Jump to content

Intel მიმდინარე წელს გამოუშვებს Sierra Forest სერიის 288-ბირთვიან Xeon-ს


Recommended Posts

გამოფენა MWC 2024-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს Sierra Forest სერიის ახალ სპეციალიზებულ სასერვერო Xeon პროცესორებს პერიფერიული სისტემებისთვის. მითითებულ ჩიპებს ექნება მხოლოდ ენერგოეფექტური 288 E-ბირთმრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ 2025 წელს გამოუშვებს ანალოგიური დანიშნულების Granite Rapids-D პროცესორებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HardwareLuxx / Intel 

Intel-ის თქმით Xeon Sierra Forest პროცესორები უზრუნველყოფენ 2.7-ჯერ მაღალ წარმადობას სერვერის სტეკზე 2021 წლის ანალოგიურ პლატფორმებთან შედარებით. თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ პლატფორმებზეა საუბარი. 

image.jpeg 

Xeon Sierra Forest პროცესორებს ექნება განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა Intel Infrastructure Power Manger (IPM), რომელიც 5G ქსელებისთვისაა შემუშავებულ. იგი საშუალებას იძლევა გაოყენებულ იქნას ინტეგრირებული ტელემეტრია ენერგომოხმარების 30%-მდე შემცირებისთვის წარმადობის ძირითადი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე ცალკეული ბირთვების მდგომარეობის მართვის წყალობით. ამის ხარჯზე Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას 5G ქსელების უფრო ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ნახშირორჟაგის ემიისის და ასეთი სისტემების მფლობელი მობილური ოპერატორების დანახარჯების შემცირებას. 

დღევანდელი მობილური ქსელების ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო შორდება სპეციალურ საკუთრებაში არსებულ აპარატურას და ეყრდნობა ვირტუალურ რადიო წვდომის ქსელებს (vRAN). vRAN არის ქსელის ფუნქციების (VFN) სისტემების უფრო მასშტაბური ვირტუალიზაციის ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ქსელის პროვაიდერებმა უფრო მოქნილი და ეფექტური მართვისთვის. იგი ასევე მოიცავს ვირტუალურ ქსელთაშორის ეკრანებს, DNS-ს, SBC/IMS-ს და vEPC-ს (Virtual Evolved Packet Cores) 4G/5G ქსელებისთვის. 

image.jpeg 

Sierra Forest და Granite Rapids-D პროცესორებს ექნება vRAN Boost ტექნოლოგია, რომლის მიზანია გაამარტივოს რადიოწვდომის ქსელების ვირტუალიზაციის ამოქმედება და დააჩქაროს 4G/5G მობილუი ინფრასტრუქტურების შექმნა. 

image.jpeg 

Intel-მა ასევე წარმოადგინა vRAN AI, დეველოპერების პირველი ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნას vRAN ოპტიმიზებული AI მოდელები ზოგადი დანიშნულების სერვერებზე. vRAN AI-ის მეშვეობით 5G ქსელის პროვაიდერები შეძლებენ მოარგონ თავიანთი vRAN-ის ფუნქციონირება კონკრეტული გამოყენების შემთხვევებს. 

image.jpeg 

Xeon Sierra Forest-ის ბაზაზე წარმოდგენილი სისტემების დემონსტრირებას Intel მოახდენს გამოფენა MWC-ზე ბარსელონაში. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.