Jump to content

Bitcoin ETF-ებში თანხის ყოველდღიურმა შემოდინებამ რეკორდულ 1.05 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია


Recommended Posts

image.jpeg 

12 მარტს პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებულ სპოტ საბირჟო ვაჭრობის ფონდებში წმინდა შემოდინებამ შეადგინა 1.05 მლრდ აშშ დოლარი. ეს მაჩვენებელი 56%-ით აღემატება წინა თებერვლის რეკორდულ 673 მლნ აშშ დოლარ. 

image.png 

თანხების ყოველდღიური შემოდინება Spot Bitcoin ETF-ებში. წყარო: SoSoValue. 

SoSoValue-ის მიხედვით BlackRock კვლავ ლიდერობს ETF-ს შორის - IBIT-ის მოცულობა ერთ დღეში გაიზარდა 848 მლნ აშშ დოლარით. კომპანიის მთლიანმა საფონდო მაჩვენებელმა მიაღწია 15.42 მლრდ აშშ დოლარს. ორ თვეში აქტივების მმართველმა დააგროვა 200 000-ზე მეტი BTC. 

Grayscale-ის GBTC კვლავ განიცდის გადინებას. დღის განმავლობაში ინვესტორებმა დაახლოებით 78 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. 

image.png 

Bitcoin-ფონდების დინამიკა. წყარო: SoSoValue. 

ვაჭრობის მოცულობა სტაბილურად მაღალია - 12 მარტს მან 8.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რეკორდული მაჩვენებელი კი 5 მარტს დაფიქსირდა - 10.4 მლრდ აშშ დოლარი. 

ინსტრუმენტების მთელი არსებობის განმავლობაში მთლიანმა ღირებულებამ 113.5 მლრდ აშშ დოლარმიაღწია. 

იანვარში გამოშვების შემდეგ ციფრულ ოქროს ბირჟაზე ვაჭრობის ფონდები აქტიურად კრეფდნენ ტემპს და უკან მოიტოვეს ფიუჩერსულ ანალოგები. The Block Dashboard-ის მიხედვით Bitcoin ფიუჩერსების ETF-ების წილი სპოტთან შედარებით 10%-მდე შემცირდა. 

image.png 

სპოტ და ფიუჩერსული Bitcoin ETF-ების თანაფარდობა. წყარო: The Block.  

FalconX-ის კვლევის ხელმძღვანელმა დევიდ ლოვანტმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი ახალ რეკორდებს ამყარებს, რადგან მეტი ფული მიედინება სპოტ Bitcoin ETF-ებში. 

„მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ სპოტ ETF-ებში თანხის შემოდინება განაპირობებდა [პირველი კრიპტოვალუტის] ფასებს, ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფასები, გარკვეულწილად მაინც, ასევე იწყებს შემოდინების გაზრდას“, - აღნიშნა მან. 

წერის მომენტისთვის Bitcoin 73.455 აშშ დოლარად იყიდება და ყოველ დღე ახლებს თავის ისტორიას. აქტივის კაპიტალიზაციამ მიაღწია 1.44 მლრდ აშშ დოლარს, ვაჭრობის მოცულობამ - 69.5 მლრდ აშშ დოლარ. 

image.png 

BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

Bloomberg-ის საფონდო ანალიტიკოსმა Eric Balchunas-მა დაწერა პოსტი X-ში ორთვიანი ვაჭრობის დასრულების შესახებ, რომელიც „ექვსს ჰგავს“. 

„ათი Bitcoin ETF ახლა მართავს 55 მლრდ აშშ დოლარზე მეტ ჯამურ აქტივს, რაც მოცულობით ორჯერ მეტია და 110 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს რიცხვები რომ ყოფილიყო წლის ბოლოს, მე მათ წარმატებულ დავარქმევდი. რვა კვირაში მსგავსი რამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელია“, - გაკვირვებული იყო ექსპერტი. 

Balchunas-მა დაამატა, რომ BlackRock-ისა და Fidelity-ს ფონდები შემოსული თანხების მიხედვით მესამე და მეოთხე ადგილზეა ყოველწლიურ შემოდინებაში ყველა ETF-ს შორის მსოფლიოს უდიდეს ETF-ებთან ერთად. 

ჯერ კიდევ თებერვალში Bitcoin-ის ინსტრუმენტებმა გადააჭარბა ვერცხლის ბაზაზე დამყარებულ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებ მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობით. 

The Block-თან საუბარში GSR-ის ანალიტიკოსი ბრაიან რუდიკი დაეთანხმა მოცემულობას, რომ პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებულმა ETF-ებმა გადააჭარბა „ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი“. 

”[ფონდები] თითქმის ერთადერთი მამოძრავებელი იყო, რომელმაც Bitcoin-ის ფას 25 ათასიდან 70 ათას აშშ დოალრამდე ზრდისკენ უბიძგა. ეს იყო ყველაზე წარმატებული ETF-ის გაშვება ისტორიაში მრავალი თვალსაზრისით და, რაც მთავარია, მათ ლეგიტიმაცია მოახდინეს და დაამკვიდრეს კრიპტოვალუტები, როგორც აქტივების კლასი.”  

The ETF Store-ის საინვესტიციო მრჩეველ ნეიტ ერაჩის თქმით ბირჟაზე მოვაჭრე კრიპტოფონდები მუშაობენ „უნაკლოდ“, ვაჭრობენ მჭიდრო სპრედებით და მჭიდროდ ადევნებენ თვალყურს Bitcoin-ის სპოტ ფასს. ამავდროულად, მინიმალური საკომისიო არის „ინვესტორების აშკარა გამარჯვება“. 

Bitcoin-ის ბაზრის სტრუქტურა, როგორც ჩანს, სამუდამოდ შეიცვალა, ნიუ-იორკის 3:00-16:00 დროით ვაჭრობის დახურვა დღის ყველაზე ლიკვიდური ნაწილია“, - განაცხადა VanEck-ის კვლევის ხელმძღვანელმა მეთიუ სიგელმა. 

მან განმარტა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი მოცულობები ფიქსირდება, რადგან ის კრიტერიუმები, რომლებსაც მარკეტ-მეიკერები და ETF ინვესტორები იყენებენ გამოთვლებისთვის, ამ საათში ფასდება. 

შეგახსენებთ, რომ CryptoQuant-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კი იონ ჯუმ დაასკვნა, რომ თუ Bitcoin სპოტ ფონდებში კაპიტალის შემოდინების ამჟამინდელი ტემპი გაგრძელდება, ბაზარს ექვსი თვის განმავლობაში შესაძენად ხელმისაწვდომი მონეტების კრიზისი შეექმნება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.