-ის წარმომადგენელმა აჩვენა, თუ როგორ შეგიძლიათ მარტივად დააკვირდეთ Apple-ის აქციების ფასს ონლაინ რეჟიმში და ამავე დროს მიიღოთ წვდომა შესაბამის სიახლეებზე. მომხმარებლისთვის მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თან ახლავს პირველწყაროების ბმულები. გარდა ამისა, მოცემულია გვერდითი პანელი წყაროებით და სტატიების მოკლე აღწერილობით. ძიების ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა პლატფორმაზე, მათ შორის Android-სა და iOS-ზე, ასევე macOS-სა და Windows-ზე. დეველოპერების თქმით საძიებო ფუნქცია შემუშავდა „საძიებო ტექნოლოგიების კომბინაციის“ საფუძველზე, მათ შორის საძიებო სისტემა Microsoft Bing-ზე. თავდაპირველად SearchGPT ხელმისაწვდომი გახდა 10 ათასი სატესტო მომხმარებლისთვის, ახლა კი კომპანია საძიებო სისტემას ხელმისაწვდომს ხდის ChatGPT-ის ყველა მომხმარებლისთვის. https://tinyurl.com/3ce7u5rm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.