Jump to content

Micron-მა წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი SSD Crucial T705 და ოპერატიული მეხსიერება Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition


Recommended Posts

კომპანია Micron Technology-მ წარადგინა ორი ახალი პროდუქტი Crucial Pro სერიაში - Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition ოპერატიული მეხსიერების მოდულების სერია და PCIe 5.0 სტანდარტის მყარი დისკი Crucial T705. ადრეული მიმოხილვების თანახმად ეს არის ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო SSD მსოფლიოში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Micron 

Crucial T705 PCIe 5.0 SSD-ები ხელმისაწვდომი იქნება 1, 2 და 4 ტბ მოდელებად. მწარმოებელი აცხადებს, რომ თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარეა 14.500 მბ/წმ-მდე, ხოლო ჩაწერის სიჩქარე - 12.700 მბ/წმ-მდე. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციებში ახალი მოწყობლობების წარმადობა აღწევს 1.55 მილიონ და 1.8 მილიონ IOPS-ს, შესაბამისად. ამასთან, ყველაზე სწრაფი 2 ტბ ვერსიები. 

image.jpeg 

მწარმოებელი აღნიშნავს, რომ Crucial T705 დისკებში გამოყენებულია თავად Micron-ის წარმოების 232-შრიანი TLC NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპები სიჩქარით 2400 MT/s. ახალი SSD აგებულია Phison E26 კონტროლერზე. ასევე ხელმისაწვდომია ქეში LPDDR4 მეხსიერებიდან. კომპანია ხუთწლიან გარანტიას იძლევა SSD-ის ყველა მოდელზე. 

image.jpeg 

Crucial T705 SSD-ები ხელმისაწვდომი იქნება შავი ალუმინის რადიატორით ან მის გარეშე. გარდა ამისა, კომპანია წარადგენს Crucial T705-ის სპეციალურ 2 ტბ ვერსიას თეთრი რადიატორით. 

ახალი მოწყობილობების წინასწარი გაყიდვები 12 მარტს დაიწყება. ფასი იწყება 239.99 აშშ დოლარიდან - ეს არის 1 ტბ ვერსიის ფასი რადიატორ გარეშე, ხოლო ღირებულება 729.99 აშშ დოლარს აჭარბებს 4 ტბ რადიატორიანი მოდელის შემთხვევაში. 

image.jpeg 

ოპერატიულ მეხსიერება Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition-ს აქვს CL36-38-38-80 შეყოვნება, რაც 25%-ით დაბალია ადრე გამოშვებულ Crucial DDR5 Pro Memory Plug and Play Edition RAM მოდულებთან შედარებით. ახალი მეხსიერების მოდულების ოპერაციული ძაბვაა 1.35 ვოლტი. Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition მეხსიერების მოდულების ეფექტური სიხშირეა 6000 მჰც. ისინი თავსებადია Intel XMP 3.0 და AMD EXPO აჩქარების პროფილებთან. 

image.jpeg 

Crucial DDR5 Pro: Overclocking Edition ოპერატიული მეხსიერება ხელმისაწვდომი იქნება ორარხიან კომპლექტებად, რომლებიც შედგება ორი 16 გბ DDR5-6000 მოდულისგან (სულ 32 გბ), ასევე ორი 24 გბ მოდულისგან შემდგარ ორარხიან კომპლექტებად (ჯამში 48 გბ). პირველი მათგანი გაყიდვაში 27 თებერვლიდან გამოვა, მეორეს კომპანია მიმიდინარე წლის ბოლოს გამოუშვებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.