Jump to content

Apple დაამატებს ხელოვნურ ინტელექტს ყველა Mac კომპიუტერში M4 პროცესორების მეშვეობით - ზოგიერთი მათგანი წელს დაინერგება


Magdalena

Recommended Posts

Apple ემზადება განაახლოს Mac კომპიუტერების მთელი ხაზი ახალი M4 სერიის პროცესორებით, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე, აცხადებს Bloomberg-ის წარმომადგენელი მარკ გურმანი. Apple M4 პროცესორებზე დამყარებული Mac-ის რამდენიმე ახალი კომპიუტერი წელს იქნება წარმოდგენილი და გამოშვებული. კომპანია დანარჩენ სისტემებს მომავალი წლის დასაწყისში დააანონსებს. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა სულ ცოტა ხნის წინ (2023 წლის ნოემბერში) გამოუშვა პირველი MacBook Pro ლეპტოპები M3 სერიის პროცესორებით, კომპანია „უკვე ახლოს არის M4 სერიის პროცესორების წარმოების ფაზასთან“, ამბობენ Bloomberg-ის წყაროები. M4 ჩიპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული მხარდაჭერა. ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი Mac-ები იქნება ერთგვარი პასუხი „ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერებზე“, რომელთა პირველი მოდელები უკვე გამოვიდა გაყიდვაში და შეანელეს Mac-ის ამჟამინდელი მოდელების გაყიდვები. 

ცნობილია, რომ M4 სერიას ექნება პროცესორის მინიმუმ სამი ძირითადი ვერსია. საბაზო მოდელის კოდური სახელი Donan, საშუალო დონის ჩიპის - Brave, ხოლო ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ვერსიას - Hidra. წყაროების თანახმად Donan ჩიპები გამოყენებული იქნება MacBook Pro ლეპტოპების საბაზისო მოდელებში, ასევე MacBook Air-სა და Mac Mini ნეტტოპების უმცროს მოდელებში. თავის მხრივ, MacBook Pro, Mac Mini და Mac Studio-ს საშუალო კონფიგურაციები წარმოდგენილი იქნება Brava პროცესორებით. ყველაზე მძლავრი Hidra პროცესორები საფუძვლად დაედება უფროს Mac Pro კონფიგურაციებს. 

დიდი ალბათობით, Apple ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციებზე ისაუბრებს ყოველწლიურ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე, რომელიც წელს 10 ივნისს არის დაგეგმილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.