Jump to content

გამოვიდა Xiaomi 14 Ultra Sony-ს მოწინავე 1" გამოსახულების სენსორით და ორმხრივი თანამგზავრული კავშირით


Recommended Posts

შედგა ფლაგმანური Xiaomi 14 Ultra-ს ოფიციალური ანონსი. მასში დიდწილად გამეორებულია გასული წლის მოდელის გარეგნული იერსახე, თუმცა წარმოდგენილია მთელი რიგი ცვლილებები: ფერის და კორპუსის მასალის სამი ვარიანტი, გაუმჯობესებული სენსორის მქონე კამერა, მოწინავე პროცესორი გაგრილების გაუმჯობესებული სისტემით და უფრო კაშკაშა ეკრანი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

Xiaomi 14 Ultra წარმოდგენილია სამ ვარიანტად. შავი და თეთრი ფერის მოდელებს აქვთ ხელოვნური ტყავის უკანა პანელი და 224.4 გრამი წონა - 3 გრამით მსუბუქი Xiaomi 13 Ultra-სთან შედარებით. ლურჯი მოდელი წარმოდგენილია მინის საფარით Dragon Crystal და მისი წონა 229.5 გრამია. აგრეთვე წარმოდგენილია 229.6-გრამიანი Titanium Special Edition - მასში გამოყენებულია iPhone-ის მსგავსი და Samsung Galaxy S24 Ultra-ზე მაღალი - 5 დონის ტიტანის შენადნობი. 

image.jpeg 

კამერების ბლოკი უკანა პანელზე მკვეთრად არ არის გამოწეული. ოთხივე კამერა 50-მეგაპიქსელიანია. ძირითად კამერაში წარმოდგენილია უახლესი 1-დუიმიანი სენსორი Sony LYT-900. წინა მოდელის მსგავსად გამოყენებულია 23-მილიმეტრიანი ორმაგი დიაფრაგმის ექვივალენტური ფოკუსური სიგრძის ობიექტივი - ეს გახლავთ f/1.63 და f/4.0 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი - იგი ატარებს 136%-ით მეტ სინათლეს გასული წლის f/1.9-f/4-0 ობიექტივთან შედარებით. Xiaomi ამ მექანიზმს უწოდებს მუდმივად ცვლადი დიაფრაგმას, რაც მიანიშნებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს f/1.63-დან f/4.0-მდე დიაპაზონში, მაგრამ ვებ-გვერდსა და პრეზენტაციაში მოცემულია სურათები მხოლოდ პირველი ან მეორე მათგანით. Xiaomi 13 Ultra-ს ლინზას ერქვა Simmicron, ხოლო ახალს - Simmilux. Leica-ს ტერმინოლოგიით Simmicron არის f/2 ობიექტივი, ხოლო Summilux - f/1.4 ობიექტივი. მთავარი კამერა მხარს უჭერს RAW-ში გადაღებას და სურათების შენახვას DNG ფორმატში მონაცემთა სრული ნაკრებით. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს ორი კამერა ტელეობიექტივებით. ეს არის ჩვეულებრივი პერისკოპები 3.2x ზუმით, 75 მმ EGF-ით და f/1.8 დიაფრაგმით, ასევე 5x ზუმით, 120 მმ EGF-ით და f/2.5 დიაფრაგმით, რომელთაგან თითოეულგამოყენებულია იგივე 1/2.5-დუიმიანი Sony IMX858 სენსორ, რომელიც - Xiaomi 13 Ultra-ში. ასევე წარმოდგენილია ფართოკუთხიანი 12-მილიმეტრიანი f/2.5 ობიექტივი. აღსანიშნავია ისიც, რომ 75-მმ-იანი ლინზა იღებს 10 სმ მანძილიდან, ხოლო 120-მილიმეტრიანი ფოკუსირებას ახდენს 30 სმ მანძილიდან. 

მწარმოებელმა Xiaomi 14 Ultra-ს შესაძლებლობები Apple iPhone 15 Pro სერიას შეადარა: 120 მმ f/2.5 ობიექტივი იჭერს 196%-ით მეტ შუქს, ვიდრე iPhone 15 Pro Max და 474%-ით მეტს, ვიდრე 15 Pro. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით Xiaomi 14 Ultra-ს შეუძლია 30-მაგი მასშტაბირება, რაც, კომპანიის თქმით, კონკურენტების შესაძლებლობებს აღემატება. Xiaomi 14 Ultra-ს ვიდეოს გადაღების მახასიათებლები იგივეა, რაც Samsung Galaxy S24 Ultra-სი: 4K 60 და 120 კადრი წამში, ასევე 8K მხარდაჭერა. 

image.jpeg 

დისპლეიც თითქმის გასული წლის მოდელის მგავსია: 6.73-დუიმიანი LTPO AMOLED ეკრანის გაფართოებაა 1440 × 3200 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცამდე, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+ და 3000 კდ/²-მდე სიკაშკაშე (2600-ის ნაცვლად). გამოყენებულია დამცავი მინა Shield Glass - კომპანია აცხადებს, რომ იგი ათჯერ უფრო გამძლეა დაცემისას და თანაც უფრო გამჭვირვალე. ეკრანის კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია - ასეთ გადაწყვეტილებას All Around Liquid უწოდეს. 

Xiaomi 14 Ultra მუშაობს უახლეს პროცესორ Qualcomm Snapdragon 8 Gen 3-ზე, აქვს 16 გბ-მდე ოპერატიული და 1 ტბ-მდე მუდმივი მეხსიერება. გაგრილების ეფექტურობა გაიზარდა სამჯერ დიდი ზომის ამაორთქლებელი კამერის ხარჯზე. ბატარეის მოცულობა გაიზარდა დაახლოები 6%-ით 5300 მა/სთ-მდე - მასზე მხარდაჭერილია 90-ვატიანი სადენიანი და 80-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ბატარეის დაცვას უზრუნველყოფს G1 და P2 ჩიპები. სმარტფონს აქვს ორმხრივი თანამგზავრული კავშირის მხარდაჭერა, ასევე T1 ჩიპი, რომელიც ზრდის ფიჭური ქსელის, Wi-Fi-ს და Bluetooth-ის კავშირის ხარისხს. 

image.jpeg 

Xiaomi 14 Ultra ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და ლურჯ ფერებში და სამ კონფიგურაციაში: 12/256 გბ (830 ევრო), 16/512 გბ (900 ევრო), 16 გბ/1 ტბ - (1000 ევრო). Xiaomi 14 Ultra Titanium-ის სპეციალური ვერსია 1130 ევრო ღირს. სმარტფონის გარდა 90 ევროდ შემოთავაზებულია ნაკრები Photography Kit ქეისით და მოსახსნელი სახელურით, რომელსაც აქვს ინტეგრირებული 1500 მა/სთ მოცულობის ბატარეა; ასევე 80-ვატიანი უსადენო დამტენი 64 ევროდ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.