Jump to content

Acer-მა, ASUS-მა და HP-მ წარადგინეს ახალი Chromebook Plus, რომელსაც Google-ის კიდევ უფრო მეტი AI ფუნქცია აქვს


Magdalena

Recommended Posts

გასულ შემოდგომაზე Google-მა დააანონსა Chromebook Plus, მოდიფიცირებული Chromebook-ები ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით და გაუმჯობესებული წარმადობით. ამჯერად კომპანიამ წარმოადგინა რამდენიმე ახალი AI-ფუნქცია, რომლებიც შედის Chromebook Plus-ის მახასიათებლებში. Google-ის ტექნიკური პარტნიორები უკვე გვთავაზობენ ხელოვნურ ინტელექტზე მორგებულ მოწყობილობის ახალ მოდელებს. ბევრ მათგანს აქვს Google-ის წლიური სატარიფო გეგმა Gemini Advanced თვეში 20 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: engadget.com 

Acer-მა განაახლა ორი აქტუალური მოდელი Intel Core Ultra ჩიპებით: Chromebook Plus Spin 714 და Chromebook Plus 516 GE. Spin 714-ის საბაზისო პროცესორი იქნება Intel Core Ultra 5 115U, ხოლო 516 GE-ს შემთხვევაში - Intel Core 5 120U. Spin 714-ის ფასი იწყება 700 აშშ დოლარიდან, ხოლო 516 GE-სი - 650 აშშ დოლარიდან. 

Spin 714-ს აქვს 14-დუიმიანი FHD სენსორულ ეკრან 360 გრადუსი მოძრაობის ფუნქციით. კონფიგურაციის მიხედვით Chromebook-ს შესაძლოა ჰქონდეს 16 გბ-მდე ოპერატიული და 512 გბ-მდე ინტეგრირებული მეხსიერება. 

image.jpeg 

Acer 516 GE-ს აქვს 16-დუიმიანი ეკრანი 2560 × 1600 გაფართოებით და 12 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-მდეა, ინტეგრირებული მეხსიერების - 2 ტბ-მდე. ლეპტოპს აქვს რეგულირებადი კლავიატურ RGB განათებით, Ethernet პორტი და Wi-Fi 6E უსადენო მოდული. 

image.jpeg 

ASUS-მა წარმოადგინა ExpertBook CX54 Chromebook Plus Intel Core i7 პროცესორით, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერებით. 14-დუიმიან სენსორულ ეკრან აქვს 2560 × 1600 პიქსელი გაფართოება. წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერ, ორი Thunderbolt 4 USB Type-C პორტი, HDMI პორტი, ორი USB Type-A პორტი და microSD ბარათის სლოტი. ამ მოდელის ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

Asus Chromebook Plus CX34-ს აქვს მე-13 თაობის Intel Core i5 პროცესორი, თუმცა ეს ზრდის მის ფასს 499 აშშ დოლარამდე მე-12 თაობის Intel Core i3 ჩიპი მქონე იმავე მოდელის 399 აშშ დოლარ ღირებულებასთან შედარებით. Asus-მა ასევე წარმოადგინა კომპაქტური Chromebook CM30 10.5-დუიმიანი, 1920 × 1200 გაფართოების მქონე ეკრანით და MediaTek Kompanio 520 პროცესორით, 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით. მისი ფასი 299 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

HP-მ წარადგინა ორი ახალი მოდელი, რომელთაგან თითოეულს აქვს როგორც ჩვეულებრივი, ასევე Plus ვერსია. 14-დუიმიან HP Chromebook-ს და 14-დუიმიან HP Chromebook x360-ს აქვთ ოთხბირთვიანი Intel N100 ან N200 პროცესორები. ამ Chromebook-ების Plus ვერსიებს აქვ რვაბირთვიანი Core i3-N305 ჩიპები. ორივე ლეპტოპში წარმოდგენილია 8 გბ ოპერატიული და 128 ან 256 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. 

image.jpeg 

x360 მოდელებში მთავარი განსხვავებაეკრანის სახსარი, რომელიც საშუალებას იძლევა ლეტოპი გაიშალოს 360 გრადუსით. ორივე მოწყობილობას აქვს 1080p დისპლეი, ამასთან HP Chromebook Plus 14 შემოთავაზებულია სენსორულ და არასენსორული ვარიანტების სახით, ხოლო x360-ს აქვს თხელი ჩარჩო. HP Chromebook 14-ის წონაა 1.45 კგ, ხოლო HP Chromebook 14 x360-ის - 1.36 კგ. HP Chromebook-ის ფასი 249 აშშ დოლარია, ხოლო Plus ვერსიის - 449 აშშ დოლარი. Chromebook Plus x360-ის ღირებულება 429 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

Google ცდილობს Chromebook-ის აპარატულ უზრუნველყოფას ერთგვაროვნება მიანიჭოს Plus მარკის გამოყენებით, რათა გარანტირებული იყოს წარმადობის გარკვეული დონე. მაგრამ რეალურად, მოდელები, რომლებიც, მწარმოებლების აზრით, ამ მახასიათებლებს აკმაყოფილებენ, საკმაოდ განსხვავდებიან წარმადობის მხრივ და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული არჩევის დროს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.