Magdalena Posted August 12, 2024 Posted August 12, 2024 OpenAI-ის ChatGPT-ის მობილურმა აპლიკაციამ შემოსავლის ახალი რეკორდი დაამყარა. ანალიტიკურ კომპანია Appfigures-ის თანახმად აპლიკაციამ ივლისისთვის 28 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოსავალი დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია აპლიკაციის გაშვების შემდეგ. ამ ზრდის მთავარი მიზეზი მაისში ახალი GPT-4o მოდელის გამოშვება იყო, რამაც საგრძნობლად გააფართოვა ჩატ-ბოტის შესაძლებლობები. ახალ ვერსიას შეუძლია ტექსტის, მეტყველების და ვიდეოს დამუშავება, ასევე გთავაზობთ უფრო სწრაფ პასუხს და დიალოგის შეწყვეტის შესაძლებლობას. ასევე, ახალი ნეიროქსელი ხელმისაწვდომია როგორც ფასიანი, ასევე უფასო მოხმარებისთვის, რაც დადებითად აისახება სერვისის აუდიტორიაზე. აპლიკაცია ChatGPT-მ მაისში გამოიმუშავა 28.9 მლნ აშშ დოლარი, ივნისში 34 და ივლისში 39.9 მლნ აშშ დოლარი. საინტერესოა, რომ აპლიკაციის შემოსავლის 83% მოდიოდა Apple-ის App Store-ზე, რაც 20%-ით მეტია ივნისთან შედარებით. ფოტოს წყარო: Appfigures Appfigures-ის თანახმად ახალ ტექნოლოგიაზე მოთხოვნამ ხელი შეუწყო აპლიკაციის შემოსავლების ზრდას მაისში 40%-ით და მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა, შემოსავალი სტაბილურად იზრდება. შედეგად ივლისში ChatGPT-მ მოახერხა 2 მილიონი ახალი ფასიანი აბონენტის მოზიდვა, რაც მორიგი რეკორდი გახდა მობილური აპლიკაციისთვის. OpenAI ელოდება, რომ ახალი მოწინავე ხმის რეჟიმის დანერგვით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს რეალისტური ურთიერთქმედება თითქმის რეალურ დროში, ინტერესი GPT-4o-ზე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, შემოსავლების ზრდა მომდევნო თვეებში გაგრძელდება. https://tinyurl.com/v943kmaf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.