Jump to content

SoftBank NVIDIA-ს დაუპირისპირდება Arm-ზე აგებული ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებით


Recommended Posts

როგორც ცნობილი გახდა OpenAI-ს დამფუძნებელი სემ ოლტმენი ერთადერთი არ არის, ვისაც სურს NVIDIA-ს გაუწიოს კონკურენცია ხელოვნური ინტელექტის სისტემებში გამოყენებული გამოთვლითი ამაჩქარებლების ჩიპების შემუშავებასა და წარმოებაში. Bloomberg-ის ინფორმაცით SoftBank-ის დამფუძნებელი Masayoshi Son ამ სფეროში საკუთარი პროექტის განსახორციელებლად 100 მლრდ აშშ დოლარამდე თანხის მოზიდვას გეგმავს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SoftBank 

როგორც წყარო განმარტავს, SoftBank Corporation-ის არსებული რესურსებიდან 30 მლრდ აშშ დოლარამდე შეიძლება გამოიყოს. ამჟამად მას დაახლოებით 41 მლრდ აშშ დოლარი აქვს, ხოლო დანარჩენი 70 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას  SoftBank-ის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებისგან ეცდება. Son-ის გეგმის მიხედვით Arm-ის შვილობილი კომპანიის მონაწილეობით შეიძლება შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ახალი მწარმოებელი კომპანია. ამ პროექტს კოდური სახელიც კი აქვს - Izanagi - სიცოცხლის შემქმნელი იაპონური ღმერთის პატივსაცემად. 

Masayoshi Son რამდენიმე წელია საუბრობს, რომ აუცილებელია ინვესტიციების განხორციელება ე.წ. მძლავრ ხელოვნურ ინტელექტში და თვლის, რომ მსგავსი მანქანებით გაჯერებული სამყარო უფრო უსაფრთხო და ბედნიერი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ Son აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოლტმნთან ამ უკანასკნელის ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ, პროექტი Izanagi დამოუკიდებლად განხორციელდება - აცხადებენ წყაროები. მიმდინარეობს კონსულტაციები Arm-ის შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რადგან ამ ინიციატივის ფარგლებში მან უნდა უხელმძღვანელოს სპეციალიზებული გამოთვლითი ამაჩქარებლების შემუშავებას. SoftBank-ის აქციების ფასი ორშაბათ დილის ვაჭრობაში 3.2%-ით გაიზარდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.