Magdalena Posted June 21, 2024 Posted June 21, 2024 მობილური Ryzen AI 300-ის (Strix Point) და დესკტოპ Ryzen 9000-ის (Granite Ridge) ანონსის ფარგლებში კომპანია AMD-ს არ გაუხმაურებია მათი გაყიდვების დაწყების თარიღი, მხოლოდ განაცხადა, რომ ისინი ხელმისაწვდომი ივლისში გახდება. ახალი პროცესორების გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ განაცხადეს საცალო მოვაჭრეებმა B&H-მა და BestBuy-მ, წერს VideoCardz. ფოტოს წყარო: VideoCardz დესკტოპ Ryzen 9000 პროცესორები გამოჩნდა ამერიკულ საცალო ვაჭრობის ვებ-გვერდ B&H-ზე. მისი მონაცემების თანახმად ამ ჩიპების შეკვეთა შესაძლებელი იქნება 31 ივლისიდან. საცალო ქსელმა BestBuy-მ მიუთითა Ryzen AI 300 პროცესორებზე დამყარებული, Asus-ის ერთ-ერთი უახლესი ლეპტოპის გაყიდვების დაწყების თარიღი - 15 ივლისი. AMD-მ განაცხადა, რომ გაყიდვაში ხელმისაწვდომი იქნება ათობით სხვადასხვა მოწყობილობა, რომელიც დაფუძნებულია უახლეს Razen AI 300 პროცესორებზე. აღსანიშნავია, რომ გამოფენა Computex 2024-ზე ლეპტოპების მწარმოებლებმა დააანონსეს ამ ჩიპებზე აგებული მოდელების მხოლოდ მცირე რაოდენობა. https://tinyurl.com/mw5nat4v Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.