Magdalena Posted April 11 Share Posted April 11 SpaceX-მა X-ზე გამოაქვეყნა პრეზენტაციის ჩანაწერი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა კომპანიის ბაზა Starbase-ზე ბოკა ჩიკაში, ტეხასის შტატში. პრეზენტაცია წარმოადგინა SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა კოსმოსურ ხომალდ Starship-ის მოახლოებულ სატესტო ფრენებსა და სამომავლოდ მარსზე ავტონომიური ადამიანური კოლონიის მოწყობის გეგმებზე. ფოტოს წყარო: SpaceX მასკის თქმით, Starship-სისტემის მეოთხე სატესტო ფრენა იგეგმება "დაახლოებით ერთ თვეში". ეს შეესაბამება SpaceX-ის პრეზიდენტ გვინ შოთველის განცხადებას, რომელმაც გასულ თვეში აღნიშნა, რომ Starship-ის შემდეგი ფრენა მაისის დასაწყისშია დაგეგმილი და დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა კომპანია ახალი გაშვების ნებართვის მიღებას აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისგან (FAA). თუ კომპანია შეძლებს მოცემული გრაფიკის დაცვას, მეოთხე სატესტო ფრენა განხორციელდება წინა გაშვებიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში. მოახლოებული ტესტის მთავარი მიზანია Starship-ის ზედა საფეხურმა შეძლოს ატმოსფეროში შესვლისას „მაღალი სიცხის რეჟიმის“ გავლა და ოკეანეში „კონტროლირებადი წესით დაშვება“. შეგახსენებთ, რომ Starship სისტემის მესამე ფრენისას ხომალდი ატმოსფეროში შესვლიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა. მასკმა ასევე განაცხადა, რომ Starship-ის შემდეგი ფრენა დაკავშირებული იქნება Super Heavy გამშვები რაკეტის დაშვების ტექნოლოგიის ტესტირებასთან. მეოთხე სატესტო გაშვების ფარგლებში SpaceX შეეცდება გამწევი რაკეტის დაშვებას მექსიკის ყურეში „ვირტუალურ კოშკზე“. ეს იქნება გიგანტური რაკეტის კონტროლირებადი დაშვების პრაქტიკისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი. მასკმა აღნიშნა, რომ თუ გამწევი რაკეტა წარმატებით დაეშვება "ვირტუალურ კოშკზე" მეოთხე სატესტო ფრენის დროს, შემდეგ ჯერზე SpaceX შეეცდება განახორციელოს ამაჩქარებლის რეალური დაშვება, რომლისთვისაც გამოიყენებენ " Mechazilla"-ს მანიპულატორებს - ეს არის სპეციალური დამჭერი კოშკი რაკეტებისთვის. „იმის ალბათობა, რომ ამ წელს ჩვენ შევძლებთ გამშვები რაკეტის დაჭერას Mechazilla-ს მანიპულატორების გამოყენებით, არის 80%-დან 90%-მდე,“ - თქვა მასკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ Starship-ის აღდგენას ხელახლა გამოყენებამდე უფრო მეტი დრო დასჭირდება და კომპანია აპირებს განახორციელოს მისი მინიმუმ ორი წარმატებული კონტროლირებადი ჩაშვება ოკეანეში, სანამ შეეცდება მის Starbase-ში დასმას. მასკის თქმით, SpaceX შეძლებს Starship-ის ხელახლა გამოყენებას ერთ-ერთი კოსმოსური ფრენისას მომავალ წელს. პარალელურად, კომპანია მუშაობს წარმოების გაფართოებაზე, რათა ხელი შეუწყოს მომავალში გაშვების უფრო მკაცრი გრაფიკის დაცვას. Starship-ის რაკეტების წარმოების ახალ ობიექტთან ერთად კომპანია აშენებს მეორე გამშვებ კოშკს Starbase-ში და ელის, რომ კიდევ ერთი გამშვები კოშკი კეიპ კანავერალში, ფლორიდაში, მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის შევა ექსპლუატაციაში. SpaceX ასევე გეგმავს ექვსი Super Heavy ამაჩქარებლის წარმოებას მიმდინარე წლის განმავლობაში. „აქ ვაწარმოებთ საგამოცდო-კონსტრუქციულ გაშვებებს, გავტესტავთ რამე ახალს, ავაგებთ რაკეტებს და მაშინ, სავარაუდოდ, ოპერაციული გაშვებების დიდი ნაწილი კონცხიდან - კეიპ კანავერალიდან განხორციელდება“ - განაცხადა მასკმა. გარდა ამისა, SpaceX მუშაობს Raptor-ძრავების გაუმჯობესებაზე, რომლებიც გამოიყენება არა მხოლოდ ამაჩქარებელ Super Heavy-ში, არამედ თავად ხომალდ Starship-შიც. მასკის თქმით, გაუმჯობესებული Raptor 3 ძრავები შეძლებენ 280 მეტრულ ტონა-ძალის წევის გამომუშავებას, ამჟამინდელი თაობის ძრავების მიერ წარმოებული 230-ის ნაცვლად. საბოლოო ჯამში, SpaceX იმედოვნებს, რომ გააუმჯობესებს ძრავებს იმ დონემდე, რომ მათ შეძლონ 300 ტონა-ძალამდე მეტი წევის გამომუშავება. ასეთი ძრავების გამოყენება იგეგმება უფრო მასიურ რაკეტასა და Starship 2-ში, რაც საშუალებას მისცემს მოხერხდეს ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანა. უფრო მეტიც, მთელი სისტემა იქნება ხელახლა სრულად გამოყენებადი. მომავალი Starship 3 შეძლებს კოსმოსში 200 ტონაზე მეტი ტვირთის წაღებას და ასევე იქნება მრავალჯერადი გამოყენების. ამავდროულად, ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს კომპანია უფრო მოწინავე Starship-ის ექსპლუატაციის დაწყებას. ამის მიუხედავად, ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ Starship 3-ის გაშვება ეღირება ნაკლები ორიგინალ SpaceX Falcon 1 რაკეტასთან შედარებით, რომელიც დაჯდა დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი. ამას ხელს შეუწყობს მთლიანი სისტემის მრავალჯერ გამოყენების შესაძლებლობა. მილიარდერის შეფასებით, მომავალში Starship-ის გაშვების ღირებულება შეიძლება იყოს 2-დან 3 მლნ აშშ დოლარამდე.”ეს წარმოუდგენელი რიცხვებია. არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ არ მოგვიწევს ფიზიკის კანონების დარღვევა“, - განაცხადა მასკმა. ბიხნესმენს გვერდი არ აუვლია მარსის კოლონიზაციის თემისთვის. მისი თქმით, წითელ პლანეტაზე ფრენისთვის ორბიტაზე მყოფი Starship-ისთვის საწვავის ექვსჯერ შევსება იქნება საჭირო. ამის მისაღწევად დაგეგმილია კოსმოსური საწვავის შევსების ტექნოლოგიის შემუშავება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც დედამიწის ორბიტაზე იქნება განთასებული და Starship მას მარსზე გაფრენამდე მიემაგრება. ასევე ითქვა, რომ წითელი პლანეტის ზედაპირზე ხომალდის წარმატებული დაშვებისთვის დასაშვები ადგილები უნდა მოინიშნოს დაბლობებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკმარისი ატმოსფერო დაშვების დროს შენელებისთვის. გარდა ამისა, ეს ადგილები უნდა მდებარეობდეს ეკვატორთან ახლოს, რათა მარსზე მოწყობილმა ავტონომიურმა ბაზამ მიიღოს მზის საკმარისი რაოდენობა ენერგიის საჭირო რაოდენობის გამომუშავებისთვის. რაც შეეხება უკანა ფრენებს, მასკი მიიჩნევს, რომ ბევრი ადამიანი, ვინც მარსზე გაფრენას გადაწყვეტს, დედამიწაზე არასოდეს დაბრუნდება. თუმცა, SpaceX-ის გრძელვადიანი მიზანია მომავალში ადამიანებს შეეძლოთ პლანეტებს შორის მოგზაურობა. კომპანია ასევე აპირებს გაცილებით მეტი ხომალდის აშენებას გამაძლიერებლებთან შედარებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ხომალდებს, სავარაუდოდ, ხელახლა გამოიყენებენ მარსზე რესურსების მოპოვებისთვის. https://tinyurl.com/ybhm6c8d Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.