Magdalena Posted April 18 Share Posted April 18 ცნობილი გახდა, რომ სმარტფონი Google Pixel 9, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა, მიიღებს Apple-ის Emergency SOS-ის მსგავს გადაუდებელი თანამგზავრული კომუნიკაციის ფუნქციას. ეს უკანასკნელი, შეგახსენებთ, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს საგანგებო სიტუაციებში გაგზავნონ SMS და დაუკავშირდნენ სასწრაფო დახმარების სამსახურებს თანამგზავრული კომუნიკაციების საშუალებით. ფოტოს წყარო: OnLeaks / 91Mobiles როგორც Android Authority ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, Google გეგმავს გამოიყენოს Samsung 5400 მოდემი Pixel 9-ში, რომელიც დაამატებს 5G არამიწიერი ქსელების მხარდაჭერას (Non-Terrestrial Networks, NTN). ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გაუგზავნონ საგანგებო შეტყობინებები სასწრაფო დახმარების სამსახურებს, ასევე დაუკავშირდნენ ამ სერვისების ოპერატორებს მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა იმ ადგილებში, სადაც არის მობილური კავშირის დაფარვა. სერვისი თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება T-Mobile-ის მეშვეობით SpaceX-ის Starlink Direct to Cell სერვისის ფარგლებში მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების პირველადი მხარდაჭერით, აცხადებს წყარო. სამომავლოდ სერვისს შეიძლება დაემატოს სხვა ოპერატორებიც. SpaceX-მა გასულ თვეში მიიღო კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის (FCC) ნებართვა Starlink-ის ფიჭური კავშირის ტესტირების გასაფართოებლად აშშ-ში, მათ შორის კალიფორნიაში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ჰავაიში, და ემზადება ამ ფუნქციის შესამოწმებლად აშშ-ის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ავსტრალიაში, კანადასა და იაპონიაში. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს 840-მდე ახალი Starlink თანამგზავრის გაშვებას Direct to Cell ტექნოლოგიით. https://tinyurl.com/mwjfajf4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.