Magdalena Posted March 23 Share Posted March 23 CoinGecko-ს მონაცემებით Solana-ზე დაფუძნებულმა დეცენტრალიზებულმა ბირჟებმა დაიკავა ბაზრის დაახლოებით ნახევარი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით. წყარო: CoinGecko. სეგმენტის ლიდერი გახდა პლატფორმა Jupiter 2.66 მლრდ აშშ დოლარით, მას მოყვება Raydium (2.4 მლრდ აშშ დოლარი). DEX Uniswap-მა რეიტინგში მესამე ადგილი შეინარჩუნა, მას მოსდევს Solana-ს პლატფორმა Orca 1.4 მლრდ აშშ დოლარით. ყველაზე პოპულარული წყვილი ორ ამჟამინდელ ლიდერს შორის არის SLERF/SOL. იმის მიუხედავად, რომ meme token-ის პროექტს პრობლემები შეექმნა ლიკვიდობის პულის და airdrop მონეტების „შემთხვევით“ დაწვის სახით, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მას. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივის ფასი შემცირდა დაახლოებით 25%-ით და დაალოებით 0.9 აშშ დოლარს შეადგენს. ტოკენის კაპიტალიზაცია 0.5 მლრდ აშშ დოლარს უახლოვდება. წყარო: CoinGecko. CryptoQuant-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კი იუნ ჯუმ გამოთქვა შეშფოთება Solana-ზე დამყარებული meme ტოკენის სეგმენტში აჟიოტაჟის გამო. მისი აზრით ასეთი პროექტები უბრალოდ აზიანებს ინდუსტრიას. ამ ფონზე SOL რჩება მეხუთე ადგილზე კაპიტალიზაციის მიხედვით, ბაზარზე ყოველკვირეული 14.5%-იანი ზრდით. ტოკენის მთლიანი მარაგის ღირებულება 78.2 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. წყარო: CoinGecko. Franklin Templeton-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ meme-ტოკენებს არ აქვთ „თანდაყოლილი“ ღირებულება და ახასიათებთ ძლიერი არასტაბილურობა. https://tinyurl.com/yc2kwcwe Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.