Magdalena Posted April 8 Share Posted April 8 Razer-მა გამოაცხადა განახლებულ გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 18-ის (2024) გაყიდვების დაწყება. ახალ ლეპტოპში წარმოდგენილია Intel-ის მძლავრი პროცესორი Raptor Lake Refresh სერიიდან და ვარიანტის სახით აქვს 4K გაფართოების და 200 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე დისპლეი. ფოტოს წყარო: Razer მოწყობილობა წარმოდგენილია 21.99 მმ სისქის ალუმინის შავი ან ვერცხლისფერი კორპუსით. Razer Blade 18 (2024) დამყარებულია 5.8 გჰც-მდე სიხშირის მქონე 24-ბირთვიან და 32-ნაკადიან Intel Core i9-14900HX-ზე. ლეპტოპს ვარიანტების სახით ექნება 32 გბ DDR5-5600 ან 64 გბ DDR5-5200 ოპერატიული მეხსიერება. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ორი NVMe PCIe 4.0 დისკი თითო 2 ტბ მოცულობით. გრაფიკულ ქვესისტემად შესაძლებელია აირჩიოთ GeForce RTX 4060 ან GeForce RTX 4070 8 გბ GDDR6 მეხსიერებით, GeForce RTX 4080 12 გბ მეხსიერებით ან ფლაგმანური GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ხელმისაწვდომი ვარიანტების სახით შემოთავაზებულია Razer Blade 18-ის (2024) სამი ტიპის 18-დუიმიანი ეკრანი: 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით და კადრის განახლების სიხშირით 240 ჰერცი; 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, მინი-LED განათებით და განახლების სიხშირით 300 ჰერცი; 4K გაფართოებით (3840 × 2400 პიქსელი) და განახლების სიხშირით 200 ჰერცი. ეს უკანასკნელი პირველად არის შემოთავაზებული ლეპტოპებში. ყველა ეკრანის გვერდების თანაფარდობაა 16:10. ლეპტოპის კლავიატურას აქვს RGB განათება თითოეულ კლავიშზე. მოცემულია აუდიო სისტემა ექვსი დინამიკით და სამი გამაძლიერებლით, ასევე შემოთავზებულია Wi-Fi 7-ისა და Bluetooth 5.4-ის არჩევითი მხარდაჭერა. ლეპტოპს აქვს 5-მეგაპიქსელიანი ინფრაწითელი კამერა Windows Hello ავტორიზაციის სისტემის მხარდაჭერით, სამი USB 3.2 Gen2 Type-A პორტი, ერთი Thunderbolt 4 (USB 3.2 Gen2 Type-C) 100 ვატამდე ალტერნატიული დამუხტვის ფუნქციით და DisplayPort. 1.4, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს Nvidia-ს გარე გრაფიკული ბარათი, ერთი USB 3.2 Gen2 Type-C 100-ვატიანი დამუხტვის ფუნქციით. ხელმისაწვდომია 2.5-გიგაბიტიანი ქსელის ადაპტერი, HDMI 2.1, UHS-II მეხსიერების ბარათის წამკითხველი და 3.5 მმ აუდიო კონექტორი. Razer Blade 18-ის (2024) ზომაა 21.90 × 275.40 × 399.90 მმ, წონა 3.1 კგ. ავტონომიურ რეჟიმში ლეპტოპი იკვებება 91.7 ვტ/სთ მოცულობის ბატარეით. კომპლექტში შედის GaN-დამტენი 280 ან 330 ვატი სიმძლავრით - ლეპტოპის კონფიგურაციის შესაბამისად. Razer Blade 18-ის ფასი (2024) იწყება 3099.99 აშშ დოლარიდან ან 3599.99 ევროდან. ახალი პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში - Razer.com. ლეპტოპი ასევე მალე იქნება ხელმისაწვდომი ავტორიზებულ გადამყიდველებში. https://tinyurl.com/484nkee4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.