Jump to content

JPMorgan: SEC საბოლოოდ დაამტკიცებს სპოტ Ethereum ETF-ებს


Recommended Posts

image.png 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) საბოლოოდ დაამტკიცებს სპოტ ETF-ებს, რომელიც დამყარებულია კაპიტალიზაცის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაზე. ამის შესახებ JPMorgan-ის ანალიტიკოსმა Nikolaos Panigirtzoglou-მ The Block-თან განაცხადა. 

”თუ მაისში არ დამტკიცდება ETH-ETF-ები, ასეთ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ შედგება სასამართლო პროცესი. დიდი ალბათობით, SEC საბოლოოდ წააგებს მას (როგორც გასულ წელს Grayscale და Ripple-ის შემთხვევებში მოხდა). ეს ნიშნავს იმას, რომ SEC საბოლოოდ დაამტკიცებს სპოტ ETH-ETF-ებს (მაგრამ არა - ამ წლის მაისზე ადრე),” - განაცხადა მან. 

თებერვალში JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Ethereum ETF-ების დარეგისტრირების ალბათობა 50%-ით შეაფასეს. იგივე შანსებს ინარჩუნებს Panigirtzoglou მაისისთვის. 

მარტში Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა 70%-დან 35%-მდე გაანახევრა ETH-ETF-ის მაისში დამტკიცების ალბათობა. იმავე თვეში მარკეტ მეიკერ GSR-ის სპეციალისტებმა შანსები 20%-ად შეაფასეს. 

აპრილში SEC-მა Grayscale-ის, Fidelity-ს და Bitwise-ისგან საჯარო კომენტარები მოითხოვა საბირჟო ფონდების ვაჭრობის პოტენციურ თანხებზე, რომელიც ემყარება სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა.  

კრიპტო საფულე MetaMask-ის მფლობელმა კომპანია ConsenSys-მა წერილი გაუგზავნა კომისიას და მოითხოვა სპოტ Ethereum-ETF-ების დამტკიცება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.