Jump to content

Intel-ის მომავალი Lunar Lake სერიის პროცესორი გამოჩნდა ფოტოზე, როგორც სატესტო პლატფორმის ნაწილი


Recommended Posts

პორტალ Igors LAB-მა გამოაქვეყნა Intel Lunar Lake პროცესორის ფოტო, როგორც სატესტო ეტალონური პლატფორმის ნაწილი. ამ უკანასკნელს აქვს არასტანდარტული სამონტაჟო სისტემსატესტო ჩიპების სწრაფად ჩანაცვლებისთვის. გარდა ამისა, წყარომ გააზიარა მომავალი ჩიპების სქემა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Igor’s LAB 

მიმდინარე წლის დასაწყისში გამოფენა CES-ზე Lunar Lake სერიის პროცესორი უკვე გააზიარა Michelle Johnston Holthaus-მა, რომელიც Intel-ის სამომხმარებლო მიმართულების ბიზნესს ხელმძღვანელობს. ჩიპების ახალი სერიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის არის, რომ მათ აქვთ ინტეგრირებული LPDDR5X ოპერატიული მეხსიერებ. ცნობილია, რომ პროცესორები ენერგოეფექტური იქნება. ჩიპების საინჟინრო ნიმუშები უკვე მიეწოდება Intel-ის ლეპტოპების მწარმოებელ პარტნიორებს. 

Igor’s LAB-ის თანახმად სატესტო პლატფორმის ფოტოზე წარმოდგენილი Lunar Lake პროცესორი შეიცავს რვა ბირთვს: ოთხი მაღალი წარმადობის Lion Cove P-ბირთვი და ოთხი ენერგოეფექტური Skymont E-ბირთვი. პორტალი ადასტურებს, რომ პროცესორის გამოთვლითი ჩიპლეტი ბირთვებით დამზადდება TSMC N3B ტექნოპროცესის გამოყენებით. 

image.png 

Lunar Lake სერიის პროცესორებს ექნება ახალი თაობის Arc Battlemage ინტეგრირებული გრაფიკ Xe2-LPG არქიტექტურით. შევა რვამდე Xe2 ბირთვ, თითოეული 64 შემსრულებელი ერთეულით (EU). ეს ნიშნავს, რომ Lunar Lake-ს ექნება 1024-მდე შეიდერ-გრაფიკულ ბირთვი, ვინაიდან Xe2 ბირთვები შეიცავს ორჯერ მეტ შემსრულებელ ერთეულს Xe-LPG არქიტექტურასთან შედარებით, რომელიც Intel Meteor Lake ჩიპების ინტეგრირებული გრაფიკის საფუძველს წარმოადგენს. Igors LAB-ის რედაქტორის თქმით Lunar Lake-ის გრაფიკა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია წინამორბედებთან შედარებით და ზოგიერთ შიდა ტესტში აფიქსირებენ წარმადობის თითქმის ორჯერ ზრდას“. ამის საფუძველზე და ასევე მათი ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით Lunar Lake ჩიპები შეიძლება გახდეს პერსპექტიული საფუძველი პორტატული კონსოლების მომავალი თაობისთვის. 

image.jpeg 

Intel Lunar Lake პლატფორმის ანონსი მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. ჩიპები განკუთვნილია მსუბუქ ლეპტოპებში, პლანშეტებსა და ისეთ მოწყობილობებში გამოსაყენებლად, სადაც გაზრდილი ავტონომია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმადობა. არქიტექტურულად Lunar Lake იქნება Arrow Lake სერიის პროცესორების მსგავსი, რომლის ანონსი ასევე მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. Lunar Lake-ისგან განსხვავებით ეს ჩიპები განკუთვნილი იქნება დესკტოპ კომპიუტერების და გეიმინგ ლეპტოპებისთვის, მაგრამ ექნება ძველი Xe-LPG გრაფიკული არქიტექტურა. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.