Jump to content

ყველაზე იაფ MacBook Air M3-ს უფრო სწრაფი SSD აქვს წინამორბედთან შედარებით


Magdalena

Recommended Posts

გასულ კვირაში Apple-მა წარადგინა განახლებული 13- და 15-დუიმიანი MacBook Air ლეპტოპები, რომლებმაც მიიღეს უფრო ძლიერი Apple M3 პროცესორები. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მოაგვარა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წინა თაობის MacBook Air-ის საბაზისო ვერსიის მფლობელებს აწუხებდა. საუბარია მყარი დისკის წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარ: Apple 

საქმე ის გახლავთ, რომ MacBook Air-ის M2 ჩიპი და 256 გბ მყარი დისკის მქონე საბაზისო ვერსიაში გამოყენებულია მეხსიერების ერთ ჩიპ 256 გბ მოცულობით და არა ორი 128 გბ, როგორც ეს იყო M1 ჩიპზე მომუშავე MacBook Air-შ. MacBook Air M2-ის საბაზისო ვერსიის მფლობელებმა შენიშნეს ეს, რადგან SSD-ის სიჩქარე მნიშვნელოვნად დაბალი იყო წინა თაობის მოდელთან შედარებით. 

ბუნებრივია, MacBook Air M3-ის გამოშვებისას პოტენციური მყიდველები დაინტერესდნენ, თუ რა მეხსიერების კონფიგურაცია გამოიყენეს დეველოპერებმა ახალ პროდუქტში. მოწყობილობის ტესტებმა აჩვენა დისკის უფრო მაღალი სიჩქარე წინა თაობის ლეპტოპთან შედარებით, ხოლო მოწყობილობის დაშლამ დაადასტურა, რომ MacBook Air M3 256 გბ მოდელში გამოყენებულია ორ NAND მეხსიერების ჩიპი - თითოეული 128 გბ მოცულობით.  

ასეთი გადაწყვეტილების ხარჯზე მათ შეუძლიათ დავალებების პარალელურად დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეს. ტესტირებამ აჩვენა, რომ ახალ MacBook Air-ს შეუძლია მიაღწიოს 2108 მბ/წმ-მდე ჩაწერის სიჩქარეს, ხოლო შარშანდელ მოდელის მაჩვენებელია 1584 მბ/წმ. რაც შეეხება წაკითხვის სიჩქარეს, ახალი MacBook Air 2880 მბ/წმ-ს აღწევს, შარშანდელი კი - 1576 მბ/წმ-ს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი 256 გბ MacBook Air შარშანდელ მოდელს აღემატება SSD ჩაწერის სიჩქარეში დაახლოებით 33%-ით და წაკითხვის სიჩქარეში - დაახლოებით 82%-ით. 

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის ეპლი თავის სბორკებში მაქსიმალურათ მაღალ ნაცენკას ითხოვს დიდი მოცულობის სსდ-ოპერებში, არაფერი მსგავსი არ ჯდება ცალკე რომ აგეღო ეგ ყველაფერი სტანდარტულ სისტემებისთვის რასაც გვთავაზობენ ეხლა, რა თქმა უნდა იგივე წარმადობის სსდ-ოპერებს ვგულისხმობ და არა უფრო იაფიანებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ცალკე მაგაში სურთ კიდე კარგი მოგების ჩაჯიბება, ანუ თუ გჭირდება დიდი მოცულობის სსდ-ოპერები საკმაოთ დიდი თანხის დამატება გჭირდება არა მარტო ნოუტბუკებში, ასევე დესკტოპ სისტემებში ეპლის, თუ ჯდება ასე 500-600$ სადღაც ეგ ყველაფერი, მანდ გამოდის ლამის სამმაგი და 1500$-მდე უნდა მიუმატო ასნავნოი სბორკის ფასს კიდე, თუმცა სტანდარტულ მოდიფიკაციებს ასე თუ ისე ნორმალური ფასი ადევს წარმადობის გათვალისწინებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.