Jump to content

BlackRock Spot Bitcoin ETF-ის AUM-მა 200000 BTC-ს გადააჭარბა


Recommended Posts

image.jpeg 

შეერთებულ შტატებში პირველი სპოტ Bitcoin ETF-ების ამოქმედებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ BlackRock-ის IBIT ფონდის AUM-მა - მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობამ გადააჭარბა 200000 BTC-ს (14.6 მლრდ აშშ დოლარი). 

image.png 

Spot Bitcoin ETF-ების რეიტინგი აქტივების მოცულობის მიხედვით. წყარო: BitcoinTreasuries. 

ცხრა „ახალი“ ETF-ის შესაბამისი მაჩვენებელი (Grayscale-ისკონვერტირებული“ GBTC-ის გამოკლებით) არის დაახლოებით 420.000 BTC. ეს არის ციფრული ოქროს მთლიანი ემისიის დაახლოებით 2%. 

image.png "ახალი" Bitcoin ETF-ების AUM-ის დინამიკა. წყარო: K33 Research. 

მეორე უმსხვილესი AUM-ის მქონე "ახალ" პროდუქტია არის Fidelity-FBTC - 128000-ზე მეტი BTC-ით. მას მოსდევს Ark Invest-ის კუთვნილი ARKB -  დაახლობით 38000 BTC-ით. 

გასულ კვირას IBIT-მა გადააჭარბა MicroStrategy-ს, რომელიც ცნობილია თავისი ურყევი პოზიციით პირველ კრიპტოვალუტაში AUM-ის თვალსაზრისით. თუმცა, მაიკლ სეილორის მიერ დაარსებულმა კომპანიამ შეიძინა დამატებითი 12000 BTC. შედეგად, მისმა „ციფრულმა ბალანსმა“ მიაღწია 205000 BTC-ს. 

image.png 

 აჯარო კომპანიების რეიტინგი Bitcoin-ების რაოდენობის მიხედვით მათ ბალანსზე. წყარო: BitcoinTreasuries. 

„თუმცა, IBIT სავარაუდოდ მალე გადააჭარბებს ბიზნეს ანალიტიკურ კომპანიას Bitcoin -ის აქტივებით“, - ვარაუდობენ The Block-ის ექსპერტები. 

Bloomberg-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა აღნიშნა, რომ Bitwise-ის ფონდ BITB-ის AUM-მა ახლახან 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

GBTC-ის დაღმავალი დინამიკა 

ორ თვეში GBTC-ის აქტივების მოცულობა შემცირდა 37%-ით, 619.000 BTC-დან 388.000 BTC-მდე - დიდი ალბათობით, საკომისიოს უფრო მაღალი მაჩვენებლის გამო. ახლა Grayscale-ის სპოტ Bitcoin ETF-ის AUM ოდნავ ნაკლებია მისი კონკურენტების ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით. 

სეიფარტმა აღნიშნა, რომ ციფრული ოქროს ფასის ზრდამ ანაზღაურა მაჩვენებლის ვარდნა დოლარის თვალსაზრისით - GBTC-ის განკარგულებაში არსებული კრიპტოვალუტის ღირებულება კვლავ 28 მლრდ აშშ დოლარდარჩა, რაც დაახლოებით იგივეა, რაც კონვერტაციამდე. 

K33 Research-ის ანალიტიკოსმა ვეტლე ლუნდმა ივარაუდა Grayscale-დან ფონდიდან თანხების გადინების შესუსტება. 

11 მარტის მდგომარეობით წმინდა შემოდინებამ აშშ-ის სპოტ Bitcoin ETF-ებში შეადგინა 505.5 მლნ აშშ დოლარი მიუხედავად GBTC-დან 494.1 მლნ აშშ დოლარის გადინებისა. 

image.png 

თანხების შემოდინება და გადინება Spot Bitcoin ETF-ებში 11 მარტის მდგომარეობით. წყარო: SoSoValue. 

ყველაზე დიდი შემოსული თანხები: 

  • IBIT — 562.9 მლნ აშშ დოლარი; 

  • FBTC — 215.5 მლნ აშშ დოლარი; 

  • HODL — 118.9 მლნ აშშ დოლარი; 

VanEck-ის წარმომადგენლებმა დააწესეს ნულოვანი საკომისიო ETF-ებში თანხების მართვისთვის 2025 წლის 31 მარტამდე, „რადგან მათ ნამდვილად სჯერათ Bitcoin-ის“. 

The Block-ის მკვლევარების დაკვირვებით IBIT-ში თანხების დღიურმა შემოდინებამ 8 მარტს პირველად გადააჭარბა 10 მლრდ აშშ დოლარს. "ახალი" ETF-ების საერთო მაჩვენებელმა 20 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ასევე მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტებით ვაჭრობის მოცულობა - 11 მარტს მან 6.91 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაკვირვების ისტორიაში). 

image.png 

Spot Bitcoin ETF-ების სავაჭრო მოცულობების დინამიკა. წყარო: ბლოკი. 

ყველაზე მაღალი ბრუნვა დაფიქსირდა 5 მარტს - 9.93 მლრდ ასშ დოლარი. შემდეგ Bitcoin-მა პირველად 2021 წლის ნოემბრის შემდეგ განაახლა 69000 აშშ დოლარზე მაღალი ფასი. 

11 მარტს IBIT-ის წილმა მთლიან სავაჭრო მოცულობაში 3.05 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, GBTC-სა და FBTC-ის მაჩვენებლებმა - 1.59 და 1.42 მლრდ აშშ დოლარი, შესაბამისად. 

BlackRock-ისა და Fidelity-ის Spot Bitcoin ETF-ების საერთო საბაზრო წილმა 60%-ს გადააჭარბა. 

წერის დროს ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 70.500 აშშ დოლარად. CoinGecko-ს მიხედვით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ფასი გაიზარდა 5.5%-ით. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის საინვესტიციო პროდუქტებში თანხების შემოდინების ყოველკვირეულმა მაჩვენებელმა რეკორდულ 2.69 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.