Magdalena Posted August 5, 2024 Posted August 5, 2024 ორმა მსხვილმა ამერიკულმა საცალო სავაჭრო მაღაზიამ, Best Buy-მ და Newegg-მა, გამოავლინეს ახალი Ryzen 9000 სერიის დესკტოპ პროცესორების (Granite Ridge) ფასები. თავად AMD-ს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ახალი პროცესორების ღირებულება. ფოტოს წყარო: AMD Ryzen 5 9600X და Ryzen 7 9700X მოდელების გაყიდვების დაწყება 31 ივლისიდან 8 აგვისტომდე გადაიდო, ხოლო Ryzen 9 9900X და Ryzen 9 9950X მოდელები, სავარაუდოდ, 15 აგვისტოდან გამოვა. ამერიკული საცალო ვაჭრობის მონაცემებით ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 9950X-ის ღირებულება 599 აშშ დოლარი იქნება, რაც 100 დოლარით იაფია, ვიდრე ღირდა Ryzen 9 7950X გაყიდვების დაწყებისას. 12-ბირთვიანი Ryzen 9 9900X ეღირება 449 აშშ დოლარი, რაც ასევე 100 აშშ დოლარით იაფია, ვიდრე Ryzen 9 7900X - გამოშვებისას. რვაბირთვიანი Ryzen 7 9700X იყიდება 359 აშშ დოლარად - 40 აშშ დოლარით იაფად Ryzen 7 7700X-თან შედარებით, ხოლო ექვსბირთვიანი Ryzen 5 9600X-ის ფასია 279 აშშ დოლარი, რაც 20 აშშ დოლარით ნაკლებია მის წინამორბედ Ryzen 5 7600X-თან შედარებით. https://tinyurl.com/3hyv9cj8 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.