Jump to content

რომელი ფოტო-აპარატი ჯობია?


Recommended Posts

მოკლედ დახმარება მჭირდება, ოჯახში ყიდულობენ აპარატს :D ჰოდა დავაა სერიოზული მე კიდე გონზე არ ვარ და იქნებ მირჩიოთ ამ 3 ვარიანტიდან რომელი ჯობია?

განსაკუთრებით მიშას აზრი მაინტერესებს :)

http://www.amazon.com/Kodak-EasyShare-Z981-Schneider-Kreuznach-Stabilized/dp/B0031RGGFM

http://www.amazon.com/Nikon-L110-Vibration-Reduction-Black/dp/B0034XIMG4/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1303578262&sr=8-2

http://www.amazon.com/Nikon-COOLPIX-L120-Wide-Angle-Black/dp/B004M8SVGQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1303578488&sr=8-1

Link to comment
Share on other sites

ესე იგი...

სამივე ციფრულს ერთი ზომის სენსორი აქვს (ფიზიკურად, სიგრძე-სიგანეს ვგულისხმობ). ამიტომ დიდი სენსორის გამო რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება არ შემიძლია... ახლა მივყვეთ მახასიათებლებს...

Kodak

გარჩევადობა 14MP, აქვს JPEG და RAW ფორმატები (RAW არის JPEG-ზე მაღალი ხარისხის და საერთოდ უპირატესობად ითვლება ხოლმე). 26x ზუმი თავისი გამოსახულების სტაბილიზაციით (ოპტიკური სტაბილიზაციით, კარგია!), მაკრო რეჟიმი, Manual ფოკუსი (ფოკუსის ხელით გასწორება!), ვიდეოფორმატები 1280 x 720 (30 fps), 640 x 480 (30 fps), 320 x 240 (30 fps) H.264 დეკოდერით. 3"-იანი დისპლეი 200000 წერტილით. სამწუხაროდ ხმას მხოლოდ Mono რეჟიმში იწერს. მაგრამ სამაგიეროდ აქვს HDMI კონექტორი (ანუ პირდაპირ კამერიდან გაუშვებ HD ვიდეოს ტელევიზორზე თუკი დაგჭირდა).

Nikon L110

12 მეგაპიქსელი, აქვს მხოლოდ JPEG (RAW არ აქვს), 15x ზუმი სტაბილიზაციით (სენსორის წანაცვლებით), მაკრო რეჟიმი, Manual ფოკუსი (სამწუხაროდ მაგ დროს მინიმალური დისტანცია 60სმ-ია), იღებს 1280 x 720 (30 fps), 640 x 480 (30 fps), 320 x 240 (30 fps) ვიდეოებს H.264 დეკოდერით, ამასთან აქვს სტერეო ხმის ჩაწერა, 3"-იანი დისპლეი 300000 წერტილით. ასევე აქვს HDMI.

Nikon L120

14 მეგაპიქსელი, ამასაც მხოლოდ JPEG აქვს, 21x ზუმი L110-ის ანალოგიური სტაბილიზაციით, მაკრო რეჟიმი, Manual ფოკუსირება, იღებს 1280 x 720p (30fps), 640 x 480 (30fps) ზომის ვიდეოებს MPEG-2 დეკოდერით, იწერს Stereo ხმას. 3"-იანი დისპლეი 900000 წერტილით. როგორც სხვებს, ამასაც აქვს HDMI კონექტორი.

მოკლედ, კოდაკის ყიდვა არ ღირს ჩემი აზრით. ყველაზე სუსტია ამ სამში. L120 არის იდეალური ამ სამიდან, კარგი გარჩევადობა, კარგი დისპლეი, კარგი ვიდეო ნორმალური დეკოდერით, კარგი ზუმი... ერთადერთი რაც არ მომწონს - ფასია... საერთოდაც მე არ ვიყიდდი ამ სამიდან არცერთს, ან 100$-იან "სასაპნეს" ვიყიდდი, ან პირდაპირ 600$-იან DSLR-ს (რაც გავაკეთე კიდეც :D).

ისე მაგათ სამივეს ერთი დიდი ნაკლი აქვთ - "AA" ტიპის ელემენტებზე მუშაობენ. წესიერი ელემენტი + წესიერი დამტენი 50$ დაჯდება საშუალოდ, პლიუს როგორც წესი ეგ არის Ni-MH ელემენტები, რომლებიც ჯერ ბოლომდე უნდა დასვა და მხოლოდ მერე შეიძლება დატენვა (წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე ფუჭდება)... მოკლედ მოსავლელად საშინელება... თავის დროზე ზუსტად მაგ ელემენტების გამო არ ვიყიდე ერთი ძალიან კარგი ციფრული.

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა მიშა :) ფაახლოებით ამ ფასში რაიმე სხვა უკეთესი ვარიანტი არის?

Link to comment
Share on other sites

Fujifilm FinePix S2550 ან Fujifilm FinePix S2500HD შეგიძლია იყიდო 180 დოლარად... მაგრამ მაგასაც AA ელემენტები უნდა...

და მახასიათებლებითაც ჩამორჩება L120-ს და კოდაკს. უფრო L110-ს კონკურენტია... ისე კარგი ციფრულია, სახმარად, ფუნქციურადაც...

Link to comment
Share on other sites

აი ამაზე რას იტყვი

http://www.amazon.com/Panasonic-DMC-FZ35-Digital-Optical-Stabilized/dp/tech-data/B002IKLJU0/ref=de_a_smtd

Link to comment
Share on other sites

კარგი მიშა მგონი S2500HD ავიღებთ :) ძააალიან დიდი მადლობა

Link to comment
Share on other sites

დაიცა კაცო... მე გირჩევ რომ თუ საშუალება გაქვს რომელიმე აქაურ მაღაზიაში მიხვიდე და დატესტო ყველა... რომელიც უფრო მოგეწონება ის იყიდო ჯობია, ვიდრე ამაზონიდან გამოიწერო "რაღაც" და მერე უკმაყოფილო დარჩე :user:

Link to comment
Share on other sites

არა მიშა თვალდახუჭული გენდობი შენ და ვიცი ცუდს ნამდვილად არ მირჩევდი :thumbsup: თან გადავხედეთ რევიუებს და ვიდეო-რევიუებს და ყველა ძირითადად დადებითად ახასიათებს. შევუკვეთეთ უკვე, კიდევ ერთხელ მადლობა! ვხურავ თემას

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.