Jump to content

ავტომატური აჩქარება 6.2 გჰც-მდე და ენერგომოხმარება 410 ვატი - Intel ამზადებს რჩეულ Core i9-14900KS-ს


Recommended Posts

Intel ემზადება ფლაგმანურ პროცესორ Core i9-14900KS-ის გამოსაშვებად, რომელსაც შეუძლია ავტომატურად 6.2 გჰც-მდე აჩქარება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ჩიპმა შესაძლოა მოიხმაროს 400 ვატზე მეტი სიმძლავრე მაქსიმალური დატვირთვის დროს. ახალი პროდუქტი გაყიდვაში სავარაუდოდ მარტში გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მჟამად არსებული მონაცემებით Intel Core i9-14900KS იქნება პირველი სამომხმარებლო პროცესორი, რომელსაც შეუძლია ავტომატურად იმუშაოს 6 გჰც-ზე მაღალ სიხშირეზე. Raptor Lake Refresh სერიის ამჟამინდელი ფლაგმანი Core i9-14900K მუშაობს 6 გჰც-მდე სიხშირეზე. იგივე შესაძლებლობები აქვს Raptor Lake სერიის Core i9-13900KS-ს, რომელიც მანამდე გამოვიდა. Core i9-14900KS, სავარაუდოდ, იქნება ბოლო პროცესორი LGA 1700 პლატფორმაზე. მომავალი Arrow Lake-S სერიის დესკტოპ პროცესორები განკუთვნილი იქნება ახალი LGA 1851 პლატფორმისთვის. 

image.png 

ფოტოს წყარო: OCCT 

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა Core i9-14900KS-ის მონაცემები. ინფორმაცია გამოჩნდა სტრეს ტესტ OCCT-ის მონაცემთა ბაზაში. ნათქვამია, რომ Core i9-14900KS-ს აქვს 24 ბირთვი 32 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით (8 P-ბირთვი და 16 E-ბირთვი). ჩიპს აქვს 36 მბ L3 ქეში და 32 მბ L2 ქეში. საბაზისო ტაქტის სიხშირეა 3.2 გჰც, ხოლო Boost-სიხშირე - 6.2 გჰც, რაც მას ყველაზე სწრაფ პროცესორად აქცევს მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში ტაქტის სიხშირის კუთხით. ახალი ჩიპის ნომინალური TDP არის 150 ვატი, რაც 25 ვატით მეტია Core i9-14900K-სთან შედარებით. 

Core i9-14900KS შექმნილია სპეციალურად ენთუზიასტებისთვის და გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით გამოვა. პროცესორის ტესტების მონაცემები OCCT ბენჩმარკში აჩვენებს, რომ მაქსიმალური დატვირთვის მომენტებში მისი ენერგომოხმარება თითქმის 410 ვატია, ხოლო ტემპერატურა 100 გრადუს ცელსიუსს აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ საუბარია ძალიან სერიოზულ სტრეს ტესტზე, რომელიც მაქსიმალურად ტვირთავს CPU-ს. Core i9-14900KS ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს ძალიან მძლავრ გაგრილების სისტემას - უმჯობესია გამოყენებულ იქნას თხევადი გაგრილების სისტემა 420 მმ რადიატორით ან ქასთომ გადაწყვეტილებებით. ასევე, მაღალი სიმძლავრის გათვალისწინებით, პროცესორს დასჭირდება შესაბამისი კვების წყარო. 

image.png 

ფოტოს წყარო: OCCT 

Core i9-14900KS-ის დამატებითი აჩქარეა სავარაუდოდ მოითხოვს უფრო ექსტრემალურ გაგრილებას, მაგალითად, თხევადი აზოტის გამოყენება. ვინაიდან ჩიპი გაივლის მკაცრ ბინინგს (შერჩევას), იგი დიდი ალბათობით მიიპყრობს ენთუზიასტების ყურადღებას, რომლებიც შეეცდებიან დაამყარონ აჩქარების ახალი რეკორდები მისი დახმარებით და გადალახონ Core i9-14900K-ის შედეგები. ამ უკანასკნელთან ოვერქლოქერებმა მიაღწიეს 9.1 გჰც სიხშირეს; Core i9-14900KS-დან შეიძლება ველოდოთ ოდნავ უფრო მაღალ წარმადობას. შესაძლოა, პროცესორის აჩქარება მოხდეს 9.5 ან თუნდაც 10 გჰც-მდე. 

Benchlife insider-ის თანახმად Core i9-14900KS გაყიდვაში მარტის შუა რიცხვებში გამოვა. მისი ღირებულება უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით Core i9-13900KS-ის მსგავსი იქნება, რომლის სარეკომენდაციო ფასი 700 აშშ დოლარს შეადგენს. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.