Jump to content

NVIDIA გახდა TSMC-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი Apple-ის შემდეგ


Recommended Posts

TSMC ტრადიციულად არ ასაჯაროებს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეტალებს, მაგრამ აშშ-ს კანონმდებლობით მას მოეთხოვება გაამჟღავნოს მონაცემები იმ მომხმარებლების შესახებ, რომელა წილზე მოდის მისი შემოსავლის 10%-ზე მეტ. ფინანსურ ანალიტიკოს Dan Nystedt-ის შეფასებით NVIDIA-ს წილზე გასულ წელს მოდიოდა TSMC-ის შემოსავლის 11%. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: nvidia.com  

გასულ წელს Apple-მა, რომელიც TSMC-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც „მომხმარებელი A”, უზრუნველყო ტაივანური კომპანიის შემოსავლის 25% - მის მომსახურებაში გადაიხადა 17.52 მლრდ აშშ დოლარი. NVIDIA-მ, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „მომხმარებელი B”, ტაივანურ კომპანიას გადაუხადა 7.73 მლრდ აშშ დოლარი და მისმა წილმა 11% შეადგინა.  „TSMC-ის ათ უმსხვილეს მომხმარებელზე გასულ წელს მოდიოდა წმინდა მოგების 91%, 2022 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა. ამ კომპანიების რიცხვში ასევე შედიოდა MediaTek, AMD, Qualcomm, Broadcom, Sony და Marvell“ - განაცხადა Nystedt-მა. 

Apple მრავალი წლის განმავლობაში იყო TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებელი და სავარაუდოდ შეინარჩუნებს ამ სტატუსს მომდევნო წლებში. არცერთ სხვა დამკვეთს არ მოუტანია ტაივანური კონტრაქტორისთვის წმინდა შემოსავლის 10%-ზე მეტი დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა AMD, MediaTek და Qualcomm ბოლო წლებში ზრდიან შეკვეთების მოცულობას. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ბუმმა გამოიწვია უპრეცედენტო მოთხოვნა NVIDIA H100 და A100 ამაჩქარებლებზე, ასე რომ NVIDIA-მ გაზარდ შეკვეთების მოცულობა. კომპანიამ TSMC-ის სიმძლავრის ნაწილი ჯერ კიდევ 2021-2022 წლებში შეიძინა. 

NVIDIA-ს რთუ პროდუქტები, მათ შორის H100 და A100 AI ამაჩქარებლები, არა მხოლოდ იწარმოება TSMC ქარხნებში, არამედ იქვე იფუთება საფირმო ტექნოლოგია CoWoS-ის გამოყენებით. ხელოვნური ინტელექტის აღჭურვილობაზე მოთხოვნა იზრდება და NVIDIA-ს წილი TSMC-ის შემოსავლებში 2024 წელს გაიზრდება. კომპანიას უკვე დაჯავშნილი აქვს საწარმოო და შესაფუთი შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს პროდუქციის სტაბილური მიწოდება. 

ჯერჯერობით უცნობია, გადააჭარბებს თუ არა AMD-ის წილი TSMC-ის შემოსავალში 10%-ს. კომპანია აქტიურად ყიდის სასერვერო EPYC პროცესორებს, მის Instinct MI300 AI ამაჩქარებლებზეც დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ტაივანურ კონტრაქტორის შემოსავალში შესაძლოა მისი წილიც გაიზარდოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.