Jump to content

Intel Lunar Lake-ს ექნება სიმკვეთრის გაზრდის ტექნოლოგია ინტეგრირებულ გრაფიკა Xe2-სთვის


Recommended Posts

Intel ქმნის გეიმინგ გრაფიკის გაუმჯობესების ტექნოლოგიას, რომელსაც გამოიყენებს მომავალი Lunar Lake პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი, ასევე გრაფიკული ბარათები, რომლებიც დამყარებული იქნება სამომავლო Xe არქიტექტურაზე. საუბარია ადაპტირებულ ფილტრზე გამოსახულების სიმკვეთრის შესაცვლელად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

გამოსახულების სიმკვეთრის ადაპტაციური ფილტრი მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ფილტრი, რომელიც დღეს გამოიყენება თამაშებში გამოსახულების სიმკვეთრის გასაუმჯობესებლად, თუმცა იგი უფრო ინტელექტუალური იქნება. ტექნოლოგიას შეეძლება გაზარდოს სიმკვეთრე არა მთლიანი თამაშის კადრების შემთხვევაში, არამედ მხოლოდ მის გარკვეულ ადგილებში (მაგალითად, კადრში არსებული სიმბოლოები), თავიდან აიცილოს სიმკვეთრე გამოსახულების იმ ადგილებში, სადაც ეს ფილტრი არ არის საჭირო (მაგალითად, ფონზე). როგორც Intel-ის ინჟინერმა Nemesa Garg-მა აღნიშნა, ახალი ადაპტური სიმკვეთრის ფილტრის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ თამაშებში, არამედ პროგრამებში, ასევე ოპერაციული სისტემის შიდა ვიდეოებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ადაპტური სიმკვეთრის ფილტრის მუშაობაზე პასუხისმგებელი იქნება აპარატული ბლოკი Display Engine. ტექნოლოგია შექმნილია Lunar Lake პროცესორების გრაფიკულ ბირთვსა და Xe გრაფიკული არქიტექტურის ნებისმიერ სამომავლო ვერსიებზე მუშაობისთვის. ფილტრს აქვს მინიმალური ენერგომოხმარება და პრაქტიკულად არ მოახდენს გავლენას წარმადობაზე, რაც მნიშვნელოვანია Lunar Lake-ისთვის, ვინაიდან საუბარია ენერგოეფექტურ მობილურ ჩიპებზე. 

Intel-ს არ გამოუცხადებია ზუსტი დრო, თუ როდის წარადგენს Lunar Lake პროცესორებს, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოხდება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. ხსენებული ჩიპები გამოჩნდება დესკტოპ და მობილურ Arrow Lake პროცესორებთან ერთად. თუ Arrow Lake-ში გამოყენებული იქნება Xe-LPG გრაფიკულ არქიტექტურა, მაშინ Lunar Lake-ში რეალიზებული იქნება უფრო მოწინავე Xe2-LPG გრაფიკა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.