Jump to content

Bitcoin-ETF-ების ვაჭრობის მოცულობამ მარტში 111 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია


Recommended Posts

image.jpeg 

მარტი რეკორდული აღმოჩნდა Bitcoin ETF-ებით ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა - 42 მლრდ აშშ დოლარიდან 111 მლრდ აშშ დოლარამდე. 

”მე ვერ წარმომიდგენია, რომ აპრილის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ვინ იცის,” - განაცხადა Bloomberg-ის ბირჟების ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა. 

SoSoValue-ის თანახმად სამი ბირჟაზე მოვაჭრე ფონდი Grayscale (GBTC), BlackRock (IBIT) და Fidelity (FBTC) დომინირებს ვაჭრობის მოცულობის მხრივ. 

ამავდროულად, GBTC-ის ამოქმედების დღიდან მთლიანმა გადინებამ 15 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

image.png 

სპოტ Bitcoin ETF-ების დინამიკა. წყარო: SoSoValue. 

დოლარში გამოხატის თვალსაზრისით BlackRock-სა და Fidelity-ის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების ღირებულება გასულ თვეში, შესაბამისად, 18 და 10 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

Balchunas-მა ასევე აღნიშნა, რომ IBIT-მა შეძლო GBTC-ისთვის ბაზრის წილის წართმევა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ETF წარმატებული აღმოჩნდა მომგებიანობის თვალსაზრისით, IBIT-მა მოიგო რბოლა მოცულობის თვალსაზრისით და ოფიციალურად არის GLD Bitcoin-ის კონტექსტში“, აღნიშნა მან. 

2 აპრილის ვაჭრობის შედეგების მიხედვით პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებულ ბირჟაზე მოვაჭრე ფონდებში წმინდა შემოდინებამ შეადგინა 39.4 მლნ აშშ დოლარი. წინა დღით  დაფიქსირდა 85.8 მლნ აშშ დოლარის გადინება. 

CoinShares-მა დაუშვა, რომ Bitcoin ETF-ები უახლოეს თვეებში მოთხოვნის შოკის წინაშე აღმოჩნდებიან. 

Bitwise-ის საინვესტიციო დირექტორმა მეტ უგანმა ივარაუდა ციფრული ოქროს წილის 3%-მდე ზრდა ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების წარმატების ფონზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.