Jump to content

Windows-ზე მომუშავე Arm-ლეპტოპები Apple MacBook Air-ზე უკეთესი იქნება - დარწმუნებულია Microsoft


Magdalena

Recommended Posts

მომავალ თვეში Microsoft გამართავს ღონისძიებას, რომელშიც გამოავლენს თავის ხედვას "ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების" კონცეფციის შესახებ. როგორც ჩანს, პროგრამული გიგანტი დარწმუნებულია Windows-on-Arm ლეპტოპების ახალი ხაზის წარმატებაში და თვლის, რომ ისინი Apple-ის M3-ზე მომუშავე MacBook Air-ზე უკეთესი იქნება როგორც პროცესორის წარმადობაში, ისე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში, წერს The Verge.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

ცხადია, რომ Microsoft დიდ იმედებს ამყარებს ახალ Qualcomm Snapdragon X Elite Arm პროცესორებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ის წარმადობა, რომელიც საჭიროა Windows-on-Arm პროგრამული პლატფორმის ბაზარზე უფრო აგრესიული განვითარებისთვის. კომპანია დიდ ფსონს დებს ამ ჩიპებზე, რომლებიც წელს გამოჩნდება სხვადასხვა მწარმოებლის ლეპტოპებში, ასევე Surface-ის უახლეს მოწყობილობებში. 

წყაროს ცნობით, Microsoft იმდენად დარწმუნებულია Qualcomm-ის ახალ ჩიპებში, რომ გეგმავს დემონსტრაციების სერიის ჩატარებას, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფია ახალი Windows ლეპტოპები MacBook Air M3-თან შედარებით პროცესორის წარმადობის და სიჩქარის თვალსაზრისით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანები და თუნდაც აპლიკაციის ემულაციაში. წყარომ Microsoft-ის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Windows-ზე დამყარებულიხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპიუტერები“ შეძლებენ „აპლიკაციის უფრო სწრაფ ემულაციას, ვიდრე Rosetta 2“, Apple-ის კომპიუტერებში გამოყენებული ემულატორი. 

წყაროს ცნობით, Microsoft ასევე გეგმავს Surface Pro 10-ისა და Surface Laptop 6-ის სამომხმარებლო ვერსიების წარდგენას Snapdragon X Elite პროცესორებით Intel Core Ultra-ს ნაცვლად. Microsoft-მა უკვე დააანონსა აღნიშნული მოწყობილობების ბიზნეს ვერსიები - სამომხმარებლო მოდელებისგან განსხვავებით მათშ Core Ultra ჩიპებია წარმოდგენილი. 

ეგრეთ წოდებულ „ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონალურ კომპიუტერებს“ წვდომა ექნება Windows-ის ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციებზე, როგორიცაა AI Explorer, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს „ამოიღონ ყველაფერი, რაც ოდესმე უნახავთ ან გაუკეთებიათ თავიანთ მოწყობილობაში“. ეს ინსტრუმენტი ჰგავს Timeline-ს, რომელიც გამოჩნდა Windows 10-ში და საბოლოოდ წაშალეს დეველოპერებმა. AI Explorer იყენებს ხელოვნური ინტელექტის თანაპროცესორს, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს დაიმახსოვრონ რაზე მუშაობდნენ ადრე და რა მოქმედებები შეასრულეს სხვადასხვა აპლიკაციში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

Microsoft ასევე ცდილობს გააუმჯობესოს ვიდეო ნაკადი Arm კომპიუტერებზე, რომლებიც მუშაობენ Windows-ზე ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციით. „ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპიუტერებიმიიღებენ Windows Studio-ს ფონის დაბინდვის ეფექტების მხარდაჭერას, სურათების უფასოდ გენერირების უნარს და ბევრ სხვას. 

Qualcomm ასევე დარწმუნებულია თავის ახალ Arm პროცესორებში. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გამოაქვეყნა ტესტის შედეგები, რომლებიც აფიქსირებს Snapdragon X Elite პროცესორების უპირატესობას Apple M2 და Core Ultra 7 ჩიპებთან შედარებით მრავალი მახასიათებლის მხრივ. Qualcomm ამტკიცებს, რომ ბევრი თამაში კარგად იმუშავებს ახალ Arm ლეპტოპებზე, ამიტომ არ არის გამორიცხული ბაზარზე გამოჩნდეს გეიმინგ მოწყობილობები X Elite ჩიპებით. 

Microsoft გამართავს "AI PC" პრეზენტაციას 20 მაისს, დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენცი Build-ის წინა დღეს. აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა ისაუბრებს კომპანიის "ხელოვნური ინტელექტის ხედვაზე აპარატუ და პროგრამულ უზრუნველყოფაში", რომელიც გზას გაუხსნის Windows-ის ახალი ვერსიის გამოშვებას Arm-ზე და ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებში Windows 11-ისთვის. წყაროს მიხედვით Microsoft-ის ხედვა მოიცავს სლოგანსCopilot ყველა მომხმარებლისთვის“ - ეს მინიშნებაა Microsoft-ის გრძელვადიან კონცეფციაზე „კომპიუტერი ყველა სახლში“, რომელიც წარსულში გამოიყენებოდა Windows-ის პოპულარიზაციისთვის. კომპანია ელოდება, რომ 2026 წლის ბოლოსთვის Windows-ის ახალი მოწყობილობების 50%-ში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მქონე თანაპროცესორით აღჭურვილი პროცესორები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.