Magdalena Posted July 19 Share Posted July 19 AMD-მ გააზიარა დეტალები Ryzen AI 300 მობილური პროცესორების წარმადობის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა. კომპანიამ ისაუბრა პროცესორების წარმადობაზე ზოგადად, ასევე მათ ინტეგრირებულ გრაფიკაზე, რომელმაც მეტად შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ფოტოს წყარო: AMD AMD Ryzen AI 300 პროცესორებზე დაფუძნებული ლეპტოპები, კოდური სახელწოდებით Strix Point, გაყიდვაში ამ თვეში უნდა გამოვიდეს. უახლესი Zen 5 ბირთვისა და გაუმჯობესებული XDNA 2 ნეიროძრავის გარდა, რომლის AI-წარმადობა 50 TOPS-მდეა (ტრილიონი ოპერაცია წამში), ამ პროცესორებს აქვთ RDNA 3.5 არქიტექტურაზე დაფუძნებული ახალი ინტეგრირებული Radeon 800M გრაფიკა. ეს გახლავთ RDNA 3 არქიტექტურის გაუმჯობესებული ვერსია ოპტიმიზებული წარმადობით და ენერგოეფექტურობით. ახალი RDNA 3.5 გრაფიკული არქიტექტურა უზრუნვეყოფს გაუმჯობესებულ წარმადობას თითო ვატზე ჩვეულებრივი გრაფიკული შეიდერ-ოპერაციებისთვის, ასევე გაუმჯობესებულ წარმადობას თითო ბიტზე გამოთვლითი ოპერაციებისთვის მეხსიერების წვდომის მოთხოვნების შემცირებით. გარდა ამისა, ახალი არქიტექტურა ოპტიმიზებულია ბატარეის ავტონომიური მუშაობის გაზრდაზე. AMD RDNA 3.5 არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლები მოიცავს თამაშის ტექსტურის შერჩევის სიჩქარის გაორმაგებას, ინტერპოლაციისა და შედარების სიჩქარის გაორმაგებას, მეხსიერების გაუმჯობესებულ მართვას - გაუმჯობესებული სერიული დამუშავება მეხსიერების წვდომის შეყოვნების შესამცირებლად, შეკუმშვის მეთოდებს, დატვირთვის შემცირებას და LPDDR5 მეხსიერებაზე ოპტიმიზებულ წვდომას. 3DMark TimeSpy ტესტში ახალ RDNA 3.5 არქიტექტურაზე დამყარებული Radeon 800M გრაფიკა აფიქსირებს 32%-იან უპირატესობას Radeon 700M-თან შედარებით იმავე, 15 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. Night Raid ტესტში ახალი ინტეგრირებული გრაფიკა 19%-ით სწრაფია წინამორბედთან შედარებით. AMD-ს არ წარმოუდგენია RDNA 3.5-ის წარმადობის მონაცემები პირდაპირ თამაშებში. ამის ნაცვლად კომპანიამ აჩვენა AMD Ryzen AI 9 HX 370 პროცესორის საერთო წარმადობის გრაფიკები თამაშებსა და სამუშაო დატვირთვაში და შეადარა ისინი Intel Core Ultra 9 185H-სა და Qualcomm Snapdragon X Elite-ის (X1E-84-100) შედეგებს. AMD-ის თქმით სამუშაო ამოცანებში Ryzen AI 9 HX 370 კონკურენტებთან შედარებით 1.3-ჯერ მეტ უპირატესობას ავლენს, ციფრული კონტენტის შექმნისას ახალი ჩიპი 3.8-ჯერ უფრო ეფექტურია, ხოლო თამაშებში - 1.65-ჯერ უფრო სწრაფი. Ryzen AI 300 პროცესორების გამოსვლა მოსალოდნელია 28 ივლისს. https://tinyurl.com/2uy5sm5n 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.