Magdalena Posted July 29 Share Posted July 29 AMD-მ წარმოადგინა უახლესი Ryzen AI 300 სერიის კიდევ ერთი მობილური პროცესორი - Ryzen AI 9 HX 375 მოდელი. ჩიპი ამ დრომდე ფიგურირებდა სხვადასხვა ცნობაში, მაგრამ ოფიციალურად მისი წარდგენა არ მოხდა გასულ თვეში Ryzen AI 9 HX 370 და Ryzen AI 9 365 მოდელებთან ერთად. ფოტოს წყარო: AMD ინფორმაცია Strix Point სერიის Ryzen AI 9 HX 375-ის შესახებ გამოჩნდა AMD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩიპს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის Zen 5 ბირთვი და რვა ენერგოეფექტური Zen 5c ბირთვი. ამრიგად, ახალ პროდუქტს აქვს 12 ბირთვი 24 ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის მაქსიმალური სიხშირეა 5.1 გჰც, აქვს 12 მბ L2 ქეში და 28 მბ L3 ქეში. ახალი პროდუქტის დინამიური TDP-ის დონეა 15-დან 54 ვატამდე. პროცესორის წარმოებისთვის გამოიყენება TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. Ryzen AI 9 HX 375 წარმოდგენილია 16 გრაფიკული ბირთვის მქონე ინტეგრირებული Radeon 890M გრაფიკით, რომელიც მუშაობს 2.9 გჰც-მდე სიხშირეზე. აღწერილობის მიხედვით Ryzen AI 9 HX 375 არის ყველაზე ძლიერი პროცესორი Ryzen AI 300 სერიაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების თვალსაზრისით. იგი წარმოდგენილია 55 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობის მქონე XDNA 2 ნეიროდამუშავების ერთეულით. ეს მაჩვენებელი 5 TOPS-ით მაღალია Ryzen AI 9 HX 370 და Ryzen AI 9 365 მოდელების NPU-ებთან შედარებით. პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ამჟამად ცნობილია მხოლოდ ერთი ლეპტოპი, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს Ryzen AI 9 HX 375 პროცესორი. ეს არის 14-დუიმიანი HP OmniBook Ultra, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა. https://tinyurl.com/2h57cxdb 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.