Jump to content

Sony დაამატებს PS5-ს თამაშის ავტომატური ჩაწერის ფუნქციას სხვა მოთამაშეების დახმარებისთვის


Recommended Posts

Sony-მ განაცხადა ახალი ფუნქციის, Community Game Help-ის შესახებ, რომელიც PS5-ზე მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება. ეს ფუნქცია ავტომატურად ქმნის სათამაშო ვიდეოებს სხვა მოთამაშეების დასახმარებლად, დეველოპერების Game Help-თან ერთად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

Community Game Help საშუალებას მოგცემთ ჩაწეროთ გარკვეული აქტივობები თამაშებში, რომლებზეც მხარდაჭერილია ეს ფუნქცია. „მოდერატორი უყურებს ვიდეოს და, თუ დამტკიცდება, გამოაქვეყნებს რჩევის სახით თამაშის დახმარების განყოფილებაში. გეიმერებს შეეძლებათ უყურონ ვიდეოს და შეაფასონ იგი“, - განაცხადა PS5-ის პროდუქტები მართვის უფროსმა დირექტორმა Sabrina Meditz-მა ახალ ფუნქციის შესახებ. 

დეველოპერების ჩანაფიქრით ეს კლიპები მოთამაშეებს დაეხმარება მიიღონ გარკვეული ჯილდოები ან იპოვონ ფარული ობიექტები YouTube-ზე გადასვლის გარეშე. Sony-ს სერვერებზე ატვირთვის შემდეგ კლიპი წაიშლება PS5-დან და გამოქვეყნების შემთხვევაში შეტყობინება გაიგზავნება Game Help-ში. პროცესი სრულიად ავტომატურია და არ საჭიროებს რედაქტირებას ან ხელით ატვირთვას. ვიდეოში ჩართული იქნება მხოლოდ გეიმპლეი; ჩაწერა ვებ-კამერიდან ან მიკროფონიდან არ განხორციელდება. თუმცა, თუ ჩაწერის პროცესში ჩატის შეტყობინებები ან ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ეკრანზე გამოჩნდება, ისინი შეიძლება მოხვდეს ვიდეოში. 

image.jpeg 

ნაგულისხმევად ეს ფუნქცია გამორთულია. მისი გააქტიურების შემდეგ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თვეში ჩაწერილი კლიპების რაოდენობა, ასევე წაშალოთ უკვე ჩაწერილი და გამოქვეყნებული ვიდეოები. პირველი თამაშები Community Game Help-ის მხარდაჭერით წელს გამოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.