Jump to content

დაშლილ კრიპტო ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა 11 მლრდ აშშ დოლარზე მეტის კონფისკაციით.


Recommended Posts

კრიპტო ბირჟFTX-ის თანადამფუძნებელ და ხელმძღვანელ სემ ნკმენ-ფრიდს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების კონფისკაციით. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის შვიდ ბრალდებაში, მათ შორის თაღლითობსა და თანხის გაფლანგვაში. 

image.jpeg 

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ბენკმენ-ფრიდის ქმედებების გამო FTX-ის მომხმარებლებმა დაკარგეს 8 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის მიყენებული ზარალი შეფასდა 1.7 მლრდ აშშ დოლარად და 1.3 მლრდ აშშ დოლარად, შესაბამისად. ამასთან, სამმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოსამართლე ლუის კაპლანის თქმით ნკმენ-ფრიდმა ცრუ ჩვენება მისცა სულ მცირე სამჯერ. ამის მიუხედავად, მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა პროკურატურას, რომელიც 40-წლიან პატიმრობას ითხოვდა, ასევე დაცვის მხარე, რომელიც ბრალდებულისთვის ფსიქიკური პრობლემების მოტივით 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. სასამართლო პროცესის შეჯამებისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ ნკმენ-ფრიდმა კარგად იცოდა, რომ მომხმარებლების ფული მას არ ეკუთვნოდა, რომ არასწორად მოქმედებდა და ბირჟას მეტად სარისკო მდგომარეობაში აყენებდა. თავად ბრალდებულის თქმით, იგი იმედოვნებდა, რომ მართლმსაჯულებას თავს აარიდებდა და დაუსჯელი დარჩებოდა. 

ბენკმენ-ფრიდი იყო 2019 წელს დაარსებულ კრიპტო ბირჟ FTX-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც სწრაფად გახდა ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. სასამართლო პროცესის დროს მისმა თანამზრახველებმა დაადასტურეს, რომ მანიპულირებდნენ რიცხვებით, რათა ბირჟა უფრო უსაფრთხო გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. პრობაციის დეპარტამენტი დაჟინებით მოითხოვდა 100-წლიან თავისუფლების აღკვეთას, რომელიც, ნკმენ-ფრიდის ადვოკატების აზრით, არანაკლებ „გროტესკული“ იქნებოდა პონცის სქემის ორგანიზატორ, 71 წლის ბერნი მედოისთვის 150 წლიან სასჯელთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

ორ-ორჯერ დაიპოსტა ერთიდაიგივე თემა და დუბლიკატები წავშალე, ისე კი ხვონსაც იგივე დღე ელის, ბანკმანმა და ხვონმა ჯამში 10000$ დამაკარგინეს და პირველ რიგში ეგ ყველაფერი გათვლილი იყო გამოუცდელ მელკი ტრეიდერებზე, დიდმა ტრეიდერებმაც დაკარგეს დობრათ მაყუთი, მაგრამ ყველაზე მეტათ ისევ მელკი ტრეიდერები დაზარალდენ 2022-ში ხვონის და ბენკმენის ოინების შემდეგ, თუმცა ხვონის მახინაციები გაცილებით უფრო სერიოზული და მძიმე იყო კრიპტობაზრისთვის, რახან მაგ მომენტისთვის საკმაოთ მაღალი კაპიტალიზაცია იყო 2022 წლის მაისის დასაწყისისთვის,ბენკმანმა უბრალოთ ლურსმანი დაასვა რასაც ქვია და მთლათ ბოლო მოუღო ყველაფერს, მაგრამ კი ავიდა მაგის შემდეგ უკვე 73000$ ბიტკოინი, მანამდე კი 15500$ დაცემაც მოასწრო და მთავარი დამნაშავე მაგაში ხვონი და ბანკმანია და ორი საკმაოთ დიდი კრიპტობაზრის განგებ დაგდების მცდელობა 2022 წლის მაისში და მერე მოგვიანებით უფრო სექტემბრისკენ რომ დაფიქსირდა ბაზარზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.