Jump to content

კილოვატიანი ამაჩქარებელი NVIDIA B200 Blackwell 2025 წელს გამოჩნდება


Recommended Posts

კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე კომპანია Dell-მა დაადასტურა, რომ მზადდება Blackwell სერიის ახალი თაობის ამაჩქარებელი NVIDIA B200 დიდი რესურსის მქონე ხელოვნური ინტელექტის ამოცანებისა НРС-აპლიკაციებისთვის. მოსალოდნელია, რომ ამაჩქარებელი მომავალ წელს გამოვა. 

Blackwell სერიის მოწყოილობების ოფიციალური ანონსი მიმდინარე წელს მოხდება. უფრო მეტიც, NVIDIA პროგნოზირებს, რომ ამაჩქარებლების დეფიციტი იქნება გამოშვებისთანავე. ეს აიხსნება ხელოვნური ინტელექტის ბაზრის სწრაფი ზრდით, მათ შორის გენერაციული სერვისების სწრაფი განვითარებით. 

ცნობილია, რომ Blackwell-ის სერიაში შევა ფლაგმანურ B100 ამაჩქარებელი AI და HPC ამოცანებისთვის, B40 მოდელი კორპორატიული დამკვეთებისთვის, GB200 ჰიბრიდული გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს B100 ჩიპს და Grace Arm პროცესორს, ასევე GB200 NVL ენის დიდი მოდელების (LLM) დასამუშავებლად. ამჟამად ვრცელდება ცნობა, რომ მზადდება B200 ამაჩქარებელიც: აღინიშნება, რომ ეს შეიძლება იყოს საბოლოო პროდუქტის დასახელება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

Dell-ის თანახმად, B200-ის შემთხვევაში TDP-ის დონემ შეიძლება მიაღწიოს 1000 ვატს. შედარებისთვის: SXM ფორმ-ფაქტორის NVIDIA H100 ამაჩქარებლის TDP-ის დონეა 700 ვატი. B200-ის მზადებაზე მინიშნება Dell-ის ოპერაციების დირექტორმა ჯეფ კლარკმა გააკეთა. მისი თქმით, კომპანიის საინჟინრო ჯგუფი მზად იქნება პროდუქტის გამოჩენისთვის. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Dell უკვე აპროექტებს ახალი თაობის სერვერებს, რომლებიც განკუთვნილია B200 ამაჩქარებლების განთავსებისთვის. 

ასევე აღინიშნება, რომ Dell-ის აქციების ფასი მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით 32%-ით გაიზარდა, ხოლო NVIDIA-ს კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამავდროულად, Dell არის NVIDIA-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი მონაცემთა ცენტრების სეგმენტში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.