Jump to content

Recommended Posts

Posted

გაუმარჯოს კაი ხალხს.

მოკლედ ბიჭებო მონიტორის ყიდვა მინდა და იქნებ მირჩიოთ რამე.

მონიტორი მინდა პროგრამირებისთვის, ანუ ბლომად ტექსტის წასაკითხად და იშვიათად ფილმების/ფეხბურთის საყურებლადაც.

curved ვარიანტი მინდა 34" ვფიქრობ ოპტიმალურია, type C რომ ქონდეს alt mode-თ ანუ გამოსახულებასაც იღებდეს და დენსაც გასცემდეს 65 W-ს მაინც, რომ ლეპტოპი 1 კაბელით მიავერთო და მორჩა. KVM სვიჩი თუ ექნება კარგი იქნება. როგორც ვნახე VA-ს არ აქებენ და ისევ IPS ალბათ. ბოლოს კი თუ 120 hz მაინც იქნება ესეც გაასწორებს, სკროლზე და სწრაფ სცენებზე ეტყობა მოგეხსენებათ.

Posted

მასეთი კარგი და ოპტიმალური მონაცემებით ფაქტიურათ მარტო დელია ჩვენთან 34 ინჩიან ულტრავაიდსკრინებიდან 120 გერცი+იპს+კარვი რომ ქონდეს, თან ეგ 2000:1 კონტრასტითაა ბლეკ იპს-ზე და კიდე უფრო იზრდება ფასი https://allmarket.ge/product/338172/monitori-dell-210-bmdw-ultrasharp-34_-34_14-curved-monitor_-wqhd_-ips_-hdmi_-usb-c_-usb_-rj-45_-dp_-silver აქაც ქონიათ ცოტა უფრო იაფათ ეგ მოდელი https://ultra.ge/index.php?route=product/product&path=380&product_id=29334&sort=p.price&order=DESC იაფიანებიდან არის რამდენიმე ვარიანტი, ერთადერთი გერცოვკა-Type c დამთხვევა იქნება რთული უფრო, ყველაზე იაფათ ეს ბიუჯეტური LG აქვთ ჩვენთან უბრალოთ მანდ არც კარვია და გაფართოვებაც დაბალი https://www.adashop.ge/product/668fb06d1d8b920cb37f1388 ისე კი იპს-ზე ძირითადათ 2000 ლარის ქვემოთ უფრო 60 გერციანი მოდელებია ჩვენთან 34 ინჩიანებიდან კარვით, უნდა ქონდეს ნაწილს მაინც type-c ნორმა საპორტიც, თუმცა არ ვიცი მაინდამაც 65 ვატს ატარებენ თუ არა ეგ ცალკეა დასაზუსტებელი, ბევრი არ ატარებს და შეზღუდულია 15 ვატით მარტო, ტუნდერბოლტ 4-ზე აქვს კი 90 ვატიც, დავაგდებ რამდენიმე ვარიანტს 60 გერციანებიდან, ისე 100+ გერცზე ზევით სულ რამდენიმე მოდელია იპს-ზე კარვით 34 ინჩიანებიდან გამოსულია, ან თუ არის ძალზე ძვირიანი გეიმერული მოდელები კიდე მინი ლედზე, აი ესენია შედარებით იაფათ 60 გერციანებში:

https://www.adashop.ge/product/6537c8e652db321bde698b05

https://allmarket.ge/product/351475/monitori-lenovo-63f2rat3eu-thinkvision-p34w-20_-34_14-curved-monitor_-qhd_-ips_-hdmi_-usb_-usb-c_-lan_-dp_-black

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lg-34-34wq75c-b-curved-ultrawide.html

ისე იპს+34+3440 x 1440 მორკალური ეკრანით და თან 120+ გერცი მინიმუმ საკმაოთ ცოტაა გამოსული, უფრო მახსენდება ძალიან ძვირიანი მინი ლედ მოდელები გეიმერული, ეგ 3000 ლარიანი დელი კია სამუშაოთ გათვლილი, არაა ეგ ნამდვილათ გეიმერული, როგორც ქვემოთ ჩამოთვლილი 60 გერციანი მოდელები, მაიმარკეტზე ესაა კიდე 100 გერციანებიდან მაგრამ რაღაც ფასი იკბინება ცოტათი: https://www.mymarket.ge/ka/pr/30286095/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/-viewsonic-vp3481a-34-219-curved-freesync-100-hz-✅-viewso/?OfferType=Basic  დანარჩენი ან VA ან ოლედი, რომელიც არ გამოდგება მაგ საქმისთვის

  • Thanks 1
Posted

@George

ბევრი ვეძებე თუ ცოტა ეს მონიტორი ვნახე სპეციალურად პროგრამირებისთვის გამოუშვია benq-ს. https://www.amazon.com/BenQ-RD280U-Programming-Fine-Coated-Eco-Friendly/dp/B0D2PDYHD9/ref=sr_1_1?crid=OWU9UFLAKGV7&dib=eyJ2IjoiMSJ9.Z8w6L8jD29uhLCzj4aGv82qKIDhx9Q39q4Cj4DxGM0-a73cQ5Kw6iIjeTsU0YD2Eqn8mZiFX2jEhIT460pfHE5-Tp_Wh0243mGLfsxWx94zxzNWknQJNuxTlCXUPZmw0N9i-2I5Y1TL79X552TWpr0a8TRC5N8TbsOmX15l6nWBn7Wy13I6kgZvURF_MhI0N-fFxugkLMTsj8tWWzLYsK5tmHSGP-f4xYq7-IYnntYI.e3c802gGlR-LnyX3hI5eGd2fGe-T5SptECnkB3QIuKk&dib_tag=se&keywords=benq%2Bprogramming%2Bmonitor&qid=1730746898&sprefix=benq%2Bprog%2Caps%2C242&sr=8-1&th=1

არც 34" და არც curve მაგრამ სხვა სპეციალური ფიშკები რაც პროგრამირებას ეხება საკმაოდ ბლომად აქვს და რაც ვნახე რევიუები მაგრად აქებენ თვალებისთვის. ის type C-ს ფუნქცია კი ქონია 90 W-იანი და თან 2 ეგეთი მონიტორის გადაბმაც მოსულა ერთმანეთზე და კომპიდან არ უნდა მეორე კაბელის მიერთება. kvm სვიჩიც აქვს. გარჩევადობა საკმაოდ მაღალია 28"-ზე 4k და ვფიქრობ მაგ მხრივ საკაიფო იქნება. ერთი მინუსი კი აქვს რომ 60 ჰერციანია, მაგრამ მგონია ეს ყველაზე კაი ვარიანტია ამ საქმისთვის.

შავ პარასკევსაც კაი ფასდაკლება უნდა იყოს წესით მანდ. უბრალოდ ამაზონიდან რამდენად ღირს გამოწერა ანუ წუნის შემთხვევაში რა ხდება? მითუმეტეს თუ ტრანსპორტირებისას დააზიანებენ. უკან გაგზავნა უაზრობაა განბაჟება + წონის გადასახდელს, რომელიც usa2georgia-ს გამო საკმაოდ ბლომად იქნება დამეკარგება მაგ შემთხვევაში და აქ კი ეგ მოდელები ვერ ვნახე.

Posted

ხო ეგეთს ვერ ვხედავ, ბენქსები კი არის ოღონდ 31.5 ინჩიანი 4K 60 გერციანი მოდელი 1900 ლარათ, თუმცა type c 90W აქვს მაგასაც:

https://ultra.ge/index.php?route=product/product&product_id=24036 ნუ ჩამოტანა გამართლებაზეა, თუ წუნი ექნება გაგზავნა-გამოგზავნაზე დროც ბევრი გეხარჯება + ზედმეტი ხარჯები კიდე, მაგ კონკრეტულ მოდელს 3 წლიანი გარანტია აქვს მესნი მაინც, წუნზე მაინც გამოგიცვლიან ეგრევე, ისე კონკრეტულათ 3:2 ვარიანტი სულ რამდენიმე ყოფილა გამოსული, ეგაა და  Huawei mateview სხვა არც გამოუშვიათ 3840x2560 გაფართოვებით, ისე LG აქვს კიდე 2560x2880 https://www.lg.com/us/monitors/lg-28mq780-b-dualup-monitor ეგ მგონი არის ჩვენთანაც https://ultra.ge/index.php?route=product/product&product_id=30226 ფასი უკვე იკბინება ეგეთზე 

  • Thanks 1
  • 4 weeks later...
Posted

მოკლედ ბევრი ვეძებე და 34" იანები გადავიფიქრე. საკმაოდ განიერია და რაც ვნახე თავის გაწევ გამოწევას საჭიროებს მიუხედავად იმისა რომ მორკალულია. საკმაოდ ძვირიც იყო ისე 3000+ ლარი იმ დელს ვფიქრობდი დანარჩენი არ მაწყობდა.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი რომ 27" იანი პროფესიონალური მონიტორი ამეღო 4k რეზოლუციით. ეს მონიტორი ავიღე https://veli.store/details/benq-pd2706u-27-hdr-ips-60hz-monitor-dark-gray/?sku=4718755090363

რაც გადავავლე თვალი მაღალსიხშირიანი მონიკები არ აქვთ პროფესიონალური ბენქს. ის პროგრამისტების მონიტორებიც ზემოთ რაც დავაგდე 60 ჰერციანებია ყველა. ეგ მონიტორი მინდოდა მარა ვერ გამოვწერდი აქ არსად იყო და ეს რაც ავიღე საკმაოდ გავს მაგას. თვალის დაცვები და ყველაფერი ამასაც აქვს. KVM-ც აქვს და 90 W-იანი type C-ც რომელსაც თან დასატენად იყენებ თან ვიდეოსიგნალის გადასაცემად. დღეს მომიტანენ და დავწერ მერე პატარა მიმოხილვასავით.

Posted

ხო იპს ძვირებია ყველა კარგ მატრიცაზე რაცაა 34 ინჩიანი ულტრავაიდები, მინი ლედებიც ძალიან ძვირებია გეიმინგისთვის და ცალკე პროფესიონალური ვარიანტებიც კარგი კალიბრაციით, მარტო VA ჯდება შედარებით იაფი, ეგენი კიდე არაა კარგი ჩვენებით როგორც წესი, მარტო შავი ფერი აქვს მაღალ დონეზე, დანარჩენი ფერები დიდი ვერაფერი იპს თუ შევადარებთ + ხედვის კუთხე ძალიან ცუდია, სულ პირდაპირ უნდა ეჯდე ეგეთს, 4K ძირითადათ ორ ვარიანტში გამოდიან მაინც ეხლა მონიკები 27 და 31.5, მეორე ალბათ უკეთესია პიქსელების ზომის გამო, თუმცა უფრო ძვირიც ჯდება უკვე, მასეთზე ალბათ DPI გაზრდა ჭირდება, ისე წვრილი ასოები აქვს, 2K პრინციპში ასატანია, მე არაფერი ამიწევია, ფაქტიურათ ეგეთივე ვარიანტი იყო რაც 23 ინჩიანზე მანამდე 1080P ასოების ზომა ეგ, ზოგადათ ახლოს ჩემნაირთან 4K გაფართოვებაზე მარტო 38+ ინჩიანი მოდელია პიქსელების ზომით, დანარჩენებზე დიდი სხვაობაა და ჭირდება ყველას ასოებზე DPI გაზრდა მაინც, ნუ 27 უპირატესობა იმაშია რომ მაქსიმალურათ დიდი CPI აქვს ეგეთზე, ანუ მაგ მხრივ მაგას თუ ჯობია უკვე მარტო პლანშეტები მაღალ გაფართოვებაზე ან მაგაზე პატარა ჰაი ენდ სმარტფონები უკვე, მონიტორებში ეგ გაფართოვებაა მგონი ამ ეტაპზე საუკეთესო, თუმცა დიდი ალბატობით მაგას აჯობებს პატარა ზომის 8K გაფართოვების მოდელები უკვე, არის რამდენიმე ეგეთიც გამოსული ამ ეტაპზე, მაგრამ ყველაზე გავრცელებული რაცაა ეგ საუკეთესო ვარიანტია ნამდვილათ და ალბათ ჩემნაირი ყველაზე ოპტიმალური პიქსელების ზომით, ზოგადათ რომ გადახედო აბზორებს და რეკომენდაციებს ყველა ჩერდება 109-111 dpi-ზე, ანუ ეგ ზომა ყოფილა ოპტიმალური, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ სხვა არ ვარგა საერთოდ, უბრალოთ ოპტიმალური ზომა აღარაა და ბევრი მათგანი ადვილათ ასათვისებელია მაინც, ჩემნაირზე უბრალოთ ზომაც ასატანი აქვს და ჩვენებაც, არც ძალიან დიდი პიქსელებია არც ძალზე პატარა უკვე, მასეთივე პროპორციები ასე 40-42 ინჩიან 4k თუ აქვს უკვე და ეგ ბევრისთვის მითუმეტეს სამუშაოთ დიდია ნამეტარი უკვე, უფრო გეიმინგ-ვიდეოების საყურებლათ თუ ივარგებს მაგხელა + ფასიც არა აქვს დაბალი თან კარგი მაჩვენებლებით რომ აიღო

  • Thanks 1
Posted

რამდენიმე საათია უკვე დავაყენე გავმართე dpi და scaling linux-ზე. თვითონ მონიტორი ხომ top არის და 4k ნამდვილად მაგარია. 27-იანი 1080p მქონდა ადრე სამსახურში და საშინელება იყო რომ მახსოვს რამოდენა pixel-ები ქონდა. 1440p-ზე არ მქონია თუმცა 4k 1.25x scaling-თ მაინც უკეთესია ვიდრე ეგ. 1.5x-ზე იგივე real estate-ს იძლევა რასაც 1440p თუმცა 1.25x-ზე უკვე გაცილებით მეტია. გამოსახულებაზე პიქსელებზე არაფერს ვამბობ. სულ ახლოს რომ მიიწიო მაინც ძალიან ჭირს პიქსელების დანახვა 163 ppi აქვს. თანამედროვე ტელეფონებს 400+ აქვს რათქმაუნდა თუმცა 163 ppi-ც საკმაოდ მაღალია. ჩემ ლეპტოპს 157 ppi აქვს.

მონიტორს სამართავად ცალკე კაბელით უერთდება ღილაკებიანი მოწყობილობა. ზედ აყენებ ღილაკები და სატრიალო რას აკეთებდეს. აქვს Macbook-ს რეჟიმი. xdr apple-ს დისპლეებიანი ლეპტოპები ვისაც აქვს ზუსტად მაგათ ფერებზე აყენებს ამ ეკრანსაც. ძაან მაგარი ჩვენება აქვს რასაც ვუყურებ.

იმ ჯოისტიკზე სატრიალოზე მონიტორის დინამიკების ხმა დავაყენე. 1/2/3 ღილაკებზე DCI-P3/Low Blue Light/Mbook mode-ები დავაყენე. მონიტორის უკანაც აქვს 3 ღილაკი და 1 ჯოისტიკი N73 ნოკიას რომ ქონდა ისეთი. პირველ 2 ღილაკზე შესაბამისად MUTE და Input-ს არჩევა დავაყენე.

Type C alt mode ძაან ასწორებს. მიუერთებ ერთ type C კაბელს ლეპტოპს და ვსო თან ტენის თან სიგნალს ატარებს. ისე ეგ რომ არა ჩემ ლეპტოპს hdmi-ზე არც ჰქონია 4k 60 hz მხოლოდ 30hz. თუმცა მაგ thunderbolt 3 port-დან 4k 60 fps აქვს.

ჯერ მეორე კომპი არ მიმიერთებია. კლავიატურა არ მაქვს ჯერ ნაყიდი, თორემ KVM switch-ც აქვს ინტეგრირებული და 1 კლავა მაუსი შეგიძლია მონიტორის გავლით ორივე კომპზე გამოიყენო. საკმაოდ გამომადგება ეგ ფუნქცია. ისე DualView mode-ც აქვს ნახევარ ეკრანზე სხვა პროფილი შეგიძლია დააყენო და მეორე ნახევარზე სხვა. მასე შედარებაც იოლია პროფილების და საუკეთესოს არჩევა. ეგ იმაშიც გამოდგება რომ ორ კომპზე სხვა პროფილები დააყენო თუ გჭირდება. ePaper mode-ც აქვს შავ თეთრი რაც ასევე თვალებს ეხმარება.

ეს მონიტორები პროფესიონალურში გადის და ყუთშივე მოყვა ინდივიდუალური კალიბრაციის რეპორტი დოკუმენტი :D

ჯამში საკმაოდ კმაყოფილი ვარ. კარგი ვქენი რომ 34-იანი არ ვიყიდე. ესეც საკმაოდ განიერი, თუმცა იმდენად არა რომ თავის ტრიალი სჭირდებოდეს აი 34-იანს კი ნამდვილად დაჭირდება თავის ტრიალი. ან შორს უნდა დაჯდე და თუ გაგიჭირდა დანახვა scaling-ს აუწიო. იმათ კიდე ამაზე ბევრად ნაკლები გარჩევადობა აქვთ და გამოსახულების ხარისხი ნაკლები იქნება.

მადლობა @George დახმარებისთვის.

  • მათე locked, unlocked and locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.