Jump to content

Apple-მა დააჩქარა "ულტრა მაღალი დონის მოწყობილობების" განვითარება - ესენია დასაკეცი iPhone და MacBook დრეკადი ეკრანით


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა დააჩქარა თავისი პირველი დასაკეცი მოწყობილობების განვითარება. ამის შესახებ წერს პორტალი 9to5Mac Haitong International Securities-ის ანალიტიკოს Jeff Pu- მიერ ინვესტორებისთვის განკუთვნილ განცხადებაზე დაყრდნობით. მისი მოხსენების თანახმად, Apple გეგმავს დასაკეცი ეკრანის მქონე 20.3-დუიმიანი MacBook-ის მასობრივი წარმოების დაწყებას 2025 წლის ბოლოს, ხოლო დრეკადი iPhone-ის წარმოებას - 2026 წლის ბოლოსთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 9to5Mac 

TF Securities-ის ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს ადრინდელი განცხადებების თანახმად Apple ქმნის 20.3-დუიმიან MacBook ლეპტოპს დასაკეცი ეკრანით. Kuo-ს თქმით, კომპანია გეგმავს მოწყობილობის გამოშვებას 2027 წელს. ის ფაქტი, რომ Apple დაინტერესებულია დრეკადი ეკრანის მქონე MacBook-ის გამოშვებით, ასევე დააფიქსირეს Display Supply Chain Consultants-ის ანალიტიკოსმა Ross Young-მა, Bloomberg-ის წარმომადგენელმა მარკ გურმანმა და სამხრეთკორეულმა რესურსმა - The Elec. ყველა მათგანი პროგნოზირებს ამ მოწყობილობის წარმოების დაწყებას 2026-2027 წლებში. 

Pu-ის მოხსენებიდანნ ჩანს, რომ Apple-მა "დააჩქარა" დასაკეცი მოწყობილობების განვითარება. Apple-ის კომპონენტების მიწოდების ჯაჭვების ანალიზი აფიქსირებს დასაკეცი მოწყობილობების განვითარების „მზარდ ხილვადობას“, განაცხადა მან. 

Pu ასევე აცხადებს, რომ Apple-ის დასაკეცი მოწყობილობები წარმოადგენენ "პროდუქტების ახალ ხაზს", რომელიც ორიენტირებულია "ულტრა მაღალი დონის მოწყობილობების ბაზრისკენ". ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ Apple ავითარებს დასაკეცი iPhone სმარტფონებს ორი ზომით - 7.9 და 8.3 დუიმი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.