Jump to content

სასამართლომ დაამტკიცა Binance-ის ბრალი და 4.3 მლრდ აშშ დოლარიანი ჯარიმა დააწესა


Recommended Posts

აშშ-ის სასამართლომ დაამტკიცა კრიპტობირჟ Binance-ის ხელმძღვანელობის მიერ ფულის გათეთრების კანონების დარღვევისა და პლატფორმის ადმინისტრაციის მიერ შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად დანაშაულის აღიარება. სასამართლომ ასევე დაამტკიცა ჯარიმა კრიპტო ბირჟისთვის 4.3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Satheesh Sankaran / pixabay.com 

აშშ-საოლქო მოსამართლე რიჩარდ ჯონსმა სიეტლში დაამტკიცა შუამდგომლობა, რომელიც მოითხოვდა Binance-ს გადაეხადა 1.81 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის სისხლის სამართლის ჯარიმა და მომხდარიყო 2.51 მლრდ აშშ დოლარის კონფისკაცია. აშშ-ს ხელისუფლებამ ასევე შესთავაზა Binance-ის დამფუძნებელ Changpeng Zhao-ს გათავისუფლების პირობების შეცვლა გირაოს სანაცვლოდ, რამაც გამოიწვია წინააღმდეგობა მისი დაცვის მხრიდან. 

Binance-ის ხელმძღვანელობის მხრიდან აღიარებამ დაასრულა მრავალწლიანი გამოძიება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პლატფორმამ დამალა ახლო აღმოსავლეთის ტერორისტულ დაჯგუფებების მონაწილობით განხორციელებული 100 ათასზე მეტი ტრანზაქცია. Binance-მა ასევე ხელი შეუწყო ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალებით ვაჭრობას და ამუშავებდა გადახდებს გამოსასყიდი პროგრამების ოპერატორებისთვის. პლატფორმის ადმინისტრაციამ აიღო პასუხისმგებლობა ბრალდებებზე და განაცხადა, რომ გააუმჯობესა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და მომხმარებელთა შემოწმების პროტოკოლები და მიაღწია „მნიშვნელოვან პროგრესს“ საპროცესო შეთანხმებით მოთხოვნილი ცვლილებების მიმართულებით. 

Zhao-მ დანაშაული აღიარა და იგი 175 მლნ აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან შეასრულა მოთხოვნა, გადამდგარიყო Binance-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და გადაეხადა ჯარიმა 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროკურორების შეთავაზებით დოკუმენტურად გამყარდა მოთხოვნა, რომ Zhao-ს აეკრძალოს კონტინენტური შეერთებული შტატების დატოვება და დარჩეს სასამართლო აღმასრულებლების დაკვირვების ქვეშ განაჩენის გამოტანამდე - 30 აპრილამდე. იგი ვალდებულია სამი დღით ადრე აცნობოს ხელისუფლებას ნებისმიერი მოგზაურობის შესახებ, გადასცეს პასპორტი და შეინარჩუნოს საცხოვრებელი ადგილი, თუ ხელისუფლება არ დაამტკიცებს ცვლილებას. წინასწარი დაკავების სამსახურმა რეკომენდაცია გაუწია Zhao-ს ადგილსამყოფელზე დაკვირვებას. პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ეს ზომები ბიზნესმენის დაცვის კუთხით განიხილეს, თუმცა იგი „აპროტესტებს ამ შუამდგომლობას იმ ფორმით, რომელშიც იგი არის შედგენილი“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.