Jump to content

Nvidia-ს გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული თამაშები 10 წელზე ნაკლებ დროში გამოჩნდება


Recommended Posts

თამაშებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქამდე ძირითადად შემოიფარგლებოდა არსებული კონტენტის მასშტაბირებით, მაგრამ Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის თქმით, მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული თამაშების გამოჩენამდე დიდი დრო არ რჩება. 

ჰუანგმა მსგავსი რამ აღნიშნა Tom's Hardware-თან ინტერვიუში Blackwell B200 გრაფიკული პროცესორის პრეზენტაციის შემდეგ Nvidia-ს ადრინდელ GPU ტექნოლოგიების კონფერენციაზე 2024 (GTC 2024). 

კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არის სამყარო იმ წერტილთან, სადაც ყველა პიქსელი წარმოიქმნება რეალურ დროში და როგორ ხედავს იგი თამაშებს ამ სივრცეში, ჰუანგმა უპასუხა: "ვფიქრობ, ათ წელზე ნაკლები დრო დარჩა." 

”ჩვენ ალბათ ორი წელი ვართ [ამ 10-წლიან შუალედში]. ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ მომდევნო ხუთ-ათ წელიწადში ეს დიდწილად რეალობად იქცევა, ”- განაცხადა ჰუანგმა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nvidia 

ჟურნალისტი PC Gamer თვლის, რომ მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული თამაშები იქნება სრულიად განსხვავებული პროცესი, ვიდრე ის, რასაც ამჟამად ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კონტენტის გენერირების სფეროში და მისთვის საჭირო იქნება სერიოზულ აპარატულ უზრუნველყოფა. 

მაგალითად, დღეისათვის ყველაზე მძლავრი გრაფიკული ბარათი, RTX 4090, არ არის შესაფერისი რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტენტის გენერირებისთვის, რადგან ერთი AI ვიდეოს შექმნაც კი მოითხოვს მრავალ GPU-ს და საათების გამოთვლას. 

მავე დრს, Nvidia და სხვა კომპანიები განიხილავენ NPC-ებისთვის ხელოვნური ინტელექტის მინიჭებას, როგორც თამაშის სამყაროებთან ურთიერთობის ახალ გზას (მაგალითად, Ubisoft-ის Neo NPC პროექტი). 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.