Jump to content

Samsung-მა დააანონსა SD Express microSD მეხსიერების ბარათები, რომლებიც უფრო სწრაფია SATA SSD-ებთან შედარებით


Recommended Posts

Samsung-მა განაცხადა, რომ დაიწყო 256 გბ SD Express microSD მეხსიერების ბარათების ნიმუშების მიწოდება, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი, 800 მბ/წმ-მდე წაკითხვის სიჩქარე. გარდა ამისა, კომპანიამ დააანონსა UHS-1 ინტერფეისის მქონე 1 ტბ-მდე microSD მეხსიერების ბარათების მასობრივი წარმოების დაწყება.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Samsung აღნიშნავს, რომ UHS-1 ინტერფეისის მქონე კლასიკური microSD მეხსიერების ბარათები უზრუნველყოფენ წაკითხვის საშუალო 104 მბ/წმ სიჩქარეს. SD Express ბარათების შემთხვევაში წაკითხვის თანმიმდევრული სიჩქარე გაიზარდა 985 მბ/წმ-მდე, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები კომერციული პროდუქტების სახით ბოლო დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი. 

PCIe 3.0 x1 მხარდაჭერის წყალობით Samsung SD Express microSD მეხსიერების უახლეს ბარათებს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ SATA SSD-ებს. მათი თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარე აღწევს 800 მბ/წმ-ს, რაც 1.4-ჯერ უფრო სწრაფია ჩვეულებრივ SATA III SSD-ებთან (560 მბ/წმ-მდე) და ოთხჯერ უფრო სწრაფი - UHS-1 ინტერფეისის მქონე მეხსიერების ბარათებთა (200 მბ-მდე) შედარებით. Samsung Dynamic Thermal Guard ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება Samsung SD Express microSD მეხსიერების უახლეს ბარათებში, პასუხისმგებელია მათ წარმადობასა და საიმედოობაზე და ოპტიმიზაციას უწევს სამუშაო ტემპერატურას ხანგრძლივი დატვირთვის დროს. 

1 ტბ Samsung SD microSD UHS-1 მეხსიერების ბარათები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში შევიდა, შედგება მე-8 თაობის V-NAND მეხსიერების რვა 1 ტბ ფენისგან. წარმოების დროს ამ მეხსიერების ბარათებს უტარდებათ გამძლეობის მკაცრი ტესტირება და ენიჭებათ ექვსი დამცავი ფუნქცია: წყლის წინააღმდეგობა, უკიდურესი ტემპერატურის წინააღმდეგობა, ვარდნის წინააღმდეგობა, ცვეთის წინააღმდეგობა, რენტგენის გამოსხივების წინააღმდეგობა და მაგნიტური დაცვა. 

Samsung-ის უახლესი 256 გბ SD Express microSD მეხსიერების ბარათები 800 მბ/წმ-მდე წაკითხვის სიჩქარით ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის ბოლოს. Samsung SD microSD UHS-1 1 ტბ მეხსიერების ბარათების გამოსვლა კი მოსალოდნელია წლის მესამე კვარტალში. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.