Jump to content

Intel-მა წარადგინა მობილური Core Ultra vPro და Raptor Lake Refresh vPro დესკტოპ პროცესორები ბიზნესისთვის


Recommended Posts

გამოფენა MWC-ზე კომპანია Intel ტრადიციულად აანონსებს vPro სერიის პროცესორებს, რომლებიც უსაფრთხოების გაზრდილი დონით ხასიათდება. მიმდინარე წელს კომპანიამ წარადგინა vPro სერიის მობილური პროცესორები Core Ultra (Meteor Lake). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ბოლო წლების განმავლობაში Intel-მა შეცვალა vPro პლატფორმისადმი მიდგომა - უარი თქვა აპარატულ ფუნქციებზე პროგრამული ფუნქციების სასარგებლოდ, რის შედეგად ეს ჩიპები სამომხმარებლო ჩიპების ძირითადი ხაზისგან გამოირჩევა სხვადასხვა კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ გაზრდილი უსაფრთხოებით. 

image.jpeg 

Core Ultra-ს შემთხვევაში კომპანიამ განაცხადა, რომ სერიის ყველა მოდელს აქვს vPro ფუნქციის მხარდაჭერა. ისევე, როგორც ადრე, Intel-მა ჩიპები ორ კატეგორიად დაყო: პროცესორები, რომლებიც შედიან ქვეკატეგორია vPro Essentials-ში, განკუთვნილია მცირე ბიზნესისთვის, რომელშიც დაახლოებით 20-მდე თანამშრომელი მუშაობს. vPro Enterprise მოდელები განკუთვნილია მსხვილი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობაში ლეპტოპების დიდ რაოდენობას იყენებენ და ეყრდნობიან უსაფრთხოების იმ სისტემური ფუნქციების უმრავლესობას, რომლებსაც Intel სთავაზობს. ამავე დროს, ორივე კატეგორიის ჩიპებს აქვს ტექნოლოგია Intel Hardware Shield იმ სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის დაცვისთვის, რომლებიც Windows-ზე მუშაობს. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ vPro პროცესორების მობილური სერია მოიცავს მხოლოდ Meteor Lake-U და Meteor Lake-H მოდელებს. განახლებული Raptor Lake Refresh მობილური ჩიპები (მე-14 თაობის Core) არ არის წარმოდგენილი Intel-ის პროცესორების კორპორატიულ ხაზში. 

image.jpeg 

თუმცა, vPro პლატფორმის ექსკლუზიურობა მხოლოდ ამ თაობის Intel პროცესორების მობილურ სეგმენტზე ვრცელდება. დესკტოპ სეგმენტში კომპანია გვთავაზობს Raptor Lake Refresh-S პროცესორებს უსაფრთხოების გაზრდილი ხარისხით. თუმცა, იგი არ მოიცავს ადრე წარმოდგენილ მე-14 თაობის დესკტოპ Core-ის მთელ სპექტრს, არამედ მხოლოდ ზოგიერთ მოდელს. კერძოდ, vPro ფუნქციების მქონე მოდელებია: ოთხი T-სერიის მოდელი 35 ვატი ენერგომოხმარებით, ოთხი Core-S სერიის ჩიპი TDP 65 ვატით, ასევე ოთხი Core-S პროცესორი 125-ვატიანი TDP-ის დონით. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

vPro პროცესორების სასარგებლოდ Intel-ის ძირითადი არგუმენტებია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის უფრო ვრცელი მხარდაჭერა იმ ყოველდღიურ კორპორატიულ ამოცანებზე, როგორებიცაა ჯგუფური მუშაობა, წარმადობა, უსაფრთხოება, კონტენტის შექმნისი ეფქტურობა და ხელმისაწვდომობა. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი vPro პროცესორები 36-ჯერ უფრო ენერგოეფექტურია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით, უზრუნველყოფს 47%-ით უფრო მაღალ წარმადობას სამი წლის წინანდელ კომპიუტერებთან შედარებით და 2.2-ჯერ უკეთეს წარმადობას - ხელოვნურ ინტელექტთა დაკავშირებულ ამოცანებIntel Core 13 თაობასთან შედარებით, რომლებშიც სპეციალური ერთეულები Movidius VPU AI არის გამოყენებული. ასევე, ახალ პროცესორებზე მხარდაჭერილია Wi-Fi 7, AV1 კოდირება და დეკოდირება. 

image.jpeg 

Intel-ის თქმით ბაზარზე გამოვა ასამდე სხვადასხვა სისტემა, რომლებიც აგებული იქნება სხვადასხვა მწარმოებლის ახალ vPro პროცესორებზე. მათი გაყიდვა მიმდინარე კვარტალში დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.